
სკოლის ბუფეტებში განსაკუთრებით არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა აიკრძალება. როგორც განათლებისაა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ძირითადად საუბარია შაქრისა და მარილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებზე. ასევე შაქრიან, გაზიან სასმელებზე.
მინისტრის განმარტებით, აკრძალვა შეეხება იმ პროდუქტებს, რაზეც ზუსტად არის ცნობილი, რომ მათ არანაირი სარგებელი არ მოაქვს.
"ხომ იცით, თავიდან როგორ ხდება. ჩათვლიან, რომ ეს არის დროებითი, პატარა კამპანია. ამან არ უნდა გაიაროს. ჩვენ უნდა ვუზრუნველვყოთ, როგორც საზოგადოებამ, რომ განსაკუთრებით მავნე პროდუქტები ჩვენს სკოლებში არ იყოს. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მეორე ნაბიჯია, რომ წავახალისოთ ბუფეტის ოპერატორები, სკოლის ბუფეტები იჯარით გაიცემა კომერციულ კომპანიაზე და ეს კომპანიები უზრუნველყოფენ ბუფეტებში კვებას. ჩვენ შევეცდებით, წავახალისოთ ჯანსაღი საკვები, ხილი, ბოსტნეული და სხვა ჯანსაღი პროდუქტები. მებუფეტეების ტრენინგები, მათთან თანამშრომლობა, სოფლის მეურნეობასთან, ჯანდაცვასთან თანამშრომლობა მიმდინარეობს. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სექტემბრიდან როდესაც ბავშვები სკოლაში მივლენ, ბუფეტი შეცვლილი დახვდებათ. შემდგომ პერიოდში ჩვენი ბუფეტი სულ უფრო დაიხვეწება", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მისივე თქმით, პროცესი მონიტორინგით გაკონტროლდება. წესების დარღვევის შემთხვევაში კი, სანქცია მებუფეტესთან ხელშეკრულების გაწყვეტა იქნება.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვა წესდება.
"დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო წესდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის ფარგლებში მოქმედი რეგულაციები. მათ შორის საკარანტინო შეზღუდვები. იზღუდება გადაადგილება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტში ისე მესტიის მუნიციპალიტეტიდან",-აღნიშნა ხოჯევანიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.
მკითხველის კომენტარები
(0)