საზოგადოება
30.08.2017 / 06:08
შრიფტის ზომა:

ისლანდიის საიმიგრაციო სამსახურმა საქართველოს მოქალაქეებისთვის განახლებული ინფორმაცია გამოაქვეყნა

ისლანდიის საიმიგრაციო სამსახურმა საქართველოს მოქალაქეებისთვის განახლებული ინფორმაცია გამოაქვეყნა

ისლანდიაში თავშესაფრის მოთხოვნაზე უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ ქართველ აპლიკანტებს ქვეყანას დაატოვებინებენ და მათ 2 წლის განმავლობაში შენგენის ზონაში შესვლა აეკრძალებათ, - ამის შესახებ ისლანდიის საიმიგრაციო სამსახურის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის განახლებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელსაც ისლანდიის რესპუბლიკასა და დანიის სამეფოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი გიგი გიგიაძე ავრცელებს.

როგორც ელჩმა აღნიშნა, საიმიგრაციო სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში დეტალური განმარტებებია მათთვის, ვინც უკვე მიმართა ან მომავალში აპირებს მიმართოს ისლანდიას თავშესაფრის მისაღებად.

"ვინაიდან საქართველო უსაფრთხო ქვეყნების დირექტორატის საემიგრაციო სიაშია, საიმიგრაციო დირექტორატის აზრით, ვითარება ზოგადად უსაფრთხოა და ხელისუფლებას შეუძლია შესთავაზოს მოქალაქეებს საკმარისი დაცვა. საქართველოს მოქალაქეებს, შესაბამისად არ სჭირდებათ საერთაშორისო მფარველობა(დაცვა).

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ისლანდია აღარ დააკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეების განაცხადს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ

საიმიგრაციო სამსახურში შესული განაცხადები განიხილება პრიორიტეტული პროცედურებით და უარყოფილი იქნება რამდენიმე დღეში.

უარყოფილ აპლიკანტებს ქვეყანას დაატოვებინებენ და მათ 2 წლის განმავლობაში აეკრძალებათ შენგენის ზონაში შესვლა. აპლიკანტები პოლიციის მიერ რეგისტრირებულნი არიან, დაკითხული საიმიგრაციო დირექტორატის მიერ და მიიღებენ ისლანდიის წითელი ჯვრის კანონიერ დახმარებას.

19 ივლისს გამოქვეყნდა ისლანდიის საიმიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილება საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის შესახებ. გამომდინარე აქედან, ისლანდია აღარ დააკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეების განაცხადს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ და ძალიან შემჭიდროვებულ ვადებში მათ სამშობლოში დააბრუნებს", - განაცხადა გიგი გიგიაძემ.

მკითხველის კომენტარები
(1)

მოდელური ბიზნესი
03 სექტემბერი , 2018 09:09

რას ერჩიან ამ გოგოს? ხელიდან წასული რომ არ არის?

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ფონდი „ქართუს“ დახმარებით იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკი აშენდება- კახა კალაძე | Allnews.Ge

ფონდი „ქართუს“ დახმარებით იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკი აშენდება- კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტს დღეს უსასყიდლოდ გადაეცა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, სადაც თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება.

როგორც კალაძემ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პარკის პროექტზე ჰოლანდიური კოპანია მუშაობს და მშენებლობა რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება. დედაქალაქის მერის განმარტებით, პროექტის განხორციელებას დაახლოებით 3 წელი დასჭირდება.

"დღეს ჩვენი დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან ბიძინა ივანიშვილი და ფონდი "ქართუ" მუნიციპალიტეტს სრულიად უსასყიდლოდ ქალაქის ცენტრში გადასცემს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას, სადაც ასევე "ქართუს" დახმარებით გაშენდება თბილისის ცენტრალური პარკი, რომელიც რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება. პროექტს რაც შეეხება, მუშაობს ჰოლანდიური კომპანია. თითქმის დასრულებულია, მიმდინარეობს სამუშაოების ბოლო ეტაპი, ხვალ გვექნება სრული პრეზენტაცია ამ პროექტთან დაკავშირებით და მომდევნო დღეებში მოგაწვდით ინფორმაციას ზუსტ თარიღთან დაკავშირებით, როდის დაიწყება მშენებლობა.

დღევანდელი დღე თითოეული თბილისელისთვის, იმ ადამიანისთვის, რომელმაც იცის, იპოდრომის ტერიტორიასთან დაკავშირებული ისტორია და პირადად ჩემთვის ნამდვილად განსაკუთრებულია. იპოდრომის ტერიტორიის გადარჩენაში ფასდაუდებელია ფონდ "ქართუსა" და პირადად ბიძინა ივანიშვილის წვლილი, რომელმაც აღნიშნული სივრცე გამოისყიდა, დღეს კი სრულიად უსასყიდლოდ, ქართველ ხალხს, თბილისსა და თბილისელებს გადასცემს. ამ მართლაც საშვილიშვილო საქმისა და მომავალი თაობების წინაშე გაწეული ღვაწლისთვის მსურს პირადად მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს ამ მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის, სადაც გაკეთდება ცენტრალური პარკი.

კიდევ ერთხელ მინდა ვახარო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ამ ტერიტორიაზე გაშენდება თანამედროვე უნიკალური პარკი, რომელიც აუცილებლად იქცევა თბილისელების უსაყვარლეს ადგილად. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქალაქისთვის, რომლითაც ყველა, აქ მცხოვრები ადამიანი და ჩამოსული სტუმარი იამაყებს",- განაცხადა კალაძემ.