
საქართველოში ყველაზე დაბალ ანაზღაურებას განათლების სფეროში იღებენ. სტატისტიკის ეროვნული სამსხურის 2018 წლის პირველი კვარტალის მონაცემების თანახმად, აღნიშნულ სფეროში დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 572,2 ლარია.
ყველაზე დაბალანაზღაურებადი სფეროების სიაში მოხვდა სოფლის მეურნეობაში, ნადირობასა და სატყეო მეურნეობაში დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ანაზღაურებაც, რაც 655,1 ლარს შეადგენს.
მომდევნო პოზიციას მომსახურების გაწევა იკავებს. ამ სფეროში დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასი 829,3 ლარი იყო, სასტუმროების და რესტორნების სფეროში დასაქმებულთა ანაზღაურება კი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 853,6 ლარია.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
რაც შეეხება გასულ წელს, ყველაზე დაბალ ანაზღაურებას ასევე განათლების სფეროში დასაქმებულები იღებდნენ, კერძოდ, 2017 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, განათლების სფეროში დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ანაზღაურება 563,9 ლარს შეადგენა.
სხვა სფეროებთან შედარებით, ასევე ყველაზე დაბალ ანაზღაურებას იღებდნენ სოფლისა და სატყეო მეურნეობასა და ნადირობის სფეროში დასაქმებულები, რომელთა საშუალო თვიურმა ნომინალურმა ანაზღაურებამ 2017 წლის პირველ კვარტალში 657,9 ლარი შეადგინა. მესამე პოზიციას 2017 წელს სასტუმროებისა და რესტორნებში დასაქმებულები იკავებდნენ, გასული წლის პირველ კვარტალში, მათი საშუალო თვიური ანაზღაურება 740,7 ლარს შეადგენდა.
მეოთხე პოზიცია კი 2017 წელს მომსახურების გაწევის სფერომ დაიკავა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ამ სფეროში დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ანაზღაურება 2017 წლის პირველ კვარტალში 781,9 ლარს შეადგენდა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინო ანანიაშვილი 2021 წლიდან რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს, ქართველი პრიმა ბალერინა კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. საზოგადოების დიდი ნაწილი მას გადაწყვეტილებას უწუნებდა.
თავად ნინო ანანიაშვილს აღნიშნულ საკითხზე დამატებით კომენტარი აღარ გაუკეთებია, თუმცა რამდენიმე დღის წინ, "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ თანამდებობის პარალელურად ქართული საბალეტო დასის ხელმძღვანელადაც დარჩება. ამბობს, რომ სხვა შემთხვევაში ამ შეთავაზებას არ დათანხმდებოდა.
აღმოჩნდა, რომ ნოვოსიბირსკის თეატრის ხელმძღვანელობამ ანანიაშვილის მხრიდან ინფორმაციის გაჟღერება დასის უპატივცემულობად მიიჩნია და გადაწყვიტა, რომ ქართველ პრიმა ბალერინასთან კონტრაქტი გაწყვიტეს.
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ქართველ პრიმა ბალერინაზე, მის მეუღლესა და შვილზე AMBEBI.GE უფრო მეტ დეტალს მოგაწვდით:
როგორც ცნობილია, ანანიაშვილს რამდენიმე წლიანი ქორწინება აკავშირებს გრიგოლ ვაშაძესთან, რომელიც ქართულ პოლიტიკას ცოტა ხნის წინ ჩამოშორდა. მან გადაწყვტია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტი დაეტოვებინა.
ვაშაძემ და ანანიაშვილმა ერთმანეთი მოსკოვში გაიცნეს. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ყოფილი დიპლომატი ამბობს, ის მეუღლის ყველა სპექტაკლს ესწრებოდა და ესწრება.
ერთხელ ნინოსით მოხიბლულ გრიგოლს ქალისათვის მიხაკების მთელი კალათა გუაგზავნია, თავისი სავიზიტო ბარათით. გრიგოლისთვის მადლობის გადახდა ნინოსთვის ბებიას ურჩევია.
"დამირეკა. მდივანმა მითხრა, ძალიან სასიამოვნო გოგონა გირეკავთო. ნინოს ვკითხე, ქართული თუ იცი-მეთქი, შემდეგი კითხვა იყო – დღეს საღამოს რას აკეთებ-მეთქი (იცინის). თავხედობისგან სუნთქვა შეეკრა და მიპასუხა, მე და ბებია მოხარული ვიქნებით, რომ გნახოთო...
... როცა ადამიანი გიყვარს, მით უმეტეს, ასეთი ადამიანი, ერთი რამ უნდა გახსოვდეს - თუ ცოლი წინდების გასარეცხად და სამზარეულოს დასალაგებლად გინდა, ამისთვის პროფესიონალი უნდა დაიქირავო, თუ ცხოვრების მეგობარს ეძებ, რომელიც შვიდი წლიდან პროფესიაზეა გადამკვდარი, ეს პროფესია არ უნდა წაართვა და მიეხმარო. სიყვარული ისაა, რომ მიეხმარო მას, ვინც შენ გვერდითაა. ვერ ვიტან კამერასთან ასეთ ლაპარაკს, მაგრამ ჩვენი 30-წლიანი ცხოვრება რომ აიღო, ერთი დიდი დღესასწაულია, არ მოგვბეზრებია ერთად ყოფნა, არავინ გვჭირდება დედამიწის ზურგზე…" - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ "ნანუკას შოუში".
გრიგოლ ვაშაძემ ცნობილ ბალერინაზე 1988 წელს იქორწინა, 2006 წელს კი წყვილს ელენე შეეძინა. ელენე ვაშაძე სწავლობს კერძო სკოლაში და ძალიან უყვარს ცხენები, რაც სოციალურ ქსელში მის პირად გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოებიდანაც ჩანს.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო დონის პრიმა ბალერინას ქალიშვილი კარიერის მიწურულს შეეძინა, მშობიარობას ხელი არ შეუშლია, რომ ძველებურად გაეგრძელებინა საყვარელი საქმე.
ცნობილი წყვილი ძველ თბილისში ცხოვრობს. რამდენიმე თვის წინ ბალერინამ ტელეკომპანია "მთავარს" უმასპინძლა "დილის ყავაზე" და მშვენიერი სახლი დაათვალიერებინა, სადაც სამ სართულზე ხელოვნების ნიმუშებია განაწილებული.
"დილა გვეწყება სირბილში, ელენე ჩქარა - ელენე არ დაგვაგვიანდეს. შემდეგ ვიწყებ თავის მოვლას და მივდივარ თეატრში. ბოლო წლებში გრაფიკი ცოტა შემეცვალა, რადგან ყოველდღიურად აღარ ვვარჯიშობ. სხვა ბევრი საქმეები მაქვს, რასაც ვაკეთებს.
საკმაოდ კარგად ვიკვებები, საუზმეს თვითონ ვიკეთებ, ძირითადი საუზმე ხაჭოა, ასევე ძალიან მიყვარს ერბოკვერცხი. ყავა ბოლო ხანებში შემიყვარდა, თუმცა ძირითადად მწვანე ჩაის ვსვამ.
სულ მაქვს უკმარისობა სახლში ყოფნის, მიყვარს და მომწონს ჩემი სახლი. გვიყვარს ერთად ყოფნა, ძალიან ბევრს ვიცინით ხოლმე" - ამბოს ანანიაშვილი "მთავარ არხთან" ინტერვიუში.
მკითხველის კომენტარები
(1)
ისე მაგარი "გაუჩალიჩეს" რუსებმა ანანიაშვილს. თუმცა, მეტის ღირსია რადგან პრინციპების წინააღმდეგ წავიდა