საზოგადოება
16.06.2020 / 10:06
შრიფტის ზომა:

რამდენია საშუალო ხელფასი საქართველოში?- საშუალო თვიური შემოსავალი ქეყანაში 110 ლარით გაიზარდა

2020 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.1 პროცენტით ანუ 110 ლარით გაიზარდა და 1 202.7 ლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 596.4 ლარი (წლიური ზრდა 37.1 პროცენტი);
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 887.9 ლარი (წლიური ზრდა 7.8 პროცენტი);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 794.8 ლარი (წლიური ზრდა -0.2 პროცენტი);
  • მშენებლობა – 1 703.0 ლარი (წლიური ზრდა 9.5 პროცენტი).

"2020 წლის 1-ელ კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 960.4 ლარით, ხოლო კაცების - 1 423.9 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ, შესაბამისად 84.3 და 129.8 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

2020 წლის 1-ელ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 75.2 ლარით გაიზარდა და 1 227.0 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 046.4 ლარი, წლიური ზრდა -0.5 პროცენტი), ასევე ინფორმაციის და კომუნიკაციის (1 922.0 ლარი, წლიური ზრდა 8.2 პროცენტი) დარგებში ფიქსირდება.

2020 წლის 1-ელ კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 168.1 ლარით და 1 161.2 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე სხვა სახის მომსახურების სფეროებში დასაქმებულებს,"-აღნიშნულია "საქსტატის" ინფორმაციაში.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რამდენია საშუალო ხელფასი საქართველოში?- საშუალო თვიური შემოსავალი ქეყანაში 110 ლარით გაიზარდა | Allnews.Ge