07 ორშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

3 ცვლილება, რომელიც 1-ლი ოქტომბრიდან ამოქმედდება | Allnews.Ge

3 ცვლილება, რომელიც 1-ლი ოქტომბრიდან ამოქმედდება

2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან რამდენიმე რეგულაცია და ცვლილება შედის ძალაში.

„ბიზნესპრესნიუსი“ იმ მთავარ სიახლეებს გთავაზობთ, რაც ქვეყანაში რამდენიმე დღეში ამოქმედდება.

ტაქსის რეფორმის მე-2 ეტაპი

1-ლი ოქტომბრიდან დედაქალაქში ტაქსის რეფორმის მე-2 ეტაპი ამოქმედდება. კერძოდ, შემოდის ტაქსის A და B კატეგორიები. ტაქსები იქნება თეთრი ფერის, სპეციალური მანათობლებით, რომელსაც ექნება წარწერა: „ტაქსი თბილისი“. ეს მანათობლები საჩუქრად გადაეცემათ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს. ამასთან, A კატეგორიის ტაქსი უნდა იყოს ოთხკარიანი, მარცხენასაჭიანი, ასევე მათ შესაძლებლობა ექნებათ უფასო პარკირებით ისარგებლონ.

კომპანიების ნაწილს 1-ელ ოქტომბრამდე ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება აქვთ

არაუგვიანეს 1-ლი ოქტომბრისათვის მე-3 კატეგორიის საწარმოებმა შესაბამისი ფინანსური ანგარიშგებები უნდა წარადგინონ. ცნობისთვის, მესამე კატეგორიის საწარმო არის სუბიექტი, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს მოცემული სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორს აკმაყოფილებს:

აქტივების ჯამური ღირებულება არ აღემატება 10 მილიონ ლარს;

შემოსავალი არ აღემატება 20 მილიონ ლარს;

საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა არ აღემატება 50-ს. (ამ დეფინიციაში შეიძლება მოხვდეს ინდივიდუალური მეწარმეც).

წაიკითხეთ დასასრული