საზოგადოება
28.12.2017 / 07:12
შრიფტის ზომა:

მშენებლობაზე გარდაცვლილის ძმა - უკვე მეექვსე ადამიანი გარდაიცვალა ამ ობიექტის მშენებლობაზე

მშენებლობაზე გარდაცვლილის ძმა - უკვე მეექვსე ადამიანი გარდაიცვალა ამ ობიექტის მშენებლობაზე

ამ ობიექტის მშენებლობაზე ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კორპუსის მშენებლობის დროს გარდაცვლილი ერთ-ერთი მუშის ოჯახი ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების არ არსებობაზე საუბრობს. გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, ობიექტს არ ჰქონდა დამცავი ბადეები, თავად დასაქმებულები კი ჩაფხუტების გარეშე მუშაობდნენ.

"უკვე მეექვსე ადამიანი გარდაიცვლა ამ ობიექტის მშენებლობაზე. ჩემი ძმა ამბობდა, რომ უსაფრთხოება არ იყო დაცული. არ გაბედონ და ჩემს ძმას არაფერი დააბრალონ. ჯერ არაფერს ვითხოვ, იმის გარდა, რომ აწი მაინც გაამკაცრონ უსაფრთხოების ნორმები. თუ მაინც მუშებს დააბრალებენ, მერე მივმართავ შესაბამის უწყებებს", - განაცხადა გარდაცვლილის ძმამ გოგა ფხაკაძემ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

რა ბედი ეწევა თბილისში დაუსრულებელ მშენებლობებს

ოჯახის ინფორმაციით, ობიექტზე ბაგირი გაწყდა და მუშები მეათე სართულიდან ჩამოვარდნენ. 27 დეკემბერს, მრავლსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან, რომელსაც კომპანია "იბერიის ვარსკვლავი" აშენებს, ორი მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

პროდუქტები, რომლებიც გვაბერებს - რა უნდა ამოიღოთ რაციონიდან 40 წლის შემდეგ | Allnews.Ge

პროდუქტები, რომლებიც გვაბერებს - რა უნდა ამოიღოთ რაციონიდან 40 წლის შემდეგ

არსებობს პროდუქტები, რომელთაც შეუძლიათ ადამიანის ორგანიზმში ნაადრევი დაბერება გამოიწვიონ. მათ რიცხვში შედის მარტივი ნახშირწყლები. ისინი არა მხოლოდ აფერხებენ მეტაბოლიზმის პროცესს, არამედ აქვეითებენ იმუნიტეტსაც.

კვება და ნაადრევი სიბერე - რა აკავშირებს მათ ერთმანეთთან?

დადასტურებულია, რომ არასწორმა კვებამ ან დიეტამ შესაძლოა სხეულის დაბერების პროცესი დააჩქაროს. საქმე ისაა, რომ სხვადასხვა პროდუქტი ჩვენ არა მხოლოდ საჭირო ენერგიით, არამედ მნიშვნელოვანი ელემენტებითაც გვამარაგებს. ესენია: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები და სხვა. საკვებს შეუძლია ორგანიზმში შექმნას როგორც მჟავე, ასევე ტუტე არე.

როდესაც ორგანიზმში მჟავიანობაა, ქსოვილებში ქრონიკული პროცესი იწყება. უჯრედი კვდება ან მისი ფუნქციონირება მცირდება და ორგანიზმში უჯრედის დისფუნქცია დაბერების პროცესს იწვევს. მჟავიანობა კიდევ ერთ პროცესს ამწვავებს - მიტოქონდრიების მუშაობა ირღვევა. ისინი ადამიანისთვის ბუნებრივად ენერგიის აკუმულატორებად ითვლებიან, გვავსებენ ენერგიითა და საჭირო ჟანგბადით. მჟავიანობის დროს კი ენერგიის გამუმუშავების ხარისხი მცირდება და დეტოქსიკაციის პროცესი იწყება.

საშიში პროდუქტები დიეტამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვიოს თქვენს ორგანიზმში, როგორც გაახალგაზრდავების, ასევე დაბერების პროცესში. არსებობს პროდუქტები, რომლებზეც უარი უნდა თქვათ, თუ გინდათ, რომ ორგანიზმის სიჯანსაღე შეინარჩუნოთ.

  • მარტივი ნახშირწყლები - ისეთი ტიპის პროდუქტები, როგორებიცაა შაქარი, ცომეული, სხვადასხვა ტკბილეული. ნახშირწყლების ჭარბი რაოდენობით მიღების შემდეგ მიტოქონდრიები სხვა ტიპის მეტაბოლიზმზე გადადიან და მჟავიანობას იწვევენ უჯრედებში. მჟავა ქსოვილებში გროვდება, რაც ქრონიკულ პროცესებს იწვევს. შედეგად ქსოვილი ხდება "დუნე და მოშვებული" და შეიძლება ითქვას, რომ ორგანიზმის დაბერების პროცესი იწყება. კვლევებითაა დადასტურებული, რომ მარტივმა ნახშირწყლებმა შესაძლოა 6 საათის განმავლობაში 50 %-ით შეამციროს ორგანიზმის იმუნური დაცვის პროცესი.
  • ხილის გადაჭარბებული რაოდენობით მიღება - ფრუქტოზის გადაჭარბებული რაოდენობით მიღება ინსულინის მომატებას იწვევს და ორგანიზმიც მჟავიანდება. ამიტომ, დიდი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა დაბერების პროცესს ხელი შეუწყოს.
  • წყლის არასაკმარისი რაოდენობით მიღება - წყლის დეფიციტის დროს უჯრედები არ ირეცხება და ტოქსინები გროვდება. მიდის ქრონიკული პროცესი და ინტოქსიკაციის ფონზე უჯრედები გარდაიქმნება და "ბერდება".

რომელია კვებისთვის საუკეთესო დრო საკვების მიღების დრო ნამდვილად აისახება დაბერების პროცესზე. კვებებს შორის ინტერვალი მინიმუმ 4 საათი უნდა იყოს. უკეთესია, თუ ეს დრო 4-6 საათის ინტერვალში იქნება. თუმცა, შესაძლებელია 7-საათიანი შუალედის დაცვაც. იმისათვის, რომ ოპტიმალური ინტერვალი გაარკვიოთ, გენეტიკური ტესტის ჩატარება შეგიძლიათ. წახემსებებმა შესაძლებელია ინსულინისა და გლუკოზის მომატება გამოიწვიოს. ინტერვალის დაცვის გარეშე, როცა ადამიანი გამუდმებით ჭამს რაღაცას, ინსულინი იმატებს, რაც შაქრიან დიაბეტს იწვევს. ეს კი, თავის მხრივ, ორგანიზმის დაბერების პროცესის მაპროვოცირებელია.

კვების წესები

  • ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერმა ადამიანმა, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც უკვე ასაკი აქვთ, კვების რაციონში დიდი რაოდენობით ბოსტნეული შეიტანოს. ეს შეიძლება იყოს როგორც უმი, ასევე მოხარშული, ჩაშუშული. იდეალურია, თუ დღის განმავლობაში მათი ოდენობა ერთ კილოგრამს მიაღწევს. ასევე, სასარგებლოა სხვადასხვა ბოსტნეულის კომბინაცია.
  • გამოიყენეთ ომეგა-3-ის შემცველი ცხიმი, ხოლო ერიდეთ ომეგა-6-ის გამოყენებას. ის ძირითადად ცხოველურ ცხიმებში გვხვდება და უნდა შეამციროთ.
  • თეთრი ხორცი იდეალურია. ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანებმა კვების რაციონში წითელი ხორცის გამოყენება უნდა შეამცირონ. მაქსიმუმ, კვირაში ერთხელ გამოიყენონ.
  • ასაკში უარი უნდა თქვათ დიდი რაოდენობით ყველის, რძისა და ხაჭოს მიღებაზე.
  • იდეალურ შემთხვევაში, კვების რაციონში უნდა გქონდეთ ბოსტნეული და ბურღულეული. მათ სასარგებლო გავლენა აქვთ ნაწლავის მიკრობიოტზე და ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის იმუნური სისტემისთვის.