საზოგადოება
13.11.2020 / 13:11
შრიფტის ზომა:

ამირან გამყრელიძე - კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანის ცხედრის სახლში დასვენება უსაფრთხოა და ყველა რიტუალის დაცვით შეიძლება ეს გაკეთდეს

ამირან გამყრელიძე - კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანის ცხედრის სახლში დასვენება უსაფრთხოა და ყველა რიტუალის დაცვით შეიძლება ეს გაკეთდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი დაავადების გავრცელების თვალსაზრისით არავითარ რისკს არ წარმოადგენს. ამის შესახებ გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რამდენად უსაფრთხოა კორონავირუსით გარდაცვლილის სახლში დასვენება და პანაშვილის გადახდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ამ შემთხვევაში რისკის შემცველი დიდი რაოდენობით ადამიანების თავშეყრაა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანის ცხედარის სახლში დასვენება ნამდვილად უსაფრთხოა და ყველა რიტუალის დაცვით შეიძლება ეს ყველაფერი გაკეთდეს, სასურველია, რომ ეს მოხდეს 72 საათის განმავლობაში. ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორი არის დიდი თავშეყრები, იქნება ეს თავშეყრა სასიხარულო თუ დაკავშირებული გარდაცვალებასთან და ჩვენს შესაბამის რიტუალებთან, რაც გვაქვს ტრადიციულად. ამიტომ, ჩვენ ყოველმხრივ თავი უნდა შევიკავოთ დიდი თავშეყრებისგან,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ამირან გამყრელიძე - კორონავირუსმა შეიძლება ყოველ წუთს იფეთქოს, ამიტომ რეკომენდაციები არ უნდა იყოს ფორმალური | Allnews.Ge

ამირან გამყრელიძე - კორონავირუსმა შეიძლება ყოველ წუთს იფეთქოს, ამიტომ რეკომენდაციები არ უნდა იყოს ფორმალური

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსმა შეიძლება ყოველ წუთს იფეთქოს და საზოგადოებისთვის მიცემული რეკომენდაციები ფორმალური არ უნდა იყოს.

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას, კორონავირუსი არსად გამქრალა და ჩვენთან ერთად არის - დღეს 9 შემთხვევა გქვონდა, გუშინ იყო 5, იმის წინ კიდევ 5, ერთეული შემთხვევები არის. ჯერჯერობით ჩვენთან ინფექცია კონტროლირებადია, მაგრამ ხაზს ვუსვათ, რომ ამან ჩვენ არ უნდა გაგვათამამოს და კორონავირუსმა შეიძლება ყოველ წუთს იფეთქოს. აქედან გამომდინარე რეკომენდაციები არ უნდა იყოს ფორმალური და პირველ რიგში, ეს ჩვენი სამოქალქო პასუხისმგებლობაა. ამიტომ გთხოვთ ყველას, პირბადე იქნება, სოციალური დისტანცირება, პირადი თუ საზოგადოებრივი ჰიგიენა, თავშეყრა თუ ა.შ. ეს ყველაფერი დავიცვათ", - განაცხადა გამყრელიძემ.

თავის მხრივ, ამავე კითხვის საპასუხოდ პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ "მოსახლეობის მხრიდან ბევრია დარღვევა და რეკომენდაციების არდაცვის შემთხვევები".

"პერიოდულად ვავლენთ შემთხვევებს, როდესაც არ ვიცით პაციენტი სად დაავადდა. სამწუხაროდ, კორონა სადღაც დადის. არ ვიცით, ვინ არის ხოლმე ინფიცირების წყარო. აქედან გამომდინარე, ეს დაავადება არის საშიში. თუ ჩვენ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს, მას სულ რამდენიმე დღე და კვირა დასჭირდება იმისთვის, რომ ამ ერთეულმა შემთხვევებმა ასეულ შემთხვევას მიაღწიოს. აქედან გამომდინარე, თხოვნაა ყველასადმი, რომ დავიცვათ რეკომენდაციები და არ მივცეთ კორონას გავრცელების საშუალება. არ არის ეს ძნელად შესასრულებელი რეკომენდაციები", - განაცხადა იმნაძემ.