რამზან კადიროვის იდუმალი ცოლი, რომელიც 15 წლის ასაკში შეირთო და კანონიერი მეუღლე, რომელიც ქმრის საიდუმლო ორცოლიანობას იტანს | Allnews.Ge

რამზან კადიროვის იდუმალი ცოლი, რომელიც 15 წლის ასაკში შეირთო და კანონიერი მეუღლე, რომელიც ქმრის საიდუმლო ორცოლიანობას იტანს

გამოცემა "პროექტმა", რომელიც რამდენიმე ხმაურიანი გამოძიების ავტორია, ახალი მასალა ამჯერად 44 წლის რამზან კადიროვისა და მისი ოჯახის შესახებ მოამზადა.

გამოცემა ირწმუნება, რომ რამზან კადიროვი სინამდვილეში ორცოლიანია. 42 წლის ოფიციალური ცოლის, მედნისთან ერთად მეორე ცოლი - ფატიმა ხაზუევა ჰყავს. მუსლიმური კანონების მიხედვით, მრავალცოლიანობა დასაშვებია, სამაგიეროდ, რუსეთის ფედერაციაშია ორცოლიანობა აკრძალული. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, კადიროვმა მეორე ცოლი 2006 წელს, ჩეჩნეთში გამართულ სილამაზის კონკურსზე გაიცნო. მაშინ გოგონა 15 წლის იყო და მეორე ადგილი დაიკავა. ჩეჩნეთის პრეზიდენტა ფატიმა ცოლად შეირთო. ინფორმაცია ჩეჩენმა ბლოგერმა ტუმსო აბდურახმანოვმაც დაადასტურა, რომელსაც ხაზუევას ძმებსა და თანასოფლელ გოგონასთან ახლო ურთიერთობა აქვს.

mshoblebi

"პროექტის" თქმით, კადიროვის მეორე მეუღლე დიდ ქონებას ფლობს. კერძოდ, ჩეჩნეთის დედაქალაქში მას მდიდრული სასახლე აქვს, რომელიც კადიროვის რეზიდენციის პირდაპირაა და მისი ზუსტი ღირებულება უცნობია.

გარდა ამისა, ფატიმა ჩეჩნეთის ხელმძღვანელის ადმინისტრაციის ოფიციალური თანამშრომელია, სადაც 100 ათას რუბლს გამოიმუშავებს. რუსეთის დედაქალაქში მის სახელზე რამდენიმე ელიტური ბინაა რეგისტრირებული, რომელთა საერთო ღირებულება, მილიონობით რუბლია.

კადიროვის ოფიციალური მეუღლე, მედნი, რომელთანაც 14 შვილს ზრდის, მოსკოვში ბინებს ფლობს. ორივე ცოლის უძრავი ქონების საერთო ღირებულება 800 მილიონ რუბლს სცდება. ამაში არ შედის ყველაზე ძვირადღირებული სასახლე ჩეჩნეთის ისტორიაში, რომლის ფასიც ზუსტად ვერავინ გაიგო.

mshoblebi

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. გამოცემის ინფორმაციით, მედნის ყალბი პირადობის მოწმობა აქვს, რომლითაც კიდევ აქვს დარეგისტრირებული უძრავი ქონება. ამიტომ, დეკლარაციის მიხედვით, ქალს მხოლოდ ერთი ბინა აქვს, დანარჩენი ქონება ყალბი პირადობითაა გაფორმებული.