საზოგადოება
20.08.2021 / 08:08
შრიფტის ზომა:

ინფიცირებულების ნაწილი ქუჩაშიც დადის, მაღაზიაშიც და სტუმრადაც - "ასეთმა მოწანწალე კოვიდ დადებითმა დამიღუპა ოჯახი და ჩემს შვილებს აღარ ჰყავთ მამა"

ინფიცირებულების ნაწილი ქუჩაშიც დადის, მაღაზიაშიც და სტუმრადაც - "ასეთმა მოწანწალე კოვიდ დადებითმა დამიღუპა ოჯახი და ჩემს შვილებს აღარ ჰყავთ მამა"

"კორონავირუსით ინფიცირებულთა ნაწილი, ვინც სახლში მკურნალობს, ხშირად არღვევს კარანტინის წესებს - შეუზღუდავად დადის ქუჩაში, მაღაზიაში და ზოგჯერ სტუმრადაც. ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ საუბრობდა. დღეს კი მსგავსი ფაქტების შესახებ სოციალური ქსელებითაც ვრცელდება ინფორმაცია.

რა შედეგები მოყვება მსგავსი ფაქტების გაგრძელებას და რა ღონისძიებების ჩატარებაა საჭირო ამგვარი ქმედებების თავიდან ასაცილებლად?” - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ინფიცირებულების ნაწილი ქუჩაშიც დადის, მაღაზიაშიც და... სტუმრადაც.

“ნუ დადიხართ კოვიდ დადებითები გარეთ და ნუ უქმნით საფრთხეს გარშემომყოფების ჯანმრთელობას! ყველას სახელი და გვარი ვიცი, ვინც ხართ კოვიდ დადებითები და ნუ მიმიყვანთ იმ ზომამდე, რომ შესაბამისი უწყებები ჩავაყენო საქმის კურსში და კანონის სრული სიმკაცრით გაგებინოთ პასუხი! დაიცავით იზოლაცია-კარანტინის წესები!” - ვკითხულობთ “ფეისბუქში” ერთ-ერთი მომხმარებლის გამოქვეყნებულ პოსტში. მისივე ინფორმაციით, დღის განმავლობაში 20-30 კოვიდ დადებითის მიერ ხდება მინიმუმ 5-ჯერ მეტი კონტაქტი. ისინი გადაადგილდებიან სამსახურებში, მაღაზიებში, აფთიაქში და ამ დროს არ უკეთიათ ნიღაბი არც მომხმარებლებს და არც თანამშრომლებს. აღნიშნული ფაქტს აღმაშფოთებელსა და გაუგონარ უპასუხისმგებლობას უწოდებს ინფექციონისტი მარინა ენდელაძე. მისი თქმით, ეს მდგომარეობა სრულიად ხალხის შეგნებაზეა დამოკიდებული და ქვეყანა ვერ შეძლებს ბინაზე მყოფი პაციენტების გაკონტროლებას, რადგან ისინი ბევრნი არიან და ყველას თვალთვალი ფაქტიურად შეუძლებელია”, - ვკითხულობთ სტატიაში.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

“ამ სიტუაციის გაკონტროლება პრაქტიკულად შეუძლებელია, ბინაზე ძალიან ბევრია დატოვებული სამკურნალოდ. კარებზე პოლიციას ხომ ვერ დავაყენებთ, რომ არ გავიდნენ?! ეს არის ადამიანის თვითშეგნებაზე დამოკიდებული. ამგვარი ქმედებები გამოიწვევს ვირუსის მეტ გავრცელებას, რადგან გადამდებლობა მაღალი აქვს ამ ვირუსს. ეს არის ადამიანთა პასუხისმგებლობა და აუცილებელია, რომ თავად მოსახლეობაც ყურადღებით იყოს. თუკი ვინმეს მსგავს შემთხვევაზე ექნება ინფორმაცია, უნდა აუწყოს შესაბამის ორგანიზაციებს და დადგინდეს უმაღლესი ჯარიმის ფორმა დასჯის თვალსაზრისით. ეს პაციენტები აღრიცხვაზე არიან, მაგრამ თითოეულ კართან რა ხდება, ამას ვერავინ გააკონტროლებს. ამიტომ მოსახლეობას უნდა ჰქონდეს თვითშეგნება და პასუხისმგებლობის გრძნობა”, - განაცხადა ენდელაძემ, რომლის თქმით, მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად ჯარიმების შემოღებაა საჭირო”, - განაგრძობს გამოცემა.

“თუკი ვინმეს მსგავს ფაქტზე გამოიჭერენ, აუცილებლად მაქსიმალური ჯარიმა უნდა დაეკისროს. შეიძლება შემუშავდეს სისტემა, რომ მოხდეს ინფორმაციის გადაცემა ამ პირების შესახებ და ეს თავად საზოგადოების ჩართულობითაც უნდა მოხდეს. ეს არ ეხება 20-30 ოჯახს - ასეთი ოჯახები მთელი ქვეყნის მასშტაბით ათასობითაა და მათი კონტროლი ძალიან რთულია”, - ამბობს ენდელაძე. აქვე აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი “ფეისბუქ” მომხმარებელი თავის ტრაგედიაზე სოციალურ ქსელში წერს და პასუხისმგებლობას სწორედ უკონტროლოდ მოსიარულე კოვიდ ინფიცირებულს აკისრებს”, - დასძენს გამოცემა.

“ასეთმა მოწანწალე კოვიდ დადებითმა დამიღუპა ოჯახი და ახლა ჩემს შვილებს აღარ ჰყავთ მამა. მას რომ ჰგონია თავად უძლებს და მართავს თავის დაავადებას, ჩემი მეუღლე შეიწირა ვიღაცის დაუდევარობამ. მეც ვუჩივლებ ვიზეც გავიგებ, რომ გარეთ დადის”, - ნათქვამია კომენტარში. ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძეჯერ კიდევ 10 აგვისტოს საუბრობდა ამ პრობლემაზე. იგი აცხადებდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პირების ნაწილი საქალაქო ტრანსპორტითაც სარგებლობდა, რომელიც მაშინ შეზღუდული ჯერ კიდევ არ იყო. „მაქვს ინფორმაცია, რომ ბინაზე დარჩენილი დაახლოებით 35 000 ავადმყოფიდან ნაწილი არ იცავს თვითიზოლაციას, დადის ქუჩაში და მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით”, - ამბობს ცერცვაძე, რომლის თქმით, ეს არის ძალიან სერიოზული დარღვევა და ამავე დროს, სერიოზული ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ასეთი შემთხვევების ძალიან მაღალი რიცხვის შენარჩუნებას”, - წერს სტატიის ავტორი.

“კატეგორიულად ვთხოვ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც კოვიდინფიცირებულია და ასევე, ჯანდაცვის სისტემას, თუ აღმასრულებელ ხელისუფლებას, არ ვიცი კიდევ ვის ხელეწიფება, გააკონტროლოს ადამიანები, რომელთაც აქვთ კოვიდის მსუბუქი ფორმა, რომ 12 დღის მანძილზე დაიცვან თვითიზოლაცია, არავითარ შემთხვევაში არ დატოვონ სახლი, არ გამოვიდნენ ქუჩაში, არ იარონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ისინი სტუმრადაც კი მიდიან და საფრთხეს უქმნიან მოსახლეობას”, - აღნიშნავს ცერცვაძე, რომლის განმარტებით, “თუკი ეს ძალიან ცუდი პრეცედენტი არ აღმოიფხვრა, პირბადეების ტარება რომც კარგად გავაკონტროლოთ, მაინც გაგვიჭირდება ახალი შემთხვევების კონტროლი”, - დასძენს სტატიის ავტორი.

მკითხველის კომენტარები
(1)

მანჩო
11 მაისი , 2021 05:05

ტვინის ბურღვას თავი დაანებე! იცოდე, უფლისგან მოგეკითხება!

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

"კულუარებში საუბარია, რომ შესაძლოა ბავშვები ჩინური ვაქცინით აცრან" - დაიწყება თუ არა სკოლებში სწავლა სექტემბერში? | Allnews.Ge

"კულუარებში საუბარია, რომ შესაძლოა ბავშვები ჩინური ვაქცინით აცრან" - დაიწყება თუ არა სკოლებში სწავლა სექტემბერში?

“ქვეყანაში კორონავირუსის რამდენიმე შტამის ცირკულირების გამო და განსაკუთრებით კი ეს “დელტა” ვარიანტს ეხება, დღეს ბავშვების ინფიცირება უფრო მეტად ვლინდება, ვიდრე წინა ტალღების პერიოდში. სპეციალების განმარტებით, თუ ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა არ შემცირდა, სასწავლო პროცესის კლასებში დაწყება შესაძლოა რისკებთან იყოს კავშირში.

უკვე მეორე დღეა, ინფიცირებულთა კრიტიკულად მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება, ოთხშაბათს კორონავირუსის 4233 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 38 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.36 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.65 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.35 %”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით: "სკოლებში სწავლის განახლება შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს".

“როგორც იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, თუ ინფიცირებულთა რაოდენობა არ შემცირდება, სასწავლო პროცესის დახურულ სივრცეში გაგრძელება ძალიან გართულდება.

“ბავშვების კუთხით მდგომარეობა ზუსტად ისეთივეა, როგორც მოზრდილების. ვგულისხმობ იმას, რომ, როდესაც ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს, ამის უკან დგას ინფიცირებული ბავშვების რაოდენობის მატებაც და უფრო მეტი მიმართვიანობა პედიატრიულ სტაციონარებში.

რაც ყველაზე მთავარია, კორონავირუსის „დელტა" ვარიანტის ბუნებიდან გამომდინარე, მას უფრო მეტი გავრცელება ახასიათებს ახალგაზრდებში და ბავშვებში, რაც გულისხმობს იმ შემთხვევების ზრდას, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდება”, - განმარტავს ჩხაიძე, თუმცა, ამბობს, რომ “დელტა” ვარიანტს არ შეუცვლია წარმოდგენა კორონავირუსზე, - რომ კორონავირუსი უფრო ნაკლებად ვრცელდება ბავშვებში, მოზრდილებთან შედარებით”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ის მონაცემები, რომელიც გვაქვს და ჩვენ ძირითადად, აშშ-ის NCDC-ის მონაცემებს ვეყრდნობით, კორონავირუსის “დელტა” ვარიანტის შემთხვევაში, მაქსიმუმ 3%-ია იმ ბავშვების რაოდენობა, რომელსაც საავადმყოფოში მოთავსება სჭირდება, ანუ 100-დან 3. ეს არ არის დიდი მაჩვენებელი. 100-დან 97 ბავშვი კორონავირუსს გადაიტანს მსუბუქად, ბინის პირობებში, მაგრამ თუ დავთვლით პროცენტულ განაწილებას, 48 ათასი ინფიცირებულიდან 40 ბავშვი მაინც უნდა იყოს...

12 -დან 15-წლამდე ბავშვების ვაქცინაცია შესაძლებელია განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც მათ აქვთ ისეთი ქრონიკული პათოლოგიები, რაც ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მის ჯანმრთელობას რისკს შეუქმნის. ეს არ არის რუტინული და ყველა ბავშვს არ ეხება. ევროპის უმეტესი ქვეყანა უკვე ახორციელებს და ნაწილი გეგმავს 12-დან 15 წლამდე ბავშვების ვაქცინაციის დაწყებას, თუმცა, ინდივიდუალური გადასაწყვეტია, იქნება თუ არა ვაქცინაცია”, - მიიჩნევს იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი "რეზონანსთან".

“ეპიდემიოლოგი და ექსპერტი ირაკლი ხმალაძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ თუ ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები არ გატარდება, რეკომენდაციების კუთხით და ვაქცინაციის კუთხით, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში დაწყება რისკის შემცველი იქნება.

“რისკი, რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ეს რისკი უფრო გაიზრდება თუ დაცული არ იქნება ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები, რომლებზეც ჩვენ ამდენი ხანია ვლაპარაკობთ და რაც მთავრია, ყველა პერსონალი უნდა იყოს აცრილი - აღარაა იმის დრო, რომ მე მინდა და მე არა - კი ბატონო, აირჩიონ რომელი ვაქცინაც უნდათ, მაგრამ პერსონალი აუცილებლად აცრილი უნდა იყოს. ბავშვებშიც, ალბათ, პირველ რიგში სასურველია, რომ უფროსკლასელებიც აცრილები იყვნენ, ასევე, მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს რეკომენდაციები, პირბადეების გამოყენება იქნება ეს, თუ კლასებში დაცული გარკვეული დისტანცია” - თვლის ხმალაძე.

მისივე თქმით, “არაა გამორიცხული, რომ სექტემბრისთვის მატება იყოს, მით უმეტეს, ტურისტული სეზონია, მაგრამ, მაინცდამაინც კატასტროფული მატების შანსი არაა".

“შეიძლება მოიმატოს, მაგრამ სამი ათასზე მეტი არა მგონია იყოს, მართალია, მაღალი რიცხვები იყო, მაგრამ ახლა აცრის პროცესი ძალიან აქტიურად მიდის, რადგან ყველა “ფაიზერს” ელოდებოდა. რადგან “ფაიზერი” შემოვიდა, იმდენი დარეგისტრირდა, რომ დღეს რომ გინდოდეს ჩაწერა, ვერ ჩაეწერები. რაიონებშიც უკვე იგივე სიტუაციაა და ადამიანები უკვე აქტიურად იცრებიან და ბევრად უკეთეს სიტუაციას ველოდები, ვიდრე უარესს”, ამბობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ხომ არაა გეგმაში, რომ ქვეყანაში 16 წელს ქვემოთ ბავშვები აცრა დაიწყოს, როგორც ეს გარკვეულ ქვეყნებში ხდება?” - პასუხობს:

“ჯერ არა, რადგან ვაქცინა არაა გამოცდილი ისე, როგორც წესი და რიგია, თუმცაღა, კულუარებში საუბარია, რომ შესაძლოა ბავშვების აცრა ჩინური ვაქცინით მოხდეს, ოღონდ ეს შეიძლება იყოს ათი წლის ასაკიდან და არა უფრო ქვემოთ.... პედაგოგების აცრა მიმდინარეობს, მე ვინც მეკითხებოდა, უმეტესობა “ფაიზერს” ელოდებოდა, თითქმის ყველა პედაგოგი სასწავლო პროცესის დაწყების დროისთვის ალბათ აცრილი იქნება”.

“მანამდე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებული ადამიანები, სურვილის შემთხვევაში, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ აცრას. რაც შეეხება მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს, დღეის მონაცემებით ქვეყანაში ერთჯერადად 542 639 ადამიანია აცრილი, ხოლო სრულად 171 908”, - წერს სტატიის ავტორი.