
ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, კვლავ ჰილარი კლინტონი ლიდერობს. პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს ამერიკელების 48 პროცენტი უჭერს მხარს, რაც მისი მოწინააღმდეგის მხარდამჭერთა რაოდენობას 5%-ით აღემატება.
გამოკითხვის შედეგები ტელეკომპანია ABC-მ და გამოცემა Washington Post-მა გამოაქვეყნეს. ისინი მსგავს გამოკითხვებს რეგულარულად ატარებდნენ. წინა შედეგების მიხედვით თანაფარდობა შესაბამისად 47:44 იყო.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ყოფილი სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატს ჩამოყალიბებული ამომრჩევლის რაოდენობითაც უსწრებს, რომლებიც კლინტონს იმიტომ აძლევენ ხმას, რომ მისი ხედვა და პოლიტიკური კურსი მოსწონთ. მსგავსი ამომრჩევლის რაოდენობა 55%-ს შეადგენს. ტრამპის შემთხვევაში, მისი მხარდამჭერების ნახევარზე მეტი არჩევნებზე ამერიკელი ბიზნესმენისთის მხოლოდ იმის გამო აპირებს ხმის მიცემას, რომ ჰილარ კლინტონმა არ გაიმარჯვოს.
22 ოქტომბრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით კლინტონი ტრამპს 12 %-ით უსწრებდა. სხვაობა მას შემდეგ შემცირდა, რაც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ კლინტონის წინააღმდეგ ხელახალი გამოძიება წამოიწყო.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
15 აგვისტოდან 0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილ 200 ლარიან დახმარებაზე ელექტრონული რეგისტრაცია მიმდინარეობს. თუმცა, მომხმარებელთა ნაწილი წერს, რომ რეგისტრაციას ვერ ახერხებენ ან მონაცემების შეყვანისას შეცდომა ფიქსირდება. რა უნდა გააკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონულად ვერ ახერხებთ დარეგისტრირებას. ამ და კიდევ სხვა აქტუალურ კითხვებზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მივმართეთ:
"იმ ადამიანებს, რომლებიც ელექტრონულ პორტალზე ელექტრონული რეგისტრაციის გავლას ვერ შეძლებენ, ახლავე შეუძლიათ მიმართონ
მოქალაქეები წერდნენ, რომ მონაცემების შეყვანისას ფიქსირდებოდა შეცდომა და მაშინ, როცა ბავშვის ასაკი შეესაბამებოდა მოთხოვნებს, პორტალზე წერდა, რომ დახმარება არ ეკუთვნოდათ. ჯანდაცვის სამინისტროში გვითხრეს, რომ ეს იყო ტექნიკური ხარვეზი და ახლა უკვე გამოსწორებულია.
როგორც იცით, რეგისტრაცია პირველ დეკემბრმდეა შესაძლებელი. სამინისტროში გვითხრეს, რომ თანხა სექტემბრიდან, ეტაპობრივად ჩაირიცხება.
მოქალაქეებს აინტერესებდათ, შეეძლოთ თუ არა სოციალური ბარათის ანგარიშის მითითება, რაზეც სამინისტროს ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ შესაძლებელია. რეგისტრაციისას შეგიძლიათ ნებისმიერი ბანკის ანგარიში მიუთითოთ.
იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონულ რეგისტრციას ვერ ახერხებთ და მიმართავთ უკვე ჩამოთვლილ რომელიმე სერვისცენტრს, ზუსტად
იმავე მონაცემების წარდგენა დაგჭირდებათ, რაც ელექტრონული რეგისტრაციისას. ეს მონაცემებია:
იმ ადამიანებს, რომლებსაც ანგარიშზე სესხი უფიქსირდებათ, ბავშვებისთვის განკუთვნილი 200 ლარიანი დახმარების ჩარიცხვის შემთხვევაში, თანხა არ ჩამოეჭრებათ.
შეგახსენებთ, რომ რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულ პორტალზე დახმარება.მოჰ.გოვ.გე
მკითხველის კომენტარები
(0)