
აფხაზეთი - საბჭოთა ლაჟვარდოვანი სანაპირო, სუბტროპიკული მარგალიტი, რომელიც უკვე 30 წელია უპატრონოდ არის, მას ძარცვავენ და ანგრევენ, ეს უკვე ადგილობრივების ჩვევად იქცა... - წერს novayagazeta.ru-ს ჟურნალისტი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ აფხაზეთის რეგიონში იმოგზაურა და განადგურებული და დანგრევის პირას მისული, საბჭოთა კავშირის დროს ყველაზე ხალხმრავალი კურორტები მოინახულა.
"აფხაზეთს აქვს ნავთობის საბადო, ასევე, გაზის, ნახშირის, გრანიტის, მარმარილოს და სხვადასხვა ღირებული მინერალების საბადოები. მისი ტერიტორიის ნახევარი ძალზე ნაყოფიერია სოფლის მეურნეობისთვის, მეორე ნახევარი კი ტყის მასივებია. მდინარეები, რომელიც მთებში ჩამოედინება, ძალიან დიდი პოტენციალია უსაფრთხო და იაფიანი ჰიდროენერგეტიკის წარმოებისთვის. მის ტერიტორიაზე არის როგორც სუბტროპიკული, ასევე ალპური ზონები, შეგიძლია, თხილამურებით ისრიალო და იქიდან დაბრუნებული სანაპიროზე გაირუჯო, მაგრამ მაინც აფხაზეთი არის ქვეყანა, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბისგან სულ ღაფავს" - ასე ახასიათებს რუსი ჟურნალისტი რეგიონს.
მისივე თქმით, ბუნებრივი რესურსებით მდიდარი "ქვეყნის" ერთ-ერთ მაღაზიაში მაწონი შეიძინა, რომელიც ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან იყო შემოტანილი. ადგილობრივებს არ ჰქონიათ, რადგან როგორც აუხსნეს, ადგილობრივი რძის წარმოების ქარხანა არ არსებობს...
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"არადა, ძროხები ქუჩებში, პირდაპირ საკურორტო ზონაში ძაღლებივით დასეირნობენ" - წერს ის.
გზა რიწის ტბისკენ - ვიდეო novayagazeta
ჟურნალისტი ჰყვება, რომ აფხაზეთი თაფლი მსოფლიოში ლამის საუკეთესოდ ითვლება, მაგრამ რეგიონს არც თაფლი აქვს, ისევე როგორც ციტრუსის ან ხილის ნატურალური წვენები, არადა პლანტაციებს ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით. არც საკონდიტრო ქარხანა არსებობს. უფრო სწორად, არსებობს, ოღონდ საბჭოთა კავშირის დროინდელი, დანგრეული და გაძარცვული. ისევე, როგორც ჩაის ფაბრიკა, რომელიც წარმოების "ქართული ჩაი" საბჭოთა წლებში ცნობილი იყო. ფაბრიკა აგურ-აგურ დაშალეს ან უბრალოდ, გაძარცვეს.
"ხორცი კრასნოდარის მხრიდან შემოაქვთ, სოხუმის ხორცკომბინატიდან თითქმის არაფერი დარჩა... ინგრევა როგორც მიტოვებული, ცარიელი კერძო სახლები, ასევე სხვა შენობებიც, რომლებიც პირდაპირ ზღვის ნაპირზეა ჩამწკრივებული... მთელ აფხაზეთს მიტოვებულს დავარქმევდი, მიუხედავად იმისა, რომ ახალი სასტუმროები და რაღაც დაწესებულებები ააშენეს, ალაგ-ალაგ ასფალტიც დააგეს და ინვესტორების შემოყვანასაც ცდილობდნენ" - წერს გამოცემის სპეციალური კორესპონდენტი, რეგიონის დანგრეული გვირაბების, უპატრონობისგან ამოქოლილი გამოქვაბულებისა და სხვა საინჟინრო ნაგებობების შესახებ.
მისივე თქმით, ამა თუ იმ შენობას საბჭოთა დროინდელი წარწერები დღემდე "ამშვენებს". იქ ყველაფერი ლამაზია, რაც ბუნებას შეუქმნია, ადამიანის ხელმა და დრომ კი, მის დამახინჯებაზე ისე იზრუნა, როგორც შეძლო...
ჟურნალისტის თქმით, 1960-იან წლებში რეგიონში მშენებლობების ბუმი დაიწყო. პარტიული ელიტა გამალებული აშენებდა სანატორიუმებს, სადაც თავისუფალ დროსა და შვებულებებს ატარებდა. აფხაზეთს არაერთი კოლორიტული შენობა ამშვენებდა.
"გაგრის ვარსკვლავი იყო სანატორიუმი საქართველო, ასევე, ოდნავ მოგვიანებით აშენებული "сталинский ампир", სტალინის აგარაკი, რომლის ასაშენებლად კლდის კვეთა დასჭირდა. ლურჯი ყვავილებიანი კაფელით გაწყობილი შენობა, იმ წლებში ძალზე გამორჩეული იყო, თავისი არქიტექტურით, ზღვაზე გადაშლილი ხედებით ულამაზესი კიპაირების ფონზე... სანატორიუმისგან განსხვავებით, რომელიც სახელდახელო ღობით არის შემოფარგლული, წარწერით, _ კერძო საკუთრებაა, დანგრევას გადაურჩა, მაგრამ დროის მსახვრალი ხელი და დაბალბიუჯეტიანი პატრონი მასაც მკაფიოდ ეტყობა" - წერს novayagazeta.ru.
წარსულის აჩრდილია დარჩენილი ცნობილი ზამთრის თეატრიდან, რომელიც 1953 წელს აშენდა. ის გაგრის კოლონადას პირისპირ მდებარეობს... შენობას შორიდანვე ეტყობა, რომ რამდენიმე წელში ჩამონგრევა, რადგან ჩამსხვრეული ფანჯრები, დამტვრეულია მარმარილოს აივანი, აყრილია პარკეტი, გატანილი და დამტვრეულია სანტექნიკა...
"ერთ-ერთი ასევე ელიტარული დასასვენებელი სახლის Скала -ს აღდგენა წლების წინ ვიღაც ინვესტორმა დაიწყო, მთავარი კორპუსი შეარემონტა, ფანჯრები ჩასვა, ავეჯი შეიტანა, მაგრამ რატომღაც ყველაფერი იქ გაჩერდა... ერთ-ერთი ვერსიით, მას ფული დაუმთავრდა, სხვების თქმით, აფხაზმა პარტნიორებმა "გადააგდეს".
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
დახურულ საჯარო სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსებში პირბადის გამოუყენებლობის შემთხვევაში, მოქალაქეები 15 ივნისიდან დაჯარიმდებიან.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განმარტა, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილი ცვლილება იურიდიულად უკვე ამოქმედდა, თუმცა პირბადის ტარების კონკრეტული წესები მთავრობის მიერ უნდა განისაზღვროს. მისივე ინფორმაციით, ეს მთავრობის მიერ მომზადებული დოკუმენტი 15 ივნისს გამოქვეყნდება და შესაბამისად, მოქალაქეებს პირბადის ტარების წესის დარღვევაზე სანქციები ამ დღიდან დაეკისრებათ.
"არსებობს "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ჩანაწერი, რომლის თანახმად თუ ფიზიკური პირი პირბადის გარეშე შევა დახურულ საჯარო სივრცეში, ან თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ან ტაქსით იმგზავრებს პირბადის გარეშე, გათვალისწინებულია 20 ლარის ოდენობის ჯარიმა. რაც შეეხება იურიდიულ პირებს და ინდმეწარმეებს, მათ უნდა გააკონტროლონ, რომ პირი დახურულ საჯარო სივრცეში არ შევიდეს პირბადის გარეშე. თუ ამას ვერ უზრუნველყოფენ, გათვალისწინებულია 500 ლარის ოდენობის ჯარიმა. თუმცა ამავე კანონში დავავალეთ მთავრობას, რომ დეტალურად გაწეროს პირბადის ტარების წესი. საუბარი იყო ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებზე, შშმ პირებზე, აბიტურიენტებთან შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს - ეს ყველაფერი უნდა გაწეროს მთავრობამ. შესაბამისად, ეს კანონი იურიდიულად გამოქვეყნდა და ამოქმედდა, თუმცა მისი გამოყენება უკავშირდება ამ წესის ამოქმედებას. ეს წესი უნდა გამოქვეყნდეს ორშაბათს, რომლის საშუალებით, საზოგადოებას მიეწოდება დამატებითი ინფორმაცია, პირბადის ტარების წესი როგორია და მხოლოდ ორშაბათიდან მოხდება ამ კანონის გამოყენებაც," - განაცხადა ოხანაშვილმა.
მკითხველის კომენტარები
(0)