პოლიტიკა
17.10.2018 / 08:10
შრიფტის ზომა:

რა შეიცვალა თბილისში 2018 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში? - მერის ანგარიში

რა შეიცვალა თბილისში 2018 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში? - მერის ანგარიში

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის ათივე გამგეობის 2018 წლის საქმიანობის ცხრათვიანი ანგარიში წარადგინა და გამგებლებს მადლობა გადაუხადა.

მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა გამგეობების მიერ ბიუჯეტის ათვისებისა და შესრულების მაჩვენებლებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული ციფრი 93%-დან 100%-მდე მერყეობს.

"დედაქალაქის ათივე გამგეობის ცხრათვიანი საქმიანობის მაჩვენებელი საკმაოდ შთამბეჭდავია. ყველა გამგეობას ბიუჯეტის ათვისებისა და შესრულების მაჩვენებელი 93%-დან 100%-მდე მერყეობს, რისთვისაც გამგებლებსა და გამგეობებში დასაქმებულ თითოეულ თანამშრომელს მადლობა მინდა გადავუხადო. თქვენი და თითოეული თქვენი თანამშრომლის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ქალაქში სამწუხაროდ, ბევრი პრობლემა გვაქვს, რომელსაც ჩვენი მხრიდან ღირსეული პასუხი სჭირდება. შესაბამისად, ჩვენი ყოველდღიური თავდაუზოგავი შრომა პრინციპულად მნიშვნელოვანია. მერწმუნეთ, ამ ყველაფერს საზოგადოება ხედავს. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა რჩება, მაგრამ აქ იმიტომ ვართ, რომ ჩვენს ქალაქს ვემსახუროთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მისივე თქმით, დედაქალაქის გამგეობების მიერ ცხრა თვის განმავლობაში, სხვადასხვა მიმართულებით, ჯამში, 100 მილიონზე მეტია დახარჯული. კერძოდ, დაიგო 605 425 კვადრატული მეტრი ასფალტი, რისთვისაც ბიუჯეტიდან 26 მილიონზე მეტი დაიხარჯა; 171 მისამართზე მოეწყო და განახლდა სკვერი; სპორტული მოედნები მოეწყო და რეაბილიტირდა 159 მისამართზე;

"ასევე, 51 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა საბავშვო გასართობი მოედნები; ფიტნეს ზონები მოეწყო 74 მისამართზე; მიწისქვეშა კომუნიკაციები გამოიცვალა 120 მისამართზე, რისთვისაც ჯამში 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა;

3 მილიონ ლარზე მეტი ლარი დაიხარჯა 74 მისამართზე საყრდენი კედლების მოწყობისთვის; ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა 842 მისამართზე, რისთვისაც ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარამდე გამოიყო.

ათივე გამგეობამ ცხრათვიან პერიოდში, სოციალური პროგრამების მიმართულებით დაახლოებით, 43 მილიონ ლარამდე დახარჯა; გამწვანების სხვადასხვა სამუშაოებისთვის ამავე პერიოდში, გამგეობების მიერ დაიხარჯა მილიონ 200 ათას ლარზე მეტი.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების წესის თანახმად, ცხრათვიან პერიოდში, გამგეობებმა თბილისის მასშტაბით, 775 პროექტი დააფინანსეს, რისთვისაც ჯამში, 8 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

რაც შეეხება ძველი ავტოფარეხების ნაცვლად დასასვენებელი სივრცეების მოწყობის საკითხს, სხვადასხვა ადგილზე ჯამში, 221 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა და მათ ნაცვლად, ათი დასასვენებელი სივრცე მოეწყო“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც თბილისის მერია ავრცელებს.

მკითხველის კომენტარები
(1)

დიახოლხი და კოლკხა
02 დეკემბერი , 2019 23:12

დაანებეთ თავი

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

თოვლი და ქარბუქი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი | Allnews.Ge

თოვლი და ქარბუქი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

2 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა შენარჩუნდება, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარბუქი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 3 დეკემბერს გამოიდარებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

„4-5 დეკემბერს ისევ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. მაღალმთაში მოთოვს, შესაძლებელია ქარბუქიც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 2-4 დეკემბერს +9, +11 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 5 დეკემბერს +5, +7 გრადუსამდე დაიკლებს. 2 დეკემბერს, ასევე 4-5 დეკემბერს, იქროლებს დასავლეთის მომართულების ქარი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.