მსოფლიო
26.06.2017 / 06:06
შრიფტის ზომა:

კოლუმბიაში ტურისტებით სავსე გემი ჩაიძირა

კოლუმბიაში ტურისტებით სავსე გემი ჩაიძირა

კოლუმბიაში გემის ჩაძირვის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაკარგულად ითვლება. უცხოური მედიის ინფორმაციით, ტბა პენიოლიზე გემს 170 ტურისტი გადაჰყავდა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

მაშველები დაკარგულებს ეძენებ და დაღუპულთა რაოდენობის ზრდას არ გამორიცხავენ. შემთხვევის გამომწვევ მიზეზებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

როგორი იქნება პარკი გლდანის ტბასთან | Allnews.Ge

როგორი იქნება პარკი გლდანის ტბასთან

გლდანის პატარა ტბასთან რეკრეაციული ზონა მოეწყობა. ამის შესახებ ორი დღის წინ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, გლდანის პატარა ტბის გარშემო რეკრეაციული ზონის მოწყობის პროექტირება მიმდინარეობს. პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია.

"გლდანის პატარა ტბის მიმდებარედ ისეთი პარკი მოეწყობა, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის იქნება მიმზიდველი. პროექტის თანახმად, პარკის დიდი ნაწილი შემოისაზღვრება მწვანე ცოცხალი ღობით, დაირგვება ხე-მცენარეები და დაიგება ბალახის საფარი. მოეწყობა ორი შესასვლელი, საჩრდილობლები, საბავშვო მოედანი, ცხოველებისთვის განკუთვნილი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცეები, ველო და საფეხმავლო ბილიკები. ასევე, განთავსდება სკამები და ურნები. ტბაზე გაივლის საინტერესო დიზაინის პირსი, საიდანაც შესაძლებელი იქნება ფრინველებსა და გარემოზე დაკვირვება. ამასთანავე, პარკი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პარკში განთავსდება მცირე ზომის მედიათეკაც,"-აღნიშნულია ინფორმაციაში.