
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი დაავადების გავრცელების თვალსაზრისით არავითარ რისკს არ წარმოადგენს. ამის შესახებ გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რამდენად უსაფრთხოა კორონავირუსით გარდაცვლილის სახლში დასვენება და პანაშვილის გადახდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ამ შემთხვევაში რისკის შემცველი დიდი რაოდენობით ადამიანების თავშეყრაა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანის ცხედარის სახლში დასვენება ნამდვილად უსაფრთხოა და ყველა რიტუალის დაცვით შეიძლება ეს ყველაფერი გაკეთდეს, სასურველია, რომ ეს მოხდეს 72 საათის განმავლობაში. ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორი არის დიდი თავშეყრები, იქნება ეს თავშეყრა სასიხარულო თუ დაკავშირებული გარდაცვალებასთან და ჩვენს შესაბამის რიტუალებთან, რაც გვაქვს ტრადიციულად. ამიტომ, ჩვენ ყოველმხრივ თავი უნდა შევიკავოთ დიდი თავშეყრებისგან,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მედიკამენტი "რემდესივირი" ქვეყანაში შემოვა მხოლოდ კვლევის ფარგლებში და არ იქნება გაყიდვაში, ამის ილუზიას ნუ შევქმნით. ის არსად იყიდება და არც შეიძლება გაიყიდოს, იმიტომ, რომ მკაცრად ინიშნება მხოლოდ ექიმის მიერ, მხოლოდ სპეციალურ ჩვენებისას - მძიმე და კრიტიკულ ავადმყოფებში,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს პრეპარატთან მიმართებით მოლაპარაკებები აქვს და საუბარი იყო, რომ ოქტომბრის ბოლოს ის საქართველოში უნდა იყოს.
"ბევრი კვლევა არსებობს "რემდესივირთან" დაკავშირებით, ისევე, როგორც სხვა მედიკამენტებთან მიმართებით. ჯერჯერობით დიდმა რანდომიზირებულმა ზოგიერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ მას აქვს გარკვეული პოზიტიური ეფექტი მძიმე ავადმყოფებში. ასევე, გუშინ, გუშინწინ გამოქვეყნდა კოხრეინის ბიბლიოთეკის დიდი კვლევა. ეს არის ბრიტანულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ყველაზე დიდი ნაკრები ინფორმაციისა, რომელმაც თქვა, რომ ჯერჯერობით ამ ეტაპზე "რემდესივირთან" დაკავშირებით გადამწყვეტი დასკვნა,საკმარისი მასალა ჯერ კიდევ არ არსებობს", - განაცხადა გამყრელიძემ.
მკითხველის კომენტარები
(0)