
ბოლო პერიოდში, საზოგადოებაში აქტიურად გავრცელდა მოსაზრება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებამდე, საჭიროა, პაციენტმა ექიმთან გაიაროს კონსულტაცია და მეტიც, გარკვეული გამოკვლევებიც ჩაიტაროს. სოციალურ ქსელში ამ საკითხთან დაკავშირებით, არაერთი კომენტარი გვხვდება. ბევრი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ვაქცინის გასაკეთებლად მისულებს, უკან გამობრუნება მოუხდათ, რადგან სხვადასხვა ანალიზის პასუხების წარდგენა მოსთხოვეს.
ჩვენი რესპონდენტი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა ამბობს, რომ მის მოხუც დედას აცრაზე უარი მხოლოდ იმის გამო უთხრეს, რომ გულის ქრონიკული დაავადება აქვს.
"დედას გული აწუხებს დიდი ხანია, მაგრამ მკურნალობს და სტაბილურად არის. როგორც იქნა, ჩვენი რიგი მოვიდა აცრაზე და რომ მივედით, გვითხრეს გულის პრობლემა მოიგვაროს და მერე მოვიდეს ვაქცინაციაზეო. ახლა როგორ მოირჩენს გულს ამ ასაკში?! გარდა ამისა, გვითხრეს, რომ საჭირო იყო სხვადასხვა ანალიზები, მათ შორის სისხლის შედედების. წამოვიყვანე უკან, რა უნდა მექნა?! ახლა ვცდილოობ ხელახალ რეგისტრაციაზე დავითანხმო, მაგრამ ეშინია და უარს ამბობს" - გვეუბნება რესპონდენტი.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ვაქცინებთან დაკავშირებულ მორიგ მითზე, რომ თითქოს აცრის წინ გამოკვლევების ჩატარებაა სავალდებულო, კომენტარის გაკეთება მოუხდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძესაც. მისი თქმით, ექიმები პაციენტებს ტყუილად ახარჯინებენ ფულს ანალიზებში:
"არცერთი კვლევით, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, არ არის რეკომენდებული არავითარი გამოკვლევა. ძალიან დიდი ბოდიში ჩემს კოლეგებთან, ვინც ამას არეკლამებს, მაგრამ ეს არის იმისთვის, რომ უბრალოდ ადამიანებს ფული დაახარჯვინონ ანალიზების კეთებაში.
არავითარი ანალიზები საჭირო არ არის, თუ ადამიანი ჩვეულებრივ რაღაც პერიოდულ გამოკვლევას ჩაიტარებს, ეს ყოველთვის არის შესაძლებელი და ამის ვაქცინაციასთან დაკავშირება არაფრით არ შეიძლება.
კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვამბობ, არცერთი რეკომენდაციით, არცერთი ანალიზის ჩატარება ვაქცინაციის წინ საჭირო არ არის, იმიტომ, რომ ამის საფუძველზე ვერავითარ გადაწყვეტილებას ექიმი ვერ მიიღებს, ვაქცინაცია საჭიროა თუ არა. არ არსებობს ბუნებაში ალგორითმი, რომ ამ დროს შეიძლება და ამ დროს არ შეიძლება. ეს არის ტყუილი..." - აღნიშნა იმნაძემ კითხვის საპასუხოდ.
რეალურად საჭიროა თუ არა რაიმე სახის გამოკვლევები ვაქცინაციამდე და რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესმა უსაფრთხოდ ჩაიაროს. ამ საკითხზე allnews.ge-ს ესაუბრა ამერიკის ბიოანალიტიკის ბორდის მაღალი სირთულის ლაბორატორიის დირექტორი მარინა გვახარია.
"გასაოცარია, მაგრამ საქართველოში საკმაოდ გავრცელდა შეხედულება, რომ აცრამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და გარკვეული გამოკვლევების ჩატარება. კერძოდ, მოქალაქეებს სთხოვენ ალერგოლოგის კონსულტაციას, სისხლის საერთო ანალიზს, D-დიმერს, ანტი-კოვიდ ანტისხეულებს, კოაგულოგრამას და სხვა ტესტებს. პირადად მომმართეს პაციენტებმა, რომლებსაც ამგვარი ანალიზები დაენიშნათ და მეტიც, ანალიზების პასუხის არქონის გამო აცრაზე უარი ეთქვათ.
არანაირი ანალიზები აცრის წინ საჭირო არაა! მეტიც, არ არსებობს ანალიზი, რომლის პასუხის მიხედვით კეთილსინდისიერი ექიმი პაციენტს ურჩევს აცრის გადავადებას ან უარის თქმას მასზე. ეს არის აბსურდი. ბევრი ღელავს ზოგიერთი ვაქცინის სერიოზულ თრობმბოემბოლიურ გართულებებზე, რომლებიც უაღრესად იშვიათია - დაახლოებით 1 შემთხვევა ერთ მილიონ აცრილზე. სამწუხაროდ, არ არსებობს გამოკვლევა, რომელიც გამოავლენს ამ გართულების რისკის მქონე პაციენტებს. ასევე არ არსებობს წამალი, რომელიც თქვენს მონაცემებს "მოაწესრიგებს" და გართულების საფრთხეს შეამცირებს.
აცრისთვის არანაირი წინასწარი მომზადება საჭირო არ არის. თუ არ გაქვთ სიცხე ან ქრონიკული დაავადების გამწვავება, რეკომენდირებულია გადაუდებელი აცრა თქვენი ასაკობრივი ჯგუფის შესაფერისი ვაქცინით და ვიმეორებ, ყოველგვარი წინასწარი ანალიზების გარეშე" - ამბობს სპეციალისტი.
მარინა გვახარიას ინფორმაციით, აშშ-ში აცრები ნებაყოფლობითია და ამასთან, მოსახლეობა განსაკუთრებული ნდობითა და ენთუზიაზმითაა განწყობილი ვაქცინაციის მიმართ.
"საინტერესოა, რომ კალიფორნიაში ჯერჯერობით რეალურად არ გვაქვს ვაქცინის არჩევანი. ვიცრებით იმ ვაქცინით, რომელიც იმ დღესაა ხელმისაწვდომი კლინიკაში, სადაც ჩაწერილები ვიყავით. აცრები დაიწყო დეკემბერ-იანვარში ეტაპობრივად: პირველ როგში აიცრა მედპერსონალი და ასაკოვანი მოსახლეობა. ამჟამად აცრა ხელმისაწვდომია 16 წლის ზემოთ ყველა მსურველისთვის. აშშ-ში დღეში 3-4 მილიონი ადამიანი იცრება. წარმოგიდგენიათ, რომ ყველას ან თუნდაც ნაწილს ანალიზები და ექიმის კონსულტაცია უტარდებოდეს?" - გვეუბნება მარინა გვახარია.
კოლეგის მოსაზრებას იზიარებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ირინა მელიქიშვილი, რომელიც ამბობს, რომ ვაქცინამდე წინასწარი გამოკვლებების ჩატარება დროისა და ფულის ფუჭი ხარჯვაა და სხვა არაფერი.
"მეც მსმენია ასეთი ფაქტების შესახებ და ამას არანაირი აზრი არ აქვს. რაც შეეხება სისხლის შედების ფაქტორებს და თრომბის გამოწვევის საშიშროებას ვაქცინაციის დროს, ამას ვერანაირი წინასწარი ანალიზით ვერ გამორიცხავ, რადგან შეიძლება ადამიანს ყველა მაჩვენებელი წესრიგში ჰქონდეს, მაგრამ მაინც განვითარდეს თრომბოემბოლია. ჯერ კიდევ არ არის დადგენილი ბოლომდე რატომ იწვევს ამა თუ იმ გართულებას ვაქცინა. მთავარია, არ იყოს მწვავე მდგომარეობა ვაქცინაციის წინ. თუ რომელიმე დაავადების გართულებული, მწვავე ფაზაა, უნდა ჩაწყნარდეს და მერე ჩატარდეს ვაქცინა. დანარჩენ სხვა შემთხვევაში რაიმე ანალიზები და კვლებები არაფერს ცვლის.
თუკი წარსულში გქონიათ მძიმე ანაფილაქსიური რეაქცია, გაესაუბრეთ კვალიფიციურ და თანამედროვე გაიდლაინების მცოდნე ალერგოლოგს. გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევების უმრავლესობაშიც კი რეკომენდირებულია აცრა, რადგან კოვიდის რისკი ბევრად მაღალია აცრის შესაძლო რისკებზე" - გვეუბნება ირინა მელიქიშვილი.
მოამზადა თინათინ ზვიადაძემ
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"ძალიან ემოციური და ფეთქებადი ვარ და მერე ამაზე ვფიქრობ და განვიცდი. გადაწყვეტილებებს კი პრაგმატულად და რაციონალურად ვიღებ, არ მინდა ემოციებმა დამძლიოს ხოლმე. არ მინდა, სახელმწიფოს და ჩემი პარტიის ინტერესი ერთმანეთს შევაჯიბრო და ჩემი პირადი ინტერესი სახელმწიფოზე წინ გამექცეს", - გვეუბნება "მოქალაქეების" ლიდერი და აპოლიტიკურ ინტერვიუში გულწრფელად საუბრობს იმაზე, რაზეც აქამდე არავისთან უთქვამს. გზა, რომელიც ალეკო ელისაშვილმა გამოიარა და ახლაც გადის, არ არის მარტივი, თუმცა, რაც მთავარია და როგორც ამბობს, სჯერა იმის, რასაც აკეთებს და სწორედ ეს აძლიერებს.
- საბურთალოზე დავიბადე და გავიზარდე, პავლოვის ქუჩაზე, ახლა რომ ყაზბეგის გამზირი ჰქვია. ამჟამად იმ სახლში ჩემი მშობლები ცხოვრობენ. საბავშვო ბაღში არ მივლია, იმიტომ, რომ სუპები მძულდა. მშობლებმა საირმეზე, 1-ლ ექსპერიმენტულ სკოლაში შემიყვანეს. ორი წლით ჩემზე უფროსი ექიმი და მყავს და მოხდა ისე, რომ სტუდენტობისას სამტრედიაში გათხოვდა. მაშინ 17 წლის ვიყავი და წინააღმდეგი ვიყავი, თბილისიდან სამტრედიაში რომ უნდა წასულიყო. სიმართლე გითხრათ, დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი და ბედნიერია, ძალიან მაგარი სიძე და დისშვილები მყავს, კმაყოფილი ვარ ჩემი დის არჩევანით. ჩემი სიძე იმერელია და წარმოიდგინეთ, ალუდა ჰქვია. მგონი, ის ერთადერთი ალუდაა დასავლეთ საქართველოში. ალუდა სახელს ამართლებს და ლუდზე ჭკუა ეკეტება. მე, მაგალითად, ლუდი მძულდა და 18 წლის ვიყავი, პირველად რომ გავსინჯე. მას მერე ისე შემიყვარდა, ლამის მე დავირქვა ალუდა.
- სულ მინდოდა, მოცეკვავე ვყოფილიყავი... ასევე, ძალიან მიყვარდა ძიუდო. რა ძიუდოისტი უნდა გამოსულიყო ჩემგან, მაგრამ ამ სპორტზე შესვლა მინდოდა, მამაჩემმა კი ჩემთვის ძალიან უცნაურ სპორტზე - ტანვარჯიშზე წამიყვანა, 7 წელი ვიარე და საქართველოს ნაკრებშიც ვიყავი. სიმართლე გითხრათ, ტანვარჯიში არ მიყვარდა, მაგრამ მას მერე, რაც შევეშვი, ამ სპორტზე ჭკუა მეკეტება. ახლა საათობით სიამოვნებით ვუყურებ ჩემპიონატებს. ძალიან რთული და მაგარი სპორტია, ისეთ დისციპლინას გაჩვევს... სკოლის მერე 3 საათი ვვარჯიშობდი ყოველ დღე.
მადლიერიც ვარ ჩემი მშობლების, ამ სპორტზე რომ მატარეს და ამდენი შრომა და ენერგია რომ დავხარჯე. ფიზიკურადაც ვგრძნობ, რომ დღემდე გამომყვა ეს სპორტი - სალტოებსაც ვაკეთებ და ხელებზეც დავდივარ. როცა დრო მაქვს, ბატუტზც ვხტუნაობ, ხანდახან მივდივარ და ვვარჯიშობ. ფიზიკურად ძალიან გამომადგა, მაგარი მწვრთნელი მყავდა, ლუკა მესხია, არაჩვეულებრივი ადამიანი, ზაფხულობით, "ზბორებზე" რომ გვატარებდნენ, ეს ადამიანი მამასავით მივლიდა.
- ბავშვობაში რატომღაც რადიატორები მიყვარდა ძალიან. მაგრად მიხაროდა, ოქტომბრის ბოლოს ცენტრალური გათბობა რომ ირთვებოდა, რაღაც უხილავი ძალით უცბათ რომ დათბებოდა ხოლმე. ეს ყველაზე მაგარი შთაბეჭდილება იყო. მაშინ პატარა ვიყავი და ვერ ვხვდებოდი, ეს რანაირად ხდებოდა. დღეს რომ ბავშვებს ერთი სული აქვთ, კომპიუტერს მიუჯდნენ და მუდმივად ტელეფონში არიან შემძვრალი, მე ერთი სული მქონდა, გაკვეთილებს მალე მოვრჩენილიყავი, ეზოში გავვარდნილიყავი და ფეხბურთი მეთამაშა. მეკარეობა მომწონდა ძალიან... კიდევ, ომობანას თამაში მიყვარდა. იმდენი ვითამაშე, რომ მერე მთელი ცხოვრება ომებს ვუყურებ, ოღონდ - ნამდვილს.
ახლა პოლიტიკურ ომში ჩართვამ მომიწია. სამწუხაროდ, მალევე დამთავრდა ჩვენი ბავშვობა, უცებ გავიზარდეთ, რადგან დაიწყო ეროვნული მოძრაობა, ხელისუფლების ცვლილება... ეს ყველაფერი აღტაცებას კი იწვევდა, მაგრამ ახალი ხილი იყო, ახალგაზრდებს სისხლი გვიდუღდა, მაშინ გავიგეთ, ქაქუცა რომ გვყოლია, პრეზიდენტი ჟორდანია. თავიდან ჩემთვის უცნაური იყო სამფეროვანი დროშა რომ გამოჰქონდათ, ვერ ვხვდებოდი, რას ნიშნავდა. მერე დიდი შოკი მივიღეთ და ყველანი ვტიროდით, როცა მერაბ კოსტავა გარდაიცვალა. მასთან რამდენჯერმე ვარ პირისპირ შეხვედრილი, ისე, შემთხვევით... ძალიან მალე დამთავრდა ბავშვობა და მერე შავ-თეთრი რეალობა დაიწყო - "მხედრიონი", სამეგრელოს აოხრება, აფხაზეთის მარცხი, პურის რიგები... უცბად დაგვატყდა შავ-თეთრი რეალობა და უცბად დამთავრდა ფერადი, კამფეტებიანი და ბუშტებიანი ბავშვობა. მერე ყველა ერთად შევეჯახეთ იმ ჯოჯოხეთს, უგაზობა, უშუქობა, უწყლობა, უპურობა რომ მოგვიტანა.
- არც ჟურნალისტობა მინდოდა და არც პოლიტიკოსობა, არასდროს მიფიქრია ამაზე. მინდოდა ვყოფილიყავი სამხედრო, ოფიცერი... სახლში დიდი წინააღმდეგობა მქონდა, მაგრამ ბოლო-ბოლო მშობლები დავითანხმე. ერთ დღეს, დედაჩემი წამყვა კადეტთა კორპუსში, რომელიც დღევანდელი თავდაცვის სამინისტროს ადგილას იყო. იქ ერთმა კაცმა მირჩია, ჯობია, - სამხედრო აკადემიისთვის მოემზადოო (კადეტთა კორპუსში მერვე კლასიდან უნდა შევსულიყავი, მე კი ცოტა დამაგვიანდა, უკვე მერვეკლასელი ვიყავი). უარი რომ მითხრეს და გამოვედით, გავსკდი ტირილით. წარმოიდგინეთ, სკოლიდან შინ რომ მივდიოდი, სამხედრო ფორმას ვიცვამდი, გვარდიელების ყვითელი ფორმა რომ იყო. თავიდან უბანში დამცინოდნენ ხოლმე, მაგრამ მერე მიხვდნენ, რომ მართლა შეპყრობილი ვიყავი ამ პროფესიით. სამხედრო წიგნებს ვკითხულობდი, ვემზადებოდი, არანორმალურად მინდოდა ოფიცრობა და ვიდრე ისტორიის ფაკულტეტზე გადავწყვეტდი ჩაბარებას, ორი კვირით ადრეც კი ვყოყმანობდი, სად ჩამებარებინა. სამხედრო აკადემია მინდოდა, მაგრამ ყველაზე რთული გადაწყვეტილება მივიღე...
ჩემს ოჯახს ძალიან უჭირდა. მამაჩემს "ვოლგა" ჰყავდა, ტაქსაობდა და ამით გვარჩენდა. მერე, 90-იანებში ხუდადოვზე დააყაჩაღეს, რაც კატასტროფა იყო ჩვენი ოჯახისთვის. მერე, ვალები, პროცენტები და ათასი ჯანდაბა გვქონდა. სამხედრო აკადემიაში რომ ჩამებარებინა, 4 წელი ჩემი ოჯახის შესანახი უნდა ვყოფილიყავი და ვერაფრით დავაწვებოდი კისერზე, ამიტომ ჩავაბარე ისტორიის ფაკულტეტზე.
- მეორე კურსის შემოდგომაზე რომ დავიწყე მუშაობა, დღემდე არ გავჩერებულვარ. პირველად ჟურნალისტად დავიწყე მუშაობა, ჩემი პირველი სამუშაო იყო "დილის გაზეთი". მახსოვს, პირველი 40 მანეთი, ხელფასი რომ ავიღე, მთლიანად დედას მივუტანე და მერე ერთ ოთახში ის ტიროდა, მეორეში - მე. 40 მანეთი არ იყო პატარა ფული. მერე თანდათან ჩემს ოჯახს ვალების გასტუმრებაში დავეხმარე და გამოვძვერით. 3-4 ადგილას ერთად ვმუშაობდი, სხვანაირად გაგვირთულდებოდა მდგომარეობა. ვიმუშავე "მოამბეში", სააგენტო "მოამბე ექსპრესში", ნინო მეუნარგიასთან ერთად"ალიონში" ვიყავი წამყვანი. მერე იყო რადიოს საინფომაციო, დილის გადაცემები და 5-6 ადგილას ერთად მუშაობა. გავაკეთე არასამთავრობო ორგანიზაცია "თბილისის ჰამქარს", მოვხვდი საკრებულოშიც და ასე თანდათან მოვედი პოლიტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ რთულია პოლიტიკაში ყოფნა, მაინც მგონია, რომ ვემსახურები საქართველოს. ჯარისკაცობა მინდოდა, ვერ გავხდი, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ჯარისკაცი ვარ. ერთადერთი, რასაც "ამაზონზე" ვიწერ, ეს არის სამხედრო და სალაშქრო აღჭურვილობა. შაბათ -კვირას სამხედრო ფორმას ჩავიცვამ, ზურგჩანთას ვიკიდებ და ტყე-ღრეში გავრბივარ.
- ჩემი გატაცება ციხე-სიმაგრეების კვლევაა. ამასობაში დათვსაც გადავყრივარ, მგელსაც და ტურასაც. ვახუშტი ბატონიშვილის საქართველოს სამეფოს აღწერილობის მიხედვით, იქ რა ძველი ციხესიმაგრეებიცაა მოხსენიებული, დავდივარ, ვეძებ და ვიკვლევ მათ. ახლა ქვემო ქართლის ცეხე-სიმაგრეთა გზამკვლევის გამოცემას ვაპირებ, სადაც როგორც ამბების აღწერა, ასევე ამ ციხე-სიმაგრეების ძველი სახელწოდბები იქნება და ისიც, როგორ უნდა მიაგნო მათ. მე ძალიან ვიწვალე და მინდა, სხვას გავუიოლო მათი ნახვა-მიგნება. სახეტიალოდ უმეტესად მარტო, ხანდახან ჩემს მეგობრებთან, ბოლო დროს კი ჩემს 14 წლის, უმცროს შვილთან - სანდროსთან ერთად დავდივარ ხოლმე შაბათ-კვირას. გვყავს სპანიელი და სამივენი ერთად მივდივართ სალაშქროდ თოვლშიც, ყინვაშიც... სალაშქრო აღჭურვილობა გვაქვს, ამიტომ არ გვიჭირს...
მკითხველის კომენტარები
(0)