
თბილისის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ შპს "თბილსერვის ჯგუფსა" და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ქალაქის ქუჩებში საბურავების დაყრასთან დაკავშირებით კონტროლის გამკაცრება დაავალა.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დავალების შესაბამისად, შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს კონტროლს - ფიზიკური და იურიდიული პირები, დედაქალაქის ქუჩებსა და კომერციული ფართების წინ საბურავების დაყრის შემთხვევაში, დაჯარიმდებიან ადმინისტრაციული წესით, "ნარჩენების მართვის კოდექსის" შესაბამისად.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თბილისის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ამგვარი ქმედებისგან და ძველი საბურავები სპეციალურად გამოყოფილ ადგილას განათავსონ.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
სამოქალაქო აქტივისტები დღეს გუდაურში შეიკრიბებიან და მთის კურორტებზე სახელმწიფოს მიერ, პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს გააპროტესტებენ. როგორც საინიციატივო ჯგუფ "სოცაფეთქების" "ფეისბუქის" გვერდზეა აღნიშნული, უკვე მეორე სეზონია მთის კურორტებზე მცხოვრებმა ადამიანებმა ელემენტარული შემოსავალი დაკარგეს და სიღატაკის პირას არიან.
"სიკვდილის ქრონიკა, გაუბედურებული მთის კურორტები. განწირული მოსახლეობა! მეორე სეზონი შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახები! უპერსპექტივობა და მომავალ წელსაც არ გახსნის დიდი ალბათობა! გაკოტრება, ქონების დაკარგვა, სიღატაკე! მთის კურორტები არის გადასარჩენი, ეს ყველას გვეხება! მთა იწყებს ხმის ამოღებას! ახალ გუდაურში ვიკრიბებით!!!" - ნათქვამია "სოცაფეთქების" მიმართვაში. ისინი დღეს 14:00 საათზე აპირებენ შეკრებას და შეზღუდვების გაპროტესტებას.
ამასთან "სოცაფეთქება" ავრცელებს ფოტოებს, თუ როგორ გამოიყურება ჩაკეტილი გუდაური. ფოტოებზე ჩანს, რომ კაფეებისა და მცირე ბიზნესების მფლობელები თითქმის ორწლიანი უმუშევრობის გამო იძულებულნი გახდნენ ფართები გააქირავონ ან გაყიდონ.
ambebi.ge
მკითხველის კომენტარები
(0)