
როდესაც "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაუქმებაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია შეიქმნას ალტერნატიული მოდელი, რომელიც დედაქალაქში რეალურად მოაწესრიგებს როგორც პარკინგისა და საცობების, ისე ეკოლოგიურ პრობლემას, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ მალაღურაძემ ოპოზიციის მიერ კომპანია "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაუქმების შესახებ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან აცნობეს, საკრებულოს წევრმა ოპონენტ კოლეგებს აღნიშნული კომპანიის გაუქმების შემთხვევაში ალტერნატიული პროექტის წარმოდგენა მოსთხოვა. იმ შემთხვევაში კი, თუ მათი პროექტი "სითი პარკის" მოდელის მსგავსი იქნება, იგი ამ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერს.
ნუგზარ მალაღურაძის მოსაზრებით, საჭიროა, შეიქმნას პარკირების მოდელი, რომელიც "სითი პარკის" არარსებობის შემთხვევაში, დედაქალაქში ამ კუთხით განვითარებულ პრობლემებს მოაგვარებს. მანვე აღნიშნულ კომპანიასთან წინა ხელისუფლების დროს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი გაუქმება ხელისუფლებას 25 მილიონი ლარი უჯდება.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"სითი პარკის" გადასახადის გადახდა მძღოლებს 2024 წლის ბოლომდე მოუწევთ
"მაშინ, როდესაც "სიტი პარკთან" ხელშეკრულების გაუქმებაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია, შეიქმნას ალტერნატიული მოდელი, რომელიც დედაქალაქში რეალურად მოაწესრიგებს როგორც პარკინგისა და საცობების, ასევე ეკოლოგიურ პრობლემას. პირველ რიგში, აუცილებელია მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება, რომლის პროცესიც უკვე დაწყებულია და ოთხწლიან სტრატეგიას მოიცავს.
ხელისუფლების და მათ შორის მუნიციპალიტეტის ამოცანაა, მოქალაქე A წერტილიდან B წერტილში სწრაფად და კომფორტულად გადაადგილდეს. რაც შეეხება პარკინგის თემას, მიმაჩნია, რომ ევროპული დიდი ქალაქების მსგავსად აუცილებელია, დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში პარკირებაზე საათობრივი გადასახადი დაწესდეს, რაც ბიუჯეტშიც აისახება. იმისათვის კი, რომ მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნას, მათთვის ხელისუფლების მხრიდან ალტერნატივის შეთავაზება უნდა მოხდეს, რომლის თანახმად, მძღოლებს პარკირების ვადისა და გადახდის ფორმის არჩევის საშუალება მიეცემათ",-აღნიშნა ნუგზარ მალაღურაძემ და დასძინა, რომ ასეთი პრაქტიკა ევროპის ყველა დიდ ქალაქშია მიღებული.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მოლეკულური ვირუსოლოგიის ინსტიტუტმა, ულმას უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრმა, დრეზდენის ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და CogniVerde GmbH აჩვენეს, რომ მწვანე ჩაის, შტოშის, ბროწეულის და სხვა ხილის წვენებს შეუძლიათ SARS-CoV-2 ვირუსის განადგურება.
უჯრედულ კულტურაზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა გამოავლინეს აღნიშნული სასმელების ანტივირუსული თვისებები (ხელს უშლიდნენ ვირუსის გავრცელებას). კვლევისთვის მეცნიერები ვირუსებს, მათ შორის A გრიპის, მე-5 ტიპის ადენოვირუსსა და SARS-CoV-2 ამუშავებდნენ სხვადასხვა მცენარეული ნივთიერებებით. ახდენდნენ მათ ინკუბაციას ოთახის ტემპერატურაზე და საზღვრავდნენ ინფექციურობას. აღმოჩნდა, რომ ცირცელის წვენი თითქმის 3000-ჯერ აქვეითებდა ვირუსის ინფექციურობას, ბროწეულის წვენი, მწვანე ჩაი და ანწლის წვენი ინფექციურობას 10-ჯერ ამცირებდა. მეცნიერებმა ასევე გამოსცადეს ღორის გრიპის ვირუსის ურთიერთქმედება მცენარეულ ნივთიერებებთან. მათ აღმოაჩინეს, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი წვენები, 5 წუთის განმავლობაში ვირუსების 99%-ის ინაქტივაციას ახდენდნენ.
ცირცელის წვენი SARS-CoV-2-ის ვირუსების 97%-ის ინაქტივაციას ახდენდა 5 წუთის განმავლობაში, ხოლო ბროწეულის წვენი და მწვანე ჩაი ვირუსების 80%. ანწლის წვენი არ მოქმედებდა SARS-CoV-2-ზე. კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ პირის ღრუში ჩაის ან წვენების გამოვლება შეიძლება მარტივი და ეფექტური სტრატეგია აღმოჩნდეს კორონავირუსით ინფიცირების თავიდან ასაცილებალდ.
მკითხველის კომენტარები
(0)