19 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

რა გავლენა იქონია კოვიდმა ქალთა უფლებებზე?- პანდემიამ გენდერული თანასწორობის კუთხით მიღწეული შედეგები, შესაძლოა, 25 წლით უკან დააბრუნოს | Allnews.Ge

რა გავლენა იქონია კოვიდმა ქალთა უფლებებზე?- პანდემიამ გენდერული თანასწორობის კუთხით მიღწეული შედეგები, შესაძლოა, 25 წლით უკან დააბრუნოს

გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიამ გენდერულ თანასწორობას მნიშვნელობანი ზარალი მიაყენა და შესაძლოა, 25 წლის განმავლობაშ მიღწეული პროგრესი უკან დააბრუნოს.

გაეროს ქალთა ორგანზიაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ანიტა ბატია აცხადებს, რომ პანდემიამდე მსოფლიოში ქალების მიერ არაანაზღაურებადი სამუშაო 16 მილიარდ საათს შეადგენდა, რაც ვირუსის გავრელების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა. მისი თქმით, დღესდღეობით ქალების მიერ შესრულებული არაანაზღაურებადი სამუშაო მამაკაცებისას სულ მცირე 3-ჯერ აღემატება.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინფორმაციით, მიმდინარე წელს მსოფლიოს მასშტაბით სამსახურის გარეშე  გაცილებით უფრო მეტი ქალი დარჩა, ვიდრე მამაკაცი.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ღარიბ ქვეყნებში 2020 წელს იმ გოგონათა რიცხვი, რომლებსაც განათლების მიღებაზე ხელი არ მიუწვდებათ რამდენიმე მილიონით გაიზარდა, რაც ადრეულ ქორწინებათა რიცხვს მნიშვნელოვნად გაზრდის.