
ტყიბულში, 2018 წლის 5 აპრილს მომხდარი ტრაგედია არა ბუნებრივ მოვლენას, არამედ ადამიანურ ფაქტორებს უკავშირდება, - ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო ექსპერტების დასკვნაში, რომელიც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის ინიციატივით ჩატარდა.
საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, მინდელის სახელობის შახტში, 5 აპრილს მომხდარი იმ ტრაგიკული შემთხვევის მიზეზების კვლევა 23-26 აპრილის პერიოდში, შრომის დაცვის სფეროში მაღალკვალიფიციური უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარდა.
"მოკვლევის ფარგლებში განხილული იყო მინდელის სახელობის შახტში ქვანახშირის მოპოვების სამთო-გეოლოგიური და სამთო ტექნიკური პირობები, 2018 წლის 5 აპრილს ღამით მომხდარი ავარიის წარმოშობის გარემოებები და მიზეზები, შესრულდა სამთო გამონამუშევრებისა და ტყიბულის მინდელის სახელობის შახტის ავარიული უბნის შესწავლა. მოკვლევის შედეგად მომზადდა 21 გვერდიანი დასკვნა, რომელიც ნაწილობრივ იძლევა პასუხს მთავარ კითხვაზე, თუ რა გახდა შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზი. აღსანიშნავია, რომ დასკვნა არ არის სრულყოფილი გამომდინარე იქიდან, რომ მკვლევრებს დასახული ამოცანების გადაწყვეტის პროცესში ხელს უშლიდა საწარმოში გარკვეული დოკუმენტების არარსებობა, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოღებულია საგამოძიებო ორგანოების მიერ, ხოლო პირველადი ინფორმაციის ნაწილი და სამთო სამუშაოების წარმოების ცალკეული პარამეტრები, რომელთა საფუძველზეც ანგარიში მომზადდა, მოპოვებულია ზეპირი ფორმით საწარმოს ოფიციალური წარმომადგენლებისაგან, კონსულტაციური შეხვედრების მიმდინარეობის დროს და უბედური შემთხვევის ადგილის დათვალიერებით. მიუხედავად ხელისშემშლელი ფაქტორებისა, ანგარიშით იკვეთება მნიშვნელოვანი საკითხები, დასკვნის შედეგად შეიძლება დასკვნების გაკეთება იმის შესახებ, რომ 2018 წლის 5 აპრილს მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზები არ უნდა ვეძებოთ სამთო დარტყმასა და სხვა ბუნებრივ მოვლენებში, არამედ უფრო მეტად იკვეთება ადამიანური გადაცდომის შესაძლებლობები ნახშირმოპოვებითი უბნის მომზადების, სავენტილაციო და შრომის უსაფრთხოების სისტემის გამართვის, შრომის ორგანიზების, საამფეთქებლო სამუშაოების წარმოების და ა. შ. პროცესებში. კვლევის პროცესის დასრულების მომენტისთვის არსებობს პასუხგაუცემელი შეკითხვები, რომელთა საბოლოო დადგენა და მომხდარის ზუსტი მიზეზების გამოკვეთა საგამოძიებო ორგანოების პრეროგატივად რჩება, რადგან ცვლის უფროსის ჩანაწერებთან, ტექნიკურ და სამედიცინო დასკვნებთან, ასევე, სხვა ყველა საჭირო დოკუმენტაციასთან წვდომა საგამოძიებო ორგანოებს აქვთ", - ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პროფკავშირების ინფორმაციით, როგორც ირკვევა, ნახშირმომპოვებელ უბანზე ავარიამდე ცვლაში მომუშავეებზე გაიცა საამფეთქებლო მასალები შესაბამისი სამუშაოების შესასრულებლად. ავარიის შემდეგ კი უბედური შემთხვევის ადგილის შემოწმების შედეგად, ადგილზე ასაფეთქებელი მასალის მხოლოდ მცირე რაოდენობა იქნა აღმოჩენილი, რაც იმ ვარაუდის საფუძველია, რომ ბრიგადის მიერ საამფეთქებლო სამუშაო შესრულდა.
"გამოძიების მიერ დასადგენია, რამდენად სწორად იქნა სამუშაო ჩატარებული, რადგან უკრაინელ ექსპერტთა ვარაუდით, ავარიის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა, სწორედ საამფეთქებლო სამუშაოების არასწორად განხორციელება ყოფილიყო. ასევე დასადგენია, იმ დროს, როდესაც ცვლის შეცვლის პერიოდი არ იყო, ყველა გარდაცვლილი და დაშავებული მეშახტე რატომ იმყოფებოდა ერთ კონკრეტულ ადგილზე. გამოძიებას ექნება საშუალება, ნახოს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით. ის ფაქტი, გარდაცვლილებს აღენიშნებათ მხოლოდ მექანიკური დაზიანებები თუ ამასთან ერთად აქვთ დამწვრობის კვალიც, საგრძნობლად დაავიწროებს მომხდარის სავარაუდო ვერსიების რაოდენობას. მაღალკვალიფიციურ ექსპერტთა რეკომენდაციით, ნახშირის მომპოვებელ შახტებზე, გარდა მეთანის და სხვა აირების ეპიზოდური ინდიკაციის ტექნიკური საშუალებებისა, უნდა არსებობდეს აირების კონცენტრაციის მუდმივ რეჟიმში ინდიკაციის და რეგისტრაციის სტაციონარული სისტემა, ასევე უნდა არსებობდეს საამფეთქებლო და სხვა სამუშაოების წარმოების დისტანციური კონტროლის მექანიზმი, ასევე აუცილებელია, რომ მუდმივ რეჟიმში ხდებოდეს დისპეჩერისა და ცვლის პერსონალის სატელეფონო საუბრების აუდიო ჩაწერა. მომხდარი საწარმო შემთხვევის შემდეგ, კონკრეტულად შემთხვევის ადგილიდან ხმოვანი და ტექნიკური ინფორმაციის მიღების მიზნით, კარგი იქნებოდა ზოგიერთი უცხოური პრაქტიკის გაზიარება და ე.წ. "მეხსიერების მყარი ყუთების" დამონტაჟება მიწისქვეშა სამუშაოების წარმოების ადგილებში. ყოველივე ზემოთქმულის შესაბამისად, შეიძლება შემდეგი დასკვნის გამოტანა, რომ მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით პრევენციულ ღონისძიებებად, არა ნახშირის მოპოვების შეჩერება და საწარმოს დახურვა, არამედ შრომის უსაფრთხოების სრულყოფილი სისტემის და სამუშაოთა წარმოებისთვის აუცილებელი მკაცრი დისციპლინის დანერგვა უნდა განიხილებოდეს", - ნათქვამია პროფესიული კავშირების გაერთიანების განცხადებაში.
ექსპერტებმა შახტის ადმინისტრაციას უკვე გადაუგზავნეს რეკომენდაციების ნუსხა, რომელთა ნაწილის შესრულებაც კომპანიამ, პროფკაციშრების ინფორმაციით, უკვე დაიწყო - დამონტაჟდა და ექსპლოატაციაში შევიდა აირების კონცენტრაციის მუდმივ რეჟიმში ინდიკაციის და რეგისტრაციის სტაციონარული სისტემა, ასევე საამფეთქებლო და სხვა სამუშაოების წარმოების პროცესში დასაქმებულთა გადაადგილების დისტანციური კონტროლის მექანიზმი, ექსპერტთა რეკომენდაციები ძირითადად მოიცავს შრომის უსაფრთხოების ნორმების კიდევ უფრო გამკაცრებას და სტანდარტების გაძლიერებას.
პროფკავშირების გაერთიანება მოითხოვს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებას, მათ შორის ტყიბულის სოციალური ალტერნატიული განვითარების გეგმის შემუშავებას და შახტების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზრუნვას.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საქართველოს დღეს უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები, ვლადიმირ ზელენსკი და მაია სანდუ ეწვევიან. ისინი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან ერთად ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაში, "ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ - მიიღებენ მონაწილეობას.
საინტერესოა დასავლური ღირებულებების მქონე მაია სანდუს პერსონა, რომელიც კიდევ ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნის, მოლდოვის პრეზიდენტია. 48 წლის მაია სანდუმ მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ეს თანამდებობა 2020 წლის 24 დეკემბრიდან უკავია.
არჩევნების მეორე ტურის ხმათა 100%-ის დათვლის შემდეგ, პარტია "მოქმედებისა და სოლიდარობის“ ლიდერმა ხმათა 57.7% მიიღო, იმ დროისთვის მოქმედმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა კი, რომელიც პრორუსული პოლიტიკის გამტარებლად მიიჩნეოდა, 42.2%.
ვინ არის მაია სანდუ?
მოლდოვის პირველი ქალი პრეზიდენტი, 1972 წლის 24 მაისს დაიბადა. ის წლებია აქტიურ პოლიტიკაშია ჩართული და თავის საჯარო გამოსვლებში ყოველთვის ხაზს უსვამს ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელობას.
სწავლობდა მოლდოვის ეკონომიკური კვლევების აკადემიაში მენეჯმენტის ფაკულტეტზე, 2010 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ კენედის სკოლა დაამთავრა. საუბრობს რუსულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე.
2010-2012 წლებში ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორის მრჩევლად მუშაობდა. 2012-2015 წლებში კი მაია სანდუ მოლდოვაში დაბრუნდა და განათლების მინისტრის პოსტი დაიკავა.
პოლიტიკოსის კარიერა
განათლების მინისტრად მუშაობის პერიოდში, მან არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა. სწავლის დონის ასამაღლებლად, გაამკაცრა უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების პროცესი, შეცვალა საგამოცდო სისტემა და ძირეულ რეფორმას დაუდო სათავე.
2015 წელს მან დატოვა განათლების მინისტრის პოსტი და ოპოზიციის რიგებში გადავიდა, გახდა პროევროპული იდეების მქონე პარტიის ლიდერი. 2016 წელს მონაწილეობა მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა მეორე ადგილზე გავიდა.
სანდუ 2019 წელს, ექვსი თვის განმავლობაში მოლდოვის პრემიერ-მინისტრის პოსტზე მუშაობდა, თუმცა 2019 წლის ნოემბერში პარლამენტმა მის კაბინეტს უნდობლობა გამოუცხადა. ოფიციალურ მიზეზად მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლების მუშაობით უკმაყოფილება დასახელდა, თუმცა მაშინ "ბიბისი" წერდა, რომ ნამდვილი მიზეზი შესაძლოა, ყოფილიყო მოსკოვის უკმაყოფილება პროდასავლური მთავრობის ჩამოყალიბების გამო.
მაია სანდუს საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში ხალხისადმი მიცემული მთავარი დაპირებები სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმა, ბიზნესის მხარდაჭერა და მოლდოვის ევროკავშირთან დაახლოება იყო. ქვეყანას ამ ეტაპზე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმება აქვს. სანდუ ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის დამყარება და ამავდროულად, ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირი.
სანდუს საარჩევნო პროგრამა ასევე ფოკუსირებული იყო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და ამბობდა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში ეს იქნებოდა მთავარი გამოწვევა.
პროდასავლური მაია სანდუს გამარჯვებას "დოიჩე ველე“ მოლდოვის ისტორიაში ახალი თავის საწყის ეტაპად მიიჩნევს.
სანდუს უშუალო და მეგობრული ურთიერთობა აქვს ადამიანებთან, რაც მისი "ინსტაგრამის" ოფიციალური გვერდის ნახვითაც თვალშისაცემია. უყვარს ექსტრემალური სპორტი. მოლდოვის ახალი პრეზიდენტი არ არის დაქორწინებული და არც შვილები ჰყავს.
კონფერენცია ბათუმში
ინფორმაციისთვის, ბათუმის საერთასორისო კონფერენცია, რომელსაც მაია სანდუ და ვლადიმირ ზელენსკი დაესწრებიან, დღეს გაიხსნება და ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება.
ღონისძიებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გახსნის. ამასთან, გახსნით სესიასზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მოლდოვას, უკრაინისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, მაია სანდუ, ვლადიმირ ზელენსკი და შარლ მიშელი.
ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართება დისკუსია თემაზე: "ახალი ტრანსატლანტიკური დღის წესრიგი და აღმოსავლეთ ევროპა“. აღნიშნულ სესიაში მონაწილეობას საერთაშორისო ექსპერტები მიიღებენ.
სესიის მსვლელობისას, განხილული იქნება ისეთი თემები, როგორიცაა ევროატლანტიკურ სივრცეში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები, ტრადიციულ მოკავშირეებს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.
მკითხველის კომენტარები
(4)
კარგი შეხვედრა იკო
ჩემი ნათქვამი კი ტრინტრავაა ,მაგრამ მაგ პრეზიდიუმში უნდა სამრეწველო სავჭრო პალატის პრეზიდენტი უნდა მჯდარიყო,ვიცეპრეზიდენტებიანად და თქვენ ბატონო მოქალაქევ პარტერში !<br />ასეა ამერიკაში !<br />ევროპაშიც!<br />მარტო ჩვენ გვაქვს ყველაფერი განსხვავებული და ჭინჭილასავით უხერხული !