10 ხუთშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
19.03.2020 / 10:03
შრიფტის ზომა:

პირველადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე ფასების უცვლელად შენარჩუნებას სახელმწიფო დააზღვევს

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პრემიერის დავალების თანახმად, უკვე შეიმუშავა მექანიზმი, რომლის საშუალებითაც 9 უმთავრეს სასურსათო პროდუქტზე ფასები არ გაიზრდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსის, თენგიზ კალანდაძის ინფორმაციით, გამოიკვეთა 9 სასურსათო პროდუქტი, რომელზეც ფასების უცვლელად შენარჩუნებას სახელმწიფო დააზღვევს. ეს პროდუქტებია: ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონი, ზეთი, ფქვილი, ხორბალი, რძის ფხვნილი, შაქარი და ლობიო.

რაც შეეხება უშუალოდ მექანიზმს, თენგიზ კალანდაძის ინფორმაციით, საუბარია კურსთა შორის სხვაობის სახელმწიფოს მიერ დაფარვაზე. მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ მთავრობის დადგენილება დღეს გამოიცემა და პროცესს სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო და საბანკო სისტემა განახორციელებენ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"მოგეხსენებათ, ეს პროდუქტები იმპორტირებულია. ჩვენი ბიზნესი, როდესაც ამ პროდუქტებს ყიდულობს, ახდენს ლარის კონვერტაციას ბანკში. ჩვენ დავაფიქსირებთ ლარის კონვერტაციის კურსს, რაც კონკრეტულ დღეს იქნება, როდესაც კონვერტაცია ხდება და 3 ლარის ზემოთ სხვაობას სახელმწიფო დაფარავს. პირობითად თუ 1 დოლარი ღირს 3 ლარი და 10 თეთრი, სახელმწიფო ამ 10 თეთრიან სხვაობას დაფარავს, მას შემდეგ რაც პროდუქტი ქვეყანაში შემოვა, განბაჟდება და ყველა საბუთი ხელმისაწვდომი იქნება. შესაბამისად კურსის სხვაობის გამო, არ იქნება იმისი ობიექტური მიზეზი, რომ ეს 9 პროდუქტი გაძვირდეს. ამაზე შედგა შეთანხმება",-აღნიშნა თენგიზ კალანდაძემ.

ცნობისთვის, ფასების ზრდის დაზღვევის მექანიზმის შემუშავების შესახებ დავალება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს გუშინ მისცა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

პირველადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე ფასების უცვლელად შენარჩუნებას სახელმწიფო დააზღვევს | Allnews.Ge