საზოგადოება
13.11.2020 / 13:11
შრიფტის ზომა:

ამირან გამყრელიძე - კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანის ცხედრის სახლში დასვენება უსაფრთხოა და ყველა რიტუალის დაცვით შეიძლება ეს გაკეთდეს

ამირან გამყრელიძე - კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანის ცხედრის სახლში დასვენება უსაფრთხოა და ყველა რიტუალის დაცვით შეიძლება ეს გაკეთდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი დაავადების გავრცელების თვალსაზრისით არავითარ რისკს არ წარმოადგენს. ამის შესახებ გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რამდენად უსაფრთხოა კორონავირუსით გარდაცვლილის სახლში დასვენება და პანაშვილის გადახდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ამ შემთხვევაში რისკის შემცველი დიდი რაოდენობით ადამიანების თავშეყრაა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანის ცხედარის სახლში დასვენება ნამდვილად უსაფრთხოა და ყველა რიტუალის დაცვით შეიძლება ეს ყველაფერი გაკეთდეს, სასურველია, რომ ეს მოხდეს 72 საათის განმავლობაში. ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორი არის დიდი თავშეყრები, იქნება ეს თავშეყრა სასიხარულო თუ დაკავშირებული გარდაცვალებასთან და ჩვენს შესაბამის რიტუალებთან, რაც გვაქვს ტრადიციულად. ამიტომ, ჩვენ ყოველმხრივ თავი უნდა შევიკავოთ დიდი თავშეყრებისგან,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

"ეს პირველი სეზონი იქნება, როცა გრიპი და კორონავირუსული ინფექცია ერთად იქნება. ეს ძალიან საფრთხილოა"- ამირან გამყრელიძე | Allnews.Ge

"ეს პირველი სეზონი იქნება, როცა გრიპი და კორონავირუსული ინფექცია ერთად იქნება. ეს ძალიან საფრთხილოა"- ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეს შემოდგომა პირველი სეზონი იქნება, როცა გრიპი და კორონავირუსული ინფექცია ერთად იქნება.

როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, აღნიშნული ფაქტი ძალიან საფრთხილოა, ვინაიდან სეზონურ გრიპსა და კორონავირუსს ურთიერთდამძიმების პოტენციალი აქვთ.

"მოგეხსენებათ, როგორც წესი, შემოდგომაზე იწყება გრიპის სეზონიც. ჩვეულებრივად, ევროპაში ეს არის მე-40 კვირიდან, მაგრამ საქართველოში უფრო ხშირად ეს არის ოქტომბრის ბოლო კვირა, ან ნოემბრის შუა რიცხვები, უფრო მეტად, ეს არის ნოემრბის ბოლო. გრიპის კლინიკური სურათი და კოვიდის კლინიკური სურათი, თითქმის იდენტურია, კლინიკური გარჩევა რთულია, გარჩევა ძირითადად ლაბორატორიულად ხდება. გრიპის დროს, ცხვირ-ხახაში გრიპის ვირუსს აღმოაჩენთ, კოვიდინფექციის დროს აღმოჩნდება კორონავირისი. ამიტომ, ამას მსოფლიო მთლიანად ყურადღებით ეკიდება, ეს პირველი სეზონი იქნება, როცა გრიპი და კორონავირუსული ინფექცია ერთად იქნება, ანუ თანაარსებობა იქნება. ერთი მხრივ, ეს ძალიან საფრთხილოა, რადგან ურთიერთდამძიმების პოტენციალი შეიძლება ჰქონდეთ. ამიტომ, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ჩვენთან გრიპზე რისკჯგუფების აცრა დაიწყება და რისკჯგუფები აუცილებლად უნდა აიცრან. სახელმწიფოს 135 000 დოზა აქვს ამ რისჯგუფებისთვის ნაყიდი, ასევე კერძო სექტორს აქვს შესაბამისი შეკვეთები და წელს გრიპის აცრა უფრო გაფართოვდება. შარშან, თუ სახელმწიფომ 100 000 ადამიანი ავცერით, წელს 135 000 იქნება აცრილი და ვცდილობთ, კიდევ დამატებითი დოზები იქნეს შეძენილი", - განაცხადა გამყრელიძემ.