
დედოფლისწყაროში ახალშობილი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, აღნიშნული შეტყობინება სამართალდამცველ უწყებაში ხუთშაბათს, გვიან შევიდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
დღეს, 21 ოქტომბერს, "ევროპული საქართველოს" ორგანიზებით თბილისსა და რეგიონებში ავტომობილებით აქცია - "დაუპიპინე ბიძინას" გაიმართება.
აქცია 10:00 საათზე, თბილისში საკრებულოს შენობასთან დაიწყება, რის შემდეგაც აქციის მონაწილეები "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან გადაინაცვლებენ.
პრესსამსახურის ინფორმაციით, 14:30 საათიდან, აღმოსავლეთ საქართველოს "ევროპული საქართველოს" კოლონა, თბილისში ბიძინა ივანიშვილს ბიზნესს ცენტრთან "დაუპიპინებენ", 17:00 საათზე, კი ბიზნეს ცენტრთან დასავლეთ საქართველოს ევროპული საქართველოს კოლონა მივა.
დედაქალაქში შემაჯამებელი აქცია 20:00 საათზე ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან ჩატარდება.
დაგეგმილია მსგავსი ტიპის აქციები ბათუმში, შეკვეთილში, ფოთში, ქუთაისში, ზუგდიდსა და გურჯაანშიც, რის შემდეგაც ავტომობილების კოლონები თბილისისკენ გამოემართებიან.
მკითხველის კომენტარები
(0)