
რომის პაპი ფრანცისკე "ინსტაგრამის“ ოფიციალური ანგარიშის გამო, უკვე მეორედ გაეხვა სკანდალში. საქმე ისაა, რომ პაპის ოფიციალურმა გვერდმა უკვე მეორედ მოიწონა სექსუალური მოდელის სანახევროდ შიშვლად გადაღებული ფოტო. აღნიშნულის დამადასტურებელი სქრინები კი სოციალურ ქსელ "ტვიტერში“ გავრცელდა.
"ტვიტერის“ მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ სქრინზე ჩანს, რომ პაპის ვერიფიცირებულმა გვერდმა "ინსტაგრამზე“ მოიწონა Only fans-ის მოდელის, მარგო ფოქსის ფოტო. ფოქსმა აღნიშნულის შემდეგ "ინსტაგრამის“ ანგარიში ჩაკეტა და მისი ფოტოები ყველასთვის ხელმისაწვდომი აღარ არის. აღნიშნულმა ამბავმა სოციალური ქსელების მომხმარებლები გაამხიარულა და არაერთი სახალისო კომენტარი დაიწერა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
აღსანიშნავია, რომ აქამდე, კონკრეტულად კი ნოემბერში, პაპის "ინსტაგრამის“ ანგარიშმა სხვა მოდელის სექსუალური ფოტო მოიწონა და სხვადასხვა გამოცემების მთავარ ახალ ამბად იქცა. მაშინ ფრანცისკეს "ინსტაგრამის" ანგარიშიდან ბრაზილიელი მოდელის, ნატალია გარიბატოს ბიკინიში გადაღებული ფოტო მოიწონეს. აღნიშნულ თემაზე ოფიციალურმა ვატიკანმა განცხადება გაავრცელა. "ჩვენ გამოვრიცხავთ წმინდა ეკლესიიდან კავშირს ასეთ ქმედებებზე და ვითხოვთ ინსტაგრამისგან განმარტებებს“, - ნათქვამი იყო განცხადებაში. პაპი ფრანცისკე სოციალურ მედიაში ძალიან პოპულარულია. მას "ინსტაგრამის" ოფიციალურ გვერდზე 7,5 მილიონი მიმდევარი ჰყავს. და აღსანიშნავია, რომ თავად არავის მიმდევარი არ არის.
"ტვიტერში“ პაპის ანგარიშს ჰყავს 18,8 მილიონი მიმდევარი. 2017 წელს ის მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ლიდერად დაასახელეს სოციალურ პლატფორმებზე.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
რომის პაპი ფრანცისკე "ინსტაგრამის“ ოფიციალური ანგარიშის გამო, უკვე მეორედ გაეხვა სკანდალში. საქმე ისაა, რომ პაპის ოფიციალურმა გვერდმა უკვე მეორედ მოიწონა სექსუალური მოდელის სანახევროდ შიშვლად გადაღებული ფოტო. აღნიშნულის დამადასტურებელი სქრინები კი სოციალურ ქსელ "ტვიტერში“ გავრცელდა.
"ტვიტერის“ მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ სქრინზე ჩანს, რომ პაპის ვერიფიცირებულმა გვერდმა "ინსტაგრამზე“ მოიწონა Only fans-ის მოდელის, მარგო ფოქსის ფოტო. ფოქსმა აღნიშნულის შემდეგ "ინსტაგრამის“ ანგარიში ჩაკეტა და მისი ფოტოები ყველასთვის ხელმისაწვდომი აღარ არის. აღნიშნულმა ამბავმა სოციალური ქსელების მომხმარებლები გაამხიარულა და არაერთი სახალისო კომენტარი დაიწერა.
აღსანიშნავია, რომ აქამდე, კონკრეტულად კი ნოემბერში, პაპის "ინსტაგრამის“ ანგარიშმა სხვა მოდელის სექსუალური ფოტო მოიწონა და სხვადასხვა გამოცემების მთავარ ახალ ამბად იქცა. მაშინ ფრანცისკეს "ინსტაგრამის" ანგარიშიდან ბრაზილიელი მოდელის, ნატალია გარიბატოს ბიკინიში გადაღებული ფოტო მოიწონეს. აღნიშნულ თემაზე ოფიციალურმა ვატიკანმა განცხადება გაავრცელა. "ჩვენ გამოვრიცხავთ წმინდა ეკლესიიდან კავშირს ასეთ ქმედებებზე და ვითხოვთ ინსტაგრამისგან განმარტებებს“, - ნათქვამი იყო განცხადებაში. პაპი ფრანცისკე სოციალურ მედიაში ძალიან პოპულარულია. მას "ინსტაგრამის" ოფიციალურ გვერდზე 7,5 მილიონი მიმდევარი ჰყავს. და აღსანიშნავია, რომ თავად არავის მიმდევარი არ არის.
"ტვიტერში“ პაპის ანგარიშს ჰყავს 18,8 მილიონი მიმდევარი. 2017 წელს ის მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ლიდერად დაასახელეს სოციალურ პლატფორმებზე.
მკითხველის კომენტარები
(0)