29 შაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ვის არ მოუწევს 1 წლის განმავლობაში დენის გაზდილი ტარიფის გადახდა | Allnews.Ge

ვის არ მოუწევს 1 წლის განმავლობაში დენის გაზდილი ტარიფის გადახდა

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მოსახლეობას ელექტროენერგიაზე ნაზარდი ტარიფი 2021 წლის განმავლობაში სრულად დაუსუბსიდირდება. ამის შესახებ, მან რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

კერძოდ, როგორც გახარიამ აღნიშნა, მოსალოდნელია, რომ დღეს ელექტროენერგიის და წყლის ტარიფი გაიზრდება, მაგრამ სხვაობას არსებულ და გაზრდილ ტარიფს, შორის მთავრობა სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის. შესაბამისად, 2021 წლის განმავლობაში მოსახლეობა არ იგრძნობს ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას.

„რას ნიშნავს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტები. საქართველოში სულ არის მილიონ 700 ათასი აბონენტი, აქედან, მილიონ 600 ათასი მოიხმარს 300 კილოვატზე ნაკლებს, რაც ნიშნავს, რომ 95% საქართველოს მოქალაქეებისთვის, ოჯახებისთვის სრულად იქნება ელექტროენერგიაზე ნაზარდი ფასი სუბსიდირებული. ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ მძიმე კრიზისულ წელს, 2021 წელს, ტარიფის ზრდა დამატებით გამოწვევად არ ექცეს მოსახლეობას. ამასთან, წყალმომარაგების ტარიფი, რომელიც ასევე გაიზრდება, აქაც სრულად დაასუბსიდირებს სახელმწიფო სოციალურად დაუცველებისთვის. დენის ტარიფი გაძვირდება არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ორგანიზაციებისთვისაც. ამის გამო მთავრობამ გადაწყვიტა, ყველა იმ კომპანიას, რომელიც არის პირველად დასაქმებაში, საკვები პროდუქტების წარმოების, ადგილობრივ წარმოებაზეა საუბარი, სრულად იქნება სუბსიდირებული ნაზარდი ტარიფი დღევანდელ და გაზრდილ ტარიფს შორის 50%-ით 2021 წლის განმავლობაში,“-განაცხადა გახარიამ.   „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, ინფორმაციას, „თელასისა“ და „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ მოქმედი ტარიფების თანახმად, თუ რა თანხის ელექტროენერგიის მოხმარების შემთხვევაში არ გაგიძვირდებათ ტარიფი 1 წლით.

„თელასის“ აბონენტებისთვის, მოქმედი ტარიფი 301 კვტ/სთ-ის ჩათვლით, შეადგენს, 15, 725 თეთრს; შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ აბონენტები, რომელბიც თვის განმავლობაში მაქსიმუმ 55,66 ლარამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, შეძლებენ ამ სუბსიდიით სარგებლობას. რაც შეეხება, რეგიონებში, „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ მოქმედ ტარიფებს, სუბსიდია შეეხება იმ აბონენტებს, რომლებიც თვიურად მაქსიმუმ 54, 63 ლარის ელექტროენერგიას მოიხმარენ.

განაგრძეთ კითხვა