17 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რა შემთხვევაში შეძლებს ერთი დოზით აცრილი ადამიანი მეორე დოზაზე ვაქცინა შეცვალოს? | Allnews.Ge

რა შემთხვევაში შეძლებს ერთი დოზით აცრილი ადამიანი მეორე დოზაზე ვაქცინა შეცვალოს?

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, მოქალაქეებს, რომელთაც კონკრეტულივაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ გვერდითი რეაქცია გამოუვლინდათ, ვაქცინის შეცვლა შეეძლებათ.

ჩხაიძის თქმით, გვერდითი მოვლენები იმუნიზაციის შესაბამისი ჯგუფის მიერ იქნება შეფასებული და მოქალაქეებს მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლებათ ვაქცინის მეორე დოზის მწარმოებლის ცვლილება.

„ვისაც ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ დაუდასტურდათ სერიოზული გვერდითი რეაქცია, ეს გვერდითი რეაქცია შემდეგ შეფასებული იქნა იმუნიზაციის იმ ჯგუფის მიერ, რომელიც გვერდით მოვლენებს აფასებს, ამ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა მეორე ვაქცინა გაიკეთონ სხვა ტიპის ვაქცინით. ვთქვათ, „ასტრაზენეკაზე“ გვქონდა ალერგიული რეაქცია, დადასტურებული შესაბამისი ჯგუფის მიერ, მას ექნება შესაძლებლობა მეორე ვაქცინა გაიკეთოს „ფაიზერით“ ან ნებისმიერი სხვა, რომელიც მას სურს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.