
"ცენტრ პოინტის" საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, კომპანიის მშენებლობის შედეგად დაზარალებულები თბილისის პროკურატურაში იმყოფებოდნენ. დაზარალებულებს მოსამართლის განაჩენთან დაკავშირებით კონკრეტული დეტალები აინტერესებდათ. როგორც "ცენტრ პოინტის" მშენებლობის შედეგად დაზარალებულები აცხადებენ, მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილისთვის შეფარდებული სასჯელი მცირეა და პროკურატურისგან განაჩენის გასაჩივრებას ითხოვენ.
"სასჯელით ცოტა უკმაყოფილოები ვართ, რადგან დიდი თანხებია მითვისებული და დაზარალებული ბევრი ვართ.
ჩვენი თხოვნაა, ასევე სახელმწიფოსადმი, რომ იყოს შუამავალი და თუ შემოვა შეჩერებულ ობიექტებზე შემდგომ ეტაპებზე ინვესტორი, დადგეს გარანტორად, რომ ოჯახები არ ვიქნებით ისევ მოტყუებულები", - აღნიშნა ერთ-ერთმა დაზარალებულმა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
დაზარალებულები ასევე "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებისთვის, კომპანიაში მმართველობის უფლების ჩამორთმევასაც ითხოვენ.
თავის მხრივ, თბილისის პროკურატურაში მყოფ პირებს "ცენტრ პოინტის" საქმის პროკურორმა განუმარტა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მათ შეუძლიათ სამოქალაქო დავის წარმოება, რათა მიყენებული ზიანი აუნაზღაურდეთ.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ბოლო პერიოდში მედიით გავრცელებულ ბრალდებებს კიდევ ერთხელ პასუხობს და საზოგადოებას მოუწოდებს, დეზინფორმაციას არ შეეგუონ.
როგორც მან სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას განაცხადა, აღნიშნული ვიდეომიმართვები არ არის მიმართული რომელიმე კონკრეტული მედიასაშუალების მიმართ.
"საზოგადოებას შევახსენებ, რომ ცრუ ინფორმაციასთან ბრძოლა არის ის გზა და საშუალება, რისი გამოყენების უფლება და მეტიც, ვალდებულება გვაქვს ჩვენი მოსახლეობის წინაშე. რამდენიმე დღე ვაკვირდებოდით და განსაკუთრებულად აქტიურია სიცრუის ნაკადები იმ მიმართულებით, რომელ სფეროებშიც ან პოზიტივია მოსათხრობი, ან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გაქვს გადადგმული. ზოგადად, დეზინფორმაცია არა მარტო პოლიტიკური ხასიათის მატარებელია, ანუ არა მხოლოდ პოლიტიკურ, გლობალურ თემებს ეხება, არამედ ყოველდღიურობის დეტალებში, წვრილმანებშიც კი არის მიმოფანტული", - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, დედაქალაქის მერია მიზანმიმართულ ტყუილს, რომელიც საბოლოო ჯამში, მოსახლეობას აზარალებს, არ შეეგუება.
"ტყუილით მავნებლობა წერტილოვანი დარტყმებივითაა. უფრო კარგი შედარება რომ გავაკეთო, მეტასტაზებს შევადარებდი - პატარა და დიდ თემებს ხან იქ შეეხებიან, ხან აქ, ხან მუნიციპალიტეტების დონეზე, ხან ქვეყნის, ხან რომელიმე ჩინოვნიკის, ხან პოლიტიკოსის, ხან სოციალურ და ხანაც ინფრასტრუქტურულ თემებზე მიდის კონკრეტული სიცრუის ტირაჟირება. რასაკვირველია, შეცდომა ყველას მოსდის და ამისგან დაზღვეული არავინაა. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ჯანსაღ კრიტიკას, ობიექტურობას, შეცდომებზე მითითებას, გამოსავლის გზების ძიებას, მაგრამ არ და ვერ შევურიგდებით მიზანმიმართულ ტყუილს, ე.წ. ფეიკნიუსებს, რომელიც საბოლოოდ აზარალებს ჩვენს ქალაქს, აზარალებს ჩვენს მოსახლეობას და ზოგადად, ქვეყანას", - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, ვიდეომიმართვები "ფეისბუქის" გვერდის საშუალებით ხორციელდება, რაც საბიუჯეტო ხარჯებთან არ არის დაკავშირებული.
"საკმაოდ აქტიური ვარ სოციალურ ქსელში და ყოველთვის ვცდილობ, რომ სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდო საზოგადოებას ყველა იმ პროექტსა და სამუშაოებზე, რომელიც ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს. ასევე, არ ვერიდებით და ღიად ვსაუბრობთ იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომელიც საკმაოდ ბევრია ქალაქში თავმოყრილი. საბედნიეროდ, სოციალური ქსელები იძლევა "ფეიკნიუსებთან" ბრძოლის ეფექტურ საშუალებას. ჩვენ ამას ვიყენებთ და აუცილებლად გამოვიყენებთ მომავალშიც. როგორც წინა ვიდეომიმართვაში, ამჯერადაც ყოველგვარი ხმაურიანი და სკანდალური განცხადებების, შეურაცხყოფის მიყენების გარეშე, გაჩვენებთ მხოლოდ ფაქტებს, რომელიც დაუმალეს მაყურებელს და ჰქონდათ მცდელობა, საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ. ვფიქრობ, სიმართლე ერთადერთია, რომელსაც შეუძლია თავისი სახელი დაარქვას ყველაფერს.
კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, ვინც ფიქრობთ მომავალზე, ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაზე, ხვალინდელ უკეთეს დღეზე - ნუ შეეგუებით დეზინფორმაციას, რადგან დუმილი, სიცრუე, დეზინფორმაცია, ტყუილი ასაზრდოებს ბოროტებას", - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ფალსიფიცირებული ინფორმაციის რამდენიმე ფაქტი წარმოადგინა და განაცხადა, რომ მედიით გავრცელებული კონკრეტული ინფორმაციები სიმართლეს არ შეესაბამება.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მკითხველის კომენტარები
(0)