მსოფლიო
16.11.2020 / 06:11
შრიფტის ზომა:

ემანუელ მაკრონი- ევროპას საკუთარი დამოუკიდებელი და სუვერენული თავდაცვის სტრატეგია სჭირდება

ემანუელ მაკრონი- ევროპას საკუთარი დამოუკიდებელი და სუვერენული თავდაცვის სტრატეგია სჭირდება

ევროპას საკუთარი დამოუკიდებელი და სუვერენული თავდაცვის სტრატეგია აშშ-ის ახალი მთავრობის პირობებშიც სჭირდება-ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას გერმანიის თავდაცვის მინისტრი ანეგრეტ კრამნ-კარენბაუერი გააკრიტიკა, რომლის თანახმადაც ევროპა ამერიკის სამხედრო თავდაცვაზე უნდა იყოს დამოკიდებული.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

„აშშ ჩვენ პატივს გვცემს, როგორც მოკავშირეებს და სერიოზულად მოეკიდება იმ აზრს, თუ სუვერენიტეტი გვექნება ჩვენ თავდაცვის საკითხებზე. ჩვენ უნდა განვაგრძოთ საკუთარი ავტონომიის ჩამოყალიბება, ისევე როგორც ამას აშშ და ჩინეთი აკეთებენ“- თქვა მაკრონმა.

 

მკითხველის კომენტარები
(1)

Nik
02 ივნისი , 2018 10:06

Nu elcheki gvinda )

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რამ შეიძლება გამოიწვიოს ღამით ფეხის გაკავება და როგორ მოვიქცეთ პრობლემის დროს | Allnews.Ge

რამ შეიძლება გამოიწვიოს ღამით ფეხის გაკავება და როგორ მოვიქცეთ პრობლემის დროს

ღამის კრუნჩხვა - ფეხის გაკავება უსიამოვნო, უეცრად აღმოცენებული მოვლენაა, რომელსაც თან ახლავს კანჭის კუნთების მიდამოს ძლიერი ტკივილი. კუნთის სპაზმის განვითარების მიზეზი მრავალია. ღამით ფეხის გაკავება შეიძლება იყოს ერთჯერადი ან ჰქონდეს ქრონიკული ხასიათი. პირველ შემთხვევაში კუნთის ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს ძილის დროს უხერხულმა პოზამ, გადაციებამ ან ძლიერმა დაღლილობამ. პერიოდული კრუნჩხვები ხშირად დაავადების დაწყებაზე მიუთითებს და საჭიროა დროულად ექიმთან ვიზიტი და ორგანიზმის გამოკვლევა.

კრუნჩხვის მიზეზი შეიძლება იყოს ფეხის დახურული ტრავმა, ვარიკოზი, ნევროლოგიური დაავადებები, ანთებითი პროცესები, ასევე იგი თან ახლავს შაქრიანი დიაბეტის საწყის სტადიას.   მიზეზის დასადგენად საჭიროა მიმართოთ ოჯახის ექიმს, ჩაიტაროთ გამოკვლევები და შეიძლება დაგჭირდეთ ფლებოლოგის, ნევროლოგისა და ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.

ღამით ფეხის გაკავება შეიძლება ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობამ გამოიწვიოს. დეფიციტი შეიძლება განვითარდეს ორსულობის, ხანგრძლივი სტრესის, ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის მიღების ან ცილოვანი დიეტის დროს. ამ შემთხვევაში ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს ვიტამინების კომპლექსი და მაგნიუმის შემცველი სპეციალური პრეპარატები.

ასევე საჭიროა რაციონის გამდიდრება ქონდრით, ოხრახუშით, კამით, რეჰანით. 100 გრამი მწვანილი შეიცავს დაახლოებით 700მგ მგნიუმს, რაც ორმაგ დღეღამურ დოზას წარმოადგენს. მაგნიუმით მდიდარია ავოკადო, ლობიო, ბარდა. 100გრამ შავ შოკოლადში 200მგ მაგნიუმია. მაგნიუმის ძირითადი დანიშნულებაა ორგანიზმს დაეხმაროს კალციუმის ათვისებაში, ამიტომ ამ უკმარისობის შევსება საჭიროა ერთდროულად კალციუმის პრეპარატების მიღებით. მაგნიუმი ასევე მოქმედებს ტვინის მუშაობაზე, აქვეითებს არტერიულ წნევას და ხელს უწყობს ნაღვლის ბუშტიდან კენჭების გამოყოფას.

როცა ფეხი გიკავდებათ რეკომენდებულია დადგეთ იმ ფეხის ქუსლზე, რომელშიდაც აღინიშნება ტკივილი. ხელებით დაიმასაჟეთ დაჭიმული კუნთი. თუ კრუნჩხვის გავლის შემდეგ კუნთში ტკივილი დარჩა, საჭიროა ელასტიური ბინტით ფეხის შეხვევა ტერფიდან მუხლამდე.

გარდა კვების რეჟიმისა, კალციუმისა და მაგნიუმის შემცველი პრეპარატების მიღებისა შესანიშნავია დილის ვარჯიში, კონტრასტული აბაზანები, მასაჟი, ძილის დროს შალის წინდების ჩაცმა. თუ თქვენი სამუშაო დღე დაკავშირებულია ფეხზე დგომასთან, ღამის კრუნჩხვა ვენების ვარიკოზული გაგანიერების დასაწყისის მომასწავლებელია. ფეხების მომატებული დაღლილობისას და ღამის კრუნჩხვისას, ყურადღება მიაქციეთ ფეხსაცმლის ხარისხს, ქალბატონებმა მაქსიმალურად უნდა შეზღუდონ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების ტარება.