საზოგადოება
13.11.2020 / 13:11
შრიფტის ზომა:

ამირან გამყრელიძე - კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანის ცხედრის სახლში დასვენება უსაფრთხოა და ყველა რიტუალის დაცვით შეიძლება ეს გაკეთდეს

ამირან გამყრელიძე - კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანის ცხედრის სახლში დასვენება უსაფრთხოა და ყველა რიტუალის დაცვით შეიძლება ეს გაკეთდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი დაავადების გავრცელების თვალსაზრისით არავითარ რისკს არ წარმოადგენს. ამის შესახებ გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რამდენად უსაფრთხოა კორონავირუსით გარდაცვლილის სახლში დასვენება და პანაშვილის გადახდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ამ შემთხვევაში რისკის შემცველი დიდი რაოდენობით ადამიანების თავშეყრაა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანის ცხედარის სახლში დასვენება ნამდვილად უსაფრთხოა და ყველა რიტუალის დაცვით შეიძლება ეს ყველაფერი გაკეთდეს, სასურველია, რომ ეს მოხდეს 72 საათის განმავლობაში. ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორი არის დიდი თავშეყრები, იქნება ეს თავშეყრა სასიხარულო თუ დაკავშირებული გარდაცვალებასთან და ჩვენს შესაბამის რიტუალებთან, რაც გვაქვს ტრადიციულად. ამიტომ, ჩვენ ყოველმხრივ თავი უნდა შევიკავოთ დიდი თავშეყრებისგან,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ამირან გამყრელიძის განცხადებით, არსებული პროგნოზით, ვირუსის გავრცელების პიკი ნოემბრის შუა რიცხვებში დადგება და დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 4-5 ათას მიაღწიოს | Allnews.Ge

ამირან გამყრელიძის განცხადებით, არსებული პროგნოზით, ვირუსის გავრცელების პიკი ნოემბრის შუა რიცხვებში დადგება და დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 4-5 ათას მიაღწიოს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ნოემბრის პროგნოზი ახლიდან გაკეთდება.

მისივე ინფორმაციით, აქამდე გაკეთებული პროგნოზის თანახმად, ვირუსის გავრცელების პიკი ნოემბრის შუა რიცხვებში დადგება და ამ პიკის დროს დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა 4-5 ათას შემთხვევას მიაღწიოს.

"პროგნოზირება ძალიან უმადური რამ არის. არ არსებობს არც ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს ვითარებას. ჩვენ, ჩვენს მოდელირებაში ვიყენებთ სამ ძირითად ინსტრუმენტს. ეს არის გარკვეული მათემატიკური მოდელირების ინსტრუმენტები, სადაც შეგვყავს ბევრი სხვადასხვა ციფრი, მოცემულობები და ამის მიხედვით ეს ინსტრუმენტები ითვლიან, როგორი შეიძლება იყოს გავრცელება. ზუსტად არ გიჩვენებს, მაგრამ ტენდენციებს გიჩვენებს. როცა სექტემბრის ბოლოსთვის თავიდან დავიწყეთ ამ ინსტრუმენტებით მუშაობა, სამივე ინსტრუმენტი გვეუბნებოდა, რომ ზრდა გექნებოდა. გარკვეულად მივყვებით ამ პროგნოზსს, მაგრამ ცოტა მეტი შემთხვევა გვაქვს, გეტყვით პირდაპირ და ამიტომ, ახლა კიდევ ხელმეორედ უნდა დავთვალოთ ნოემბრის პროგნოზები. მაშინ ასეთი ტენდენცია იყო, რომ ნოემბრის შუა რიცხვებში უნდა შევდიოდეთ პიკში, პიკის დროს იქნება 3-4 ან თუნდაც 5 ათასი, მაგრამ არ გვინდა, რომ გვქონდეს 3 და 4 ათასი", - განაცხადა გამყრელიძემ.