
სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, მათ, ვინც პანდემიის პირობებში დაწესებული რეგულაციები დაარღვიეს და ამის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრათ, ამნისტია შეეხებათ. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა და დასძინა, რომ პარლამენტს აღნიშნულის თაობაზე ორი კანონპროექტი წარედგინება.
საუბარია, დაახლოებით 245 ათას ფიზიკურ და 344 იურიდიულ პირზე, რომლებიც კანონპროექტების დამტკიცების შემთხვევაში, დაკისრებულ ჯარიმებს აღარ გადაიხდიან.
"დღეს საქართველოს პარლამენტს წარედგინა ორი კანონპროექტი, რომელიც ეხება იმ პირებს, ვისაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისსხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრათ. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ამნისტია შეეხება და როგორც სისხლის სამართლის, ასევე ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება დაახლოებით 245 ათასზე მეტი ჩვენი მოქალაქე და 344 იურიდიული პირი.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საუბარია იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესების დარღვევის გამო დაკისრებულ დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღეთ პანდემიით გამოწვეული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. პანდემიის პერიოდში კარგად გვესმის, რომ ჩვენი არაერთი მოქალაქე და ბიზნესი დაზარალდა და ძალიან რთული წელი იყო 2020 წელი.
ეს სახდელები მათთვის იყო მძიმე ტვირთი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ვირუსის მართვისთვის აუცილებელი იყო და არის რეგულაციების დაცვა, თუმცა, ასევე ძალიან მნიშნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება და ეს ინიციატივაც სწორედ ამით არის განპირობები. აღნიშნული ინიციატივა უმოკლეს დროში იქნება დამტკიცებული“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, მათ, ვინც პანდემიის პირობებში დაწესებული რეგულაციები დაარღვიეს და ამის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრათ, ამნისტია შეეხებათ. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა და დასძინა, რომ პარლამენტს აღნიშნულის თაობაზე ორი კანონპროექტი წარედგინება.
საუბარია, დაახლოებით 245 ათას ფიზიკურ და 344 იურიდიულ პირზე, რომლებიც კანონპროექტების დამტკიცების შემთხვევაში, დაკისრებულ ჯარიმებს აღარ გადაიხდიან.
"დღეს საქართველოს პარლამენტს წარედგინა ორი კანონპროექტი, რომელიც ეხება იმ პირებს, ვისაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისსხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრათ. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ამნისტია შეეხება და როგორც სისხლის სამართლის, ასევე ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება დაახლოებით 245 ათასზე მეტი ჩვენი მოქალაქე და 344 იურიდიული პირი.
საუბარია იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესების დარღვევის გამო დაკისრებულ დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღეთ პანდემიით გამოწვეული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. პანდემიის პერიოდში კარგად გვესმის, რომ ჩვენი არაერთი მოქალაქე და ბიზნესი დაზარალდა და ძალიან რთული წელი იყო 2020 წელი.
ეს სახდელები მათთვის იყო მძიმე ტვირთი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ვირუსის მართვისთვის აუცილებელი იყო და არის რეგულაციების დაცვა, თუმცა, ასევე ძალიან მნიშნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება და ეს ინიციატივაც სწორედ ამით არის განპირობები. აღნიშნული ინიციატივა უმოკლეს დროში იქნება დამტკიცებული“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მკითხველის კომენტარები
(0)