18 სამშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რამდენ ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია საქართველოს მეზობელ ქვეყნებში? | Allnews.Ge

რამდენ ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია საქართველოს მეზობელ ქვეყნებში?

„კოვაქსის პლატფორმა“ მოელის, რომ ვაქცინების გზავნილების ძირითადი წილი საქართველოში მარტში განხორციელდება. პლაფორმა განმარტავს თუ რატომ ვერ მიიღო საქართველომ ვაქცინის დოზები დროულად:

„თებერვლის ბოლოს ნაადრევი გზავნილები იმ ქვეყნებში განხორციელდა, რომლებმაც ჩვენს მიერ ერთიან განცხადებაში კრიტერიუმები უკვე დააკმაყოფილეს. დამატებითი ინფორმაცია პირველი გზავნილების შესახებ ყველა მონაწილეს მომდევნო დღეებში ეცნობება, ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდება ონლაინ“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ „კოვაქს პლატფორმაში“.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომლებსაც ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს, მათი განმარტებით, „ყველა მონაწილე ქვეყნის ეროვნულმა რეგულატორმა ავტორიზება უნდა მისცეს შემოსატან ვაქცინას; ასევე, ყველა მონაწილემ ვაქცინის მწარმოებლებთან უნდა გააფორმოს ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი, რათა „კოვაქსის პლატფორმიდან“ დოზების მიღება შეძლოს“.

საინტერესოა ვნახოთ თუ რა ხდება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია უკვე დაწყებულია.

 

აზერბაიჯანი

გამოცემა Bloomberg-ის მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის აზერბაიჯანში ვაქცინაცია 257 000-ზე მეტი ადამიანს ჩაუტარდა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 2.58%-ს უდრის.

აზერბაიჯანში კოვიდ 19-ის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია ჩინური კომპანია Sinovac Biotech-ის ვაქცინით 18 იანვარს დაიწყო.

 

უკრაინა

უკრაინაში ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 3 141 ადამიანს ჩაუტარდა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 0.01%-ს შეადგენს. გასულ კვირას უკრაინამ ინდოეთში წარმოებული AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი პარტია მიიღო.

უკრაინამ ასევე ხელი მოაწერა კონტრაქტს ჩინური Sinovac-ის ვაქცინის 1.9 მილიონი დოზის მიღების შესახებ. უკრაინის მთავრობამ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის გამოყენება აკრძალა.

 

თურქეთი

Bloomberg-ის მიხედვით, თურქეთში ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა 8.5 მილიონ ადამიანს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 10.3%-ს შეადგენს. თურქეთში ვაქცინაცია ჩინური ვაქცინით მიმდინარეობს.

 

მოლდოვა

28 თებერვალს მოლდოვამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზები მიიღო.  ქვეყანაში AstraZeneca-ს ვაქცინით მოსახლეობის ვაქცინაცია უახლოეს დღეებში დაიწყება. მოლდოვას 21 600 ვაქცინა რუმინეთმა გადასცა.

 

სომხეთი

რაც შეეხება სომხეთს, ქვეყანაში ვაქცინაცია ჯერ არ დაწყებულა.