
ათუმის მე-15 საჯარო სკოლაში მე-2 კლასის მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა შვილის პარალელურ კლასელს სცემა.
როგორც აღნიშნული სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე აცხადებს, შემთხვევა 28 მარტს მოხდა, ფაქტის შესახებ კი, ბავშვის მშობელსა და უბნის ინსპექტორს შეატყობინეს. მისივე თქმით, არასრულწლოვანის ცემას წინ თანატოლებს შორის კონფლიქტი უძღოდა.
"28 მარტს ერთ-ერთი მშობლის მიერ დაფიქსირდა არასწორი ქმედება და სკოლის ადმინისტრაციამ შესაბამისი ზომები მიიღო. ამჟამად სწავლა მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. როგორც მშობელი თავად ამბობს, ერთხელ დაარტყა ბავშვს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ბავშვებს შორის კონფლიქტი მოხდა" , - განაცხადა ნინო მოდებაძემ.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მომდართან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 126 -ე მუხლით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ძალადობას გულისხმობს.
მომხდარის შესწავლას გეგმავს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
2018 წლის მიწურულს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის რიგით მე-5 და პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
მიმდინარე წლის 18 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის პოსტზე, გასულ წელს, ხელფასის სახით 66 240 ლარი აიღო.
რაც შეეხება მის უძრავ-მოძრავ ქონებას, საქართველოს პრეზიდენტის საკუთრებაშია: 2006 წელს შეძენილი 126,33 კვ.მ სახლი თბილისში, ასევე, 235 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელშიც 160 000 აშშ დოლარი აქვს გადახდილი.
გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილის სახელზეა 60 კვ.მ სახლი საფრანგეთში, კერძოდ, პარიზში, რომლის ღირებულება 150 000 ევროს შეადგენს. განაგრძეთ კითხვა
მკითხველის კომენტარები
(1)
იმიტომაც ვერ სარგებლობს პოპულარობით საზოგადოების დანარჩენ ნაწილში.