
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში საშობაო არდადეგები 31 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით იქნება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, დასაქმებული მშობლების ხელშეწყობის მიზნით, საჯარო ბაგა-ბაღები 30 დეკემბერსაც იმუშავებს.
ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 15 იანვარს აღდგება.