პოლიტიკა
16.08.2017 / 08:08
შრიფტის ზომა:

ზაალ უდუმაშვილი სოციალურად დაუცველებს დამატებით 50-ლარიან დახმარებას ჰპირდება

ზაალ უდუმაშვილი სოციალურად დაუცველებს დამატებით 50-ლარიან დახმარებას ჰპირდება

თბილისის საკრებულოში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამწლიანი საქმიანობის შემაჯამებელი შეხვედრა მიმდინარეობს.

საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეკრებილ მხარდამჭერებს მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა მიმართა.

"ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, თბილისის მერად მისი არჩევის შემთხვევაში, სოციალურად დაუცველებს, რომელთა სარეიტიგო ქულაც 200 000-ს არ აღემატება, დამატებით 50-ლარიან დახმარებას დაჰპირდა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ყველა სოციალურად დაუცველი დედაქალაქში, რომლის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 200 000 ქულამდე, თბილსიის მერიისგან დამატებით მიიღებს 50-ლარიან დახმარებას. ამ დახმარებას თბილისში მიიღებს 166 000 ოჯახი. სწორედ ეს არის ის რაოდენობა, რომელიც სოციალურ ბაზებში დაფიქსირებული არიან როგორც სოციალურად დაუცველები და მათი სარეიტინგო ქულები შეფასებულია 200 000 ქულამდე. ეს დახმარება იქნება დამატებითი დახმარება იმისგან დამოუკიდებლად, რასაც თქვენ უკვე იღებთ სახელმწიფოსგან", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, ეს თანხები მერიის მაღალჩინოსნების "ფუფუნებისგან დაიზოგება".

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

სურსათის ეროვნული სააგენტო საახალწლო სუფრისთვის საჭირო პროდუქტების ყიდვასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს | Allnews.Ge

სურსათის ეროვნული სააგენტო საახალწლო სუფრისთვის საჭირო პროდუქტების ყიდვასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO მოსახლეობას მოუწოდებენ, არ შეიძინოს არასათანადო პირობებში განთავსებული მალფუჭებადი სურსათი. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო იტყობინება.

მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ახორციელებს კონტროლს სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა, საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით, სურსათზე გაზრდილი მოთხოვნის გამო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა.

„სურსათის ეროვნული სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მომხმარებელს მოუწოდებენ, არ შეიძინოს მაღალი რისკის სურსათი - ხორცის, თევზისა და რძის პროდუქტები ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის პირობები;,სურსათის შეძენისას ყურადღებით გაეცნოს ეტიკეტს, სადაც, ახალი რეგულაციის შესაბამისად, მითითებულია ყველა აუცილებელი ინფორმაცია ვადების, შენახვის პირობებისა და შემადგენლობის შესახებ. „ხორცისა და ხორცპროდუქტების შეძენისას ყურადღება მიაქციეთ შემდეგ გარემოებებს:

ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია არაუმეტეს +6 გრადუსისა, ხოლო შენახვის ვადაა 48 საათი.

გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: მწარმოებლის დასახელება, სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი); ასევე დამზადების თარიღი და საათი; სურსათის დასახელება - მაგალითად, მსხვილფეხა საქონლის (ძროხის, კამეჩის) ხორცი გაცივებული; თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო“), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი; თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება; ცხოველთა სასაკლაოზე ვეტერინარის ზედამხედველობით დაკლული ცხოველის ხორცზე უნდა იყოს დასმული ჯანმრთელობის ნიშანდება; სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან (ბრაზილია, უკრაინა და სხვა) იმპორტირებული ხორციც“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეტიკეტი გამოკრული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას იმ მაცივარზე, რომელშიც პროდუქტი ინახება.

მათივე ცნობით, FAO და სურსათის ეროვნული სააგენტო ითვალისწინებენ იმ გარემოებას, რომ არაოფიციალურ სავაჭრო ადგილებში ხორცისა და ხორცპროდუქტების ფასი, შესაძლოა, მცირედით განსხვავდებოდეს სპეციალიზებულ მაღაზიებსა და ჰიპერმარკეტებში არსებული ფასებისაგან, თუმცა, მნიშვნელოვანია მოსახლეობას ახსოვდეს, რომ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისაგან (რძე, ყველი, თევზი და ა.შ) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია. ინფიცირებული ცხოველისაგან ადამიანი შეიძლება დაავადდეს და რისკი შეექმნას მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

„გაუფრთხილდით თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას! საეჭვო შემთხვევების გამოვლენისთანავე დაუკავშირდით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 15 01“, - ნათქვამია ინფორმაციაში.