საზოგადოება
30.08.2017 / 06:08
შრიფტის ზომა:

ისლანდიის საიმიგრაციო სამსახურმა საქართველოს მოქალაქეებისთვის განახლებული ინფორმაცია გამოაქვეყნა

ისლანდიის საიმიგრაციო სამსახურმა საქართველოს მოქალაქეებისთვის განახლებული ინფორმაცია გამოაქვეყნა

ისლანდიაში თავშესაფრის მოთხოვნაზე უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ ქართველ აპლიკანტებს ქვეყანას დაატოვებინებენ და მათ 2 წლის განმავლობაში შენგენის ზონაში შესვლა აეკრძალებათ, - ამის შესახებ ისლანდიის საიმიგრაციო სამსახურის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის განახლებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელსაც ისლანდიის რესპუბლიკასა და დანიის სამეფოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი გიგი გიგიაძე ავრცელებს.

როგორც ელჩმა აღნიშნა, საიმიგრაციო სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში დეტალური განმარტებებია მათთვის, ვინც უკვე მიმართა ან მომავალში აპირებს მიმართოს ისლანდიას თავშესაფრის მისაღებად.

"ვინაიდან საქართველო უსაფრთხო ქვეყნების დირექტორატის საემიგრაციო სიაშია, საიმიგრაციო დირექტორატის აზრით, ვითარება ზოგადად უსაფრთხოა და ხელისუფლებას შეუძლია შესთავაზოს მოქალაქეებს საკმარისი დაცვა. საქართველოს მოქალაქეებს, შესაბამისად არ სჭირდებათ საერთაშორისო მფარველობა(დაცვა).

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ისლანდია აღარ დააკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეების განაცხადს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ

საიმიგრაციო სამსახურში შესული განაცხადები განიხილება პრიორიტეტული პროცედურებით და უარყოფილი იქნება რამდენიმე დღეში.

უარყოფილ აპლიკანტებს ქვეყანას დაატოვებინებენ და მათ 2 წლის განმავლობაში აეკრძალებათ შენგენის ზონაში შესვლა. აპლიკანტები პოლიციის მიერ რეგისტრირებულნი არიან, დაკითხული საიმიგრაციო დირექტორატის მიერ და მიიღებენ ისლანდიის წითელი ჯვრის კანონიერ დახმარებას.

19 ივლისს გამოქვეყნდა ისლანდიის საიმიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილება საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის შესახებ. გამომდინარე აქედან, ისლანდია აღარ დააკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეების განაცხადს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ და ძალიან შემჭიდროვებულ ვადებში მათ სამშობლოში დააბრუნებს", - განაცხადა გიგი გიგიაძემ.

მკითხველის კომენტარები
(1)

მოდელური ბიზნესი
03 სექტემბერი , 2018 09:09

რას ერჩიან ამ გოგოს? ხელიდან წასული რომ არ არის?

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

კალაძე - მშრალ ხიდსა და ზაარბრიუკენის ხიდზე სამუშაოები ისეა შესრულებული, გულზე შემოგეყრებათ | Allnews.Ge

კალაძე - მშრალ ხიდსა და ზაარბრიუკენის ხიდზე სამუშაოები ისეა შესრულებული, გულზე შემოგეყრებათ

მშრალ ხიდსა და ზაარბრიუკენის ხიდზე საგზაო სამუშაოები ისეა შესრულებული, გულზე შემოგეყრებათ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მერმა თავის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს მიმართა, რომ შეხვდეს აღნიშნული სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას და გზის საფარის ხელახლა გაკეთება დაავალოს. კალაძის განცხადებით, კომპანია საგზაო სამუშაოებს ხელახლა, საკუთარი ხარჯებით ჩაატარებს.

„მინდა, შევეხო მშრალი ხიდისა და ზაარბრიუკენის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აქ რამდენიმე დღის წინ დამთავრდა გზის მოწყობითი სამუშაოები. დღეს ისეთი დღეა, არ მინდა ჩხუბი და ამ თემაზე კიდევ ერთხელ ყურადღების გამახვილება, მაგრამ გულზე შემოგეყრებათ ისეა სამუშაოები შესრულებული, განსაკუთრებით საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში. ამიტომ მშვიდად, ყოველგვარი აღელვების გარეშე, დაიბარეთ კომპანია დღესვე და საგზაო სამუშაოები განახორციელოს თავიდან. კატეგორიულად მიუღებელია ასეთი პროექტის მიღება-ჩაბარება. ჩვენი ლაბორატორიის თანამშრომლებმაც აღნიშნეს, რომ ძალიან უხარისხოდაა ყველაფერი გაკეთებული. მინდა, ირაკლი ბენდელიანს დავავალო, რომ დღესვე დაიბარეთ კომპანია და თავისივე ხარჯებით გამოასწორებინეთ ყველაფერი. ააფრეზინეთ ის, რაც დააგეს და თავიდან გააკეთონ ნორმალური საფარი. დაექვემდებარონ იმ სტანდარტებს და მოთხოვნებს, რომელიც დედაქალაქის მერიის მხრიდან არის,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის ინფორმაციით, დღეს ღამით დასრულდება თამარ მეფის ხიდის პანდუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხვალიდან კი უკვე შესაძლებელი იქნება გზის ამ მონაკვეთით სარგებლობა.