როგორ გამოიყურება 500 პაციენტისთვის განკუთვნილი საველე ჰოსპიტალი დიღომში - დაათვალიერეთ ფოტოები | Allnews.Ge

როგორ გამოიყურება 500 პაციენტისთვის განკუთვნილი საველე ჰოსპიტალი დიღომში - დაათვალიერეთ ფოტოები

დიღომში, ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში საველე ჰოსპიტლის მოაწყვეს.

საველე ჰოსპიტალი 500 პაციენტისთვის არის განკუთვნილი და საწოლთა უმეტესობა ჟანგბადით იქნება აღჭურვილი.

savelehospitali-1629122931.jpg

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საველე ჰოსპიტალი ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში იყოს გამოყენებული და პაციენტების მართვა ჰოსპიტალურ სექტორში დარჩეს. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში საველე ჰოსპიტლის შექმნის რესურსი თბილისის გარდა სხვა რეგიონებშიც გამოინახება.

"საველე ჰოსპიტალი გაიშლება 500 საწოლამდე პაციენტისთვის, საწოლების უმეტესი ნაწილი იქნება ჟანგბადით აღჭურვილი. გამართულია ყველა ინვენტარი, მოწყობილობა და გაყვანილობა, რომელიც ესაჭიროება ამ საწოლებს, რომ მოხდეს მათი მომარაგება ჟანგბადით. დამონტაჟებულია ორი 5 ტონიანი ცისტერნა, რომელიც მოამარაგებს ამ საწოლებს ჟანგბადით.

savelehospitaliagchurviloba-1629122958.jpgsavelehospitalinside-1629122998.jpg

ბოლო პერიოდში საქართველოში არ ხდება ექიმების მომზადება სამხედრო-საველე პირობებისთვის, მაგრამ ექიმთა მეტ წილს მიღებული აქვს განათლება მაშინ, როდესაც სამხედრო გადამზადება იყო სავალდებულო და მათ აქვთ გარკვეული გამოცდილება ამ მიმართულებით. რაც შეეხება იმ ექიმებს, რომლებსაც გააჩნიათ სამხედრო წოდება, გეგმას არ წარმოადგენს, რომ ისინი იყვნენ გამოყვანილები და განაგრძონ საველე ჰოსპიტალებში მუშაობა.

savelehospitalicovid-1629123088.jpgsavelehospitaldatvaliereba-1629123089.jpg

სხვა ექიმთა ჯგუფი მიიღებს პაციენტებს ამ სივრცეებში, რომლებსაც აქვთ საკმარისი კვალიფიკაცია და პაციენტებს გაუწევენ შესაბამის მომსახურებას. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია წითელ ჯვართან, რომელთაც აქვთ კარგი გამოცდილება მოხალისეების და მუდმივი თანამშრომლების კუთხით, მათთან ერთად პაციენტები მიიღებენ უსაფრთხო მომსახურებას, რომელიც მათ ესაჭიროებათ" -განაცხადა მინისტრმა.