საზოგადოება
29.08.2017 / 06:08
შრიფტის ზომა:

რამდენი ადამიანი გადავიდა სამეფო და თავადთა გვარებზე საქართველოში

რამდენი ადამიანი გადავიდა სამეფო და თავადთა გვარებზე საქართველოში

ბაგრატიონი, ერისთავი, თარხან-მოურავი, წერეთელი, ერისთავი - ეს სამეფო და თავადის გვარები საქართველოში დღემდე პრესტიჟად და საამაყოდ მიიჩნევა. შესაბამისად არცთუ ისე იშვიათია ამ და სხვა თავადის გვარებზე გადასვლის შემთხვევებიც.

Allnews.ge-ს საქართველოს სერვისების განვითარების სააგენტომ 2016-2017 წელს შეცვლილი გვარების სია მიაწოდა, რომელშიც მოცემულია თუ რამდენი მოქალაქე გადავიდა სამეფო და თავადის გვარებზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული გვარების ნაწილის შეცვლა შესაძლოა, ქორწინების შედეგად მოხდა.

ყველაზე იშვიათი სახელები საქართველოში, რაც ახალშობილებს 2017 წელს დაარქვეს

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ბოლო ორი წლის განმავლობაში ბაგრატიონი სულ ორი პირი გახდა, ამ გვარზე ერთი ადამიანი ცირავადან, ხოლო მეორე დავითაშვილიდან გადავიდა.

რაც შეეხება თავადთა გვარებს, თარხან-მოურავი თარხნიშვილისა და თარხან-მოურავოვის ნაცვლად სულ ორმა მოქალაქემ მიიღო.

წერეთლები საქართველოში ცნობილი თავადები იყვნენ, რომლებიც გამორჩეული პატივითა და სახელით სარგებლობდნენ. გვარი ახლაც პოპულარულია. ბოლო ორი წლის განმავლობაში წერეთელი ხუთი მოქალაქე გახდა. ჭავჭავაძის გვარი კი 2016-2017 წლებში ორმა მოქალაქემ მიიღო.

თავადების წოდება ჰქონდათ მინიჭებული ჯავახიშვილებსაც. მასზე თავადის გვარებს შორის ყველაზე მეტი - 20 მოქალაქე გადავიდა.

ერისთავი, რომელიც ძველქართულად ჯარის უფროსს ნიშნავს, ასევე თავადის წოდების მატარებელი იყო. გვარზე ბოლო ორი წლის განმავლობაში სულ ოთხი მოქალაქე გადავიდა.

საქართველოში ყველაზე გავრცელებული სახელები და გვარები

11 მოქალაქე ბოლო ორი წლის განმავლობაში აბაშიძე გახდა. გვარზე გადასვლა ძირითადად, აჭარის რეგიონში ხდებოდა. აჭარის რეგიონში თავადებად აბაშიძეების გარდა, ხიმშიაშვილებიც მიიჩნეოდნენ. აღნიშნული გვარი 4-მა მოქალაქემ მიიღო.

არანაკლები პოპულარობით სარგებლობს ჩხეიძეც, რადგან აღნიშნულ გვარზე 2016-2017 წლებში 12 მოქალაქე გადავიდა.

თავადები იყვნენ მელიქიშვილებიც, გვარზე კი ბოლო ორი წლის განმავლობაში 8 მოქალაქე გადავიდა.

იშვიათი სახელები და გვარები საქართველოში

ჯაფარიძე, სხვა გვარების მსგავსად მონარქიული წყობის პერიოდში საკმაოდ წარჩინებული იყო. გავრცელებული ინფორმაციით, "ჯაფარა" ძველქართული სიტყვაა და ჩხიკვს ნიშნავს. გვარს ვრცელი ისტორია აქვს, რომელიც ჩვენი ქვეყნის საზღვრებსაც სცდება. გვარზე ბოლო ორი წლის განმავლობაში სულ 5 მოქალაქე გადავიდა.

წარჩინებულ გვარად მიიჩნეოდა ჩერქეზიშვილიც, რომელზეც ასევე 5-მა მოქალაქემ მიიღო.

გარდა ამისა, თავადის ტიტულის მქონე კიდევ ერთ გვარზე, კერძოდ, ბარათაშვილზე 3 მოქალაქე, საგინაშვილზე ორი, გურამიშვილზე, ამირეჯიბზე, ხიდირბეგაშვილზე, მაჩაბელსა და ფალავანდიშვილზე თითო-თითო მოქალაქე გადავიდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში გვარების შეცვლა რთული და ხანგრძლივი პროცესი არ არის. თუმცა, სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, მოქმედებს გარკვეული წესები, რომლის მიხედვითაც, თუ რომელიმე კონკრეტული გვარის მიღება გსურთ, აუცილებელია ამ გვარის მქონე პირდაპირი ნათესავი გყავდეთ, კერძოდ, მეუღლე, მშობელი ან ბებია-ბაბუა.

 

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

იცით, როგორ ამზადებენ ცნობილ "სწრაფ" სუპებს - საშიშია თუ არა ისინი ჯანმრთელობისთვის? | Allnews.Ge

იცით, როგორ ამზადებენ ცნობილ "სწრაფ" სუპებს - საშიშია თუ არა ისინი ჯანმრთელობისთვის?

სწრაფი მომზადების ვერმიშელიანი სუპი ყველაზე პოპულარული კერძია მთელ მსოფლიოში. დღეს მის პლიუსებსა და მინუსებზე მოგიყვებით და თავად გადაწყვიტეთ, შეჭამთ თუ არა მას მომავალშიც...

პლიუსი:

სწრაფი მომზადება, იაფი, ადვილი შენახვა, ადვილი ტრანსპორტირება.

მინუსი:

ცხიმებისა და ზეთების ჭარბი რაოდენობა, ტრანსცხიმების დიდი რაოდენობა, რაც ათეროსკლეროზსა და კიბოს იწვევს. ნატრიუმის გლუტეინი, რომელსაც გემოსთვის უმატებენ, იწვევს ასთმას, წნევის აწევას, ორგანიზმში სითხის შეკავებას.

რისგან ამზადებენ ლაფშას?

სწრაფი მომზადების ვერმიშელი - ეს არის ცხიმში მობრაწული მშრალი ლაფშა

მეთექვსმეტე საუკუნეში ჩინეთში მას ცომისგან ჭრიდნენ და ახმობდნენ. ჭამის წინ ასხამდნენ ბულიონს.

1958 წელს ანდო მომოფუკიმ გამოუშვა "ლაფშა ქათმის გემოთი". მას მოჰყვებოდა სანელებლის პაკეტიც.

1972 წელს ანდო მომოფუკიმ გამოუშვა "ლაფშა ჭიქაში". მასში დამატებული იყო გამომშრალი ბოსტნეული, ხორცისა და კრევეტების ნაჭრები.

თანამედროვე ლაფშა

ხორბლის ფქვილის ან კვერცხის ფხვნილის მასას ემატება მარილი, ნატრიუმის გლუტამატი, სოიის სოუსი, ხორცის გემოს იმიტატორი.

mshoblebi

მშრალ ლაშაში უმატებენ:

E-621 (გემოს გამაძლიერებელი), E-627 (არმატისა გემოს გამაძლიერებელი), E-631 (გემოს გამაძლიერებელი), ტრანსცხიმები, კონსერვანტები.

წარმოების პროცესი

1. ცომს ათხელებენ;

2. აძლევენ წვრილი მაკარონის ფორმას.

3. ამუშავენ ორთქლით;

4. აცივებენ 28 გრადუსზე;

5. აშრობენ;

6. წვავენ პალმის ზეთში 140-150 გრადუსზე;

7. აფასოებენ.

12-1661762710.jpg

რატომ არის საშიში სწრაფი მომზადების ლაფშის ჭამა?

  • გლიკემიური ინდექსი იწვევს შიმშილის გრძნობას 1 - 1,5 საათის შემდეგ.
  • დანამატები აძლიერებენ მადას, იწვევს გასუქებას.
  • ტრანსციმები იწვევენ ათეროსკლეროზს.
  • პალმის ცხიმი ამაღლებს ქოლესტერინის დონეს, რაც ინფარქტისა და ინსულტის მიზეზი ხდება.
  • ლაფში შემავალი მარილი ამაღლებს წნევას, ორგანიზმში აკავებს სითხეს.
  • ნატრიუმის გლუტამატი იწვევს ალერგიულ რეაქციას.
  • ხელოვნური დანამატები არტერიული წნევისა და კიბოს მიზეზია.
  • თუ ლაფშა 4 წუთში არ მომზადდა, საშიშია, ე.ი. დარღვეულია მომზადების ტექნოლოგია.
  • სწრაფი მომზადების ლაფშის კალორიულობაა 423 კკალ.