
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი დაავადების გავრცელების თვალსაზრისით არავითარ რისკს არ წარმოადგენს. ამის შესახებ გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რამდენად უსაფრთხოა კორონავირუსით გარდაცვლილის სახლში დასვენება და პანაშვილის გადახდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ამ შემთხვევაში რისკის შემცველი დიდი რაოდენობით ადამიანების თავშეყრაა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანის ცხედარის სახლში დასვენება ნამდვილად უსაფრთხოა და ყველა რიტუალის დაცვით შეიძლება ეს ყველაფერი გაკეთდეს, სასურველია, რომ ეს მოხდეს 72 საათის განმავლობაში. ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორი არის დიდი თავშეყრები, იქნება ეს თავშეყრა სასიხარულო თუ დაკავშირებული გარდაცვალებასთან და ჩვენს შესაბამის რიტუალებთან, რაც გვაქვს ტრადიციულად. ამიტომ, ჩვენ ყოველმხრივ თავი უნდა შევიკავოთ დიდი თავშეყრებისგან,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
წლის ბოლომდე მთლიანად გვექნება ახალი ავტობუსების პარკი და ეს ყვითელი ჯართი ქალაქში აღარ ივლის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მერიის სტრატეგია და ხედვა მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ყველაზე კომფორტული და სწრაფი.
"ყველაზე მეტი ადამიანი დღის განმავლობაში გადაადგილდება როგორც ავტობუსით, მიკროავტობუსით, ასევე მეტროთი. შესაბამისად მნიშვნელოვანია მოწესრიგდეს ეს მიმართულებები. ჩვენ უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები. დავიწყეთ ავტობუსების ჩანაცვლება-განახლების პროცესი. წლის ბოლომდე მთლიანად გვექნება ახალი ავტობუსების პარკი და ეს ყვითელი ჯართი ქალაქში აღარ ივლის, რომელიც სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს და ამასთან მიმართებითაც ბევრი კითხვა ისმოდა, რა ყვითელი ავტობუსით ვიაროთ? არა, არ იაროთ ყვითელი ავტობუსებით, ივლით ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით, თუმცა ეს არაა სავალდებულო. ცხადია, კერძო ავტომობილებს არ ვკრძალავთ და ვერ ავკრძალავთ", - განაცხადა კალაძემ.
მკითხველის კომენტარები
(0)