
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ჯახუა, რომლის სახლიდან სამართალდამცავებმა კანაფი ამოიღეს, სასულიერო პირი არ არის.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოში განაცხადეს, გიორგი ჯახუა არა მღვდელმსახური, არამედ ერისკაცია.
უწყების ცნობით, გიორგი ჯახუას საცხოვრებელი სახლიდან კანაფის ამოღების ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
სამართალდამცავებმა სასულიერო პირის სახლიდან მარიხუანა და იარაღი ამოიღეს
მათივე ცნობით, აღნიშნულ პიროვნებას მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
ამასთან, შსს იარაღის ამოღების ფაქტს არ ადასტურებს.
თავად გიორგი ჯახუას მტკიცებით, ის მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს დედათა მონასტრის დიაკონია. როგორც მან დღეს, "გირჩის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 17 იანვარს, სამართალდამცავებმა ქუთაისში მისი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს და იარაღი და მარიხუანა ამოიღეს, რასაც დაავადების სამკურნალოდ იყენებდა.
"C ჰეპატიტი, B კატეგორიის დიაბეტი, ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე და ქოლეცისტიტი მაქვს, ამიტომ ვიყენებ კანაფს. წამალს საერთოდ არ ვხმარობ", – განაცხადა ჟურნალისტებთან გიორგი ჯახუამ.
მან სამართალდამცავები უფლებამოსილების გადამეტებაშიც დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ "პოლიციელებმა კანაფის წინ დააყენეს, და "სელფის" გადაღება" აიძულეს.
რაც შეეხება იარაღს, გიორგი ჯახუას თქმით, ის ანტიკვარული იყო. "ანტიკვარი იარაღი მქონდა. ჩემი ბავშვები თამაშობდნენ. პოლიციელებმა კი ჯიბეში ჩაიდეს და წაიღეს", – აღნიშნა მან.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პრეპარატი "რემდესივირი" საქართველოში ორ კვირაში შემოვა. ამის შესახებ გამყრელიძემ ბრფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როდის იქნება "რემდესივირი" ქვეყანაში და რა რაოდენობის პაციენტების სამკურნალოდ იქნება საკმარისი. მისი თქმით, ეს წამალი აფთიაქებში არ გაიყიდება და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, ჰოსპიტალური მკურნალობის შემთხვევაში გამოიყენება.
"რემდესივირის" მწარმოებელ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია და ეს წამალი საქართველოში ორ კვირაში იქნება. მაგრამ ეს წამალი არის შესაბამისი ჩვენებით, აფთიაქში არ გაიყიდება. ესაა წამალი, რომელიც მხოლოდ ჰოსპიტალურ პირობებში უნდა იყოს გამოყენებული ექიმის დანიშნულებით მათთვის, ვისაც ეს სჭირდება. ძირითადად სჭირდება მძიმე პაციენტებს",- განაცხადა გამყრელიძემ.
მკითხველის კომენტარები
(1)
მათ იციან რომ ზედმეტი დემოკრატია გუპავს ქვეყანას