"კალათბურთზე ცოტა დაგვიანებით შევედი, სიმაღლე არ მიწყობდა ხელს“ - ვიქტორ სანიკიძე ოჯახზე, სპორტსა და პოლიტიკაში მოსვლაზე | Allnews.Ge

"კალათბურთზე ცოტა დაგვიანებით შევედი, სიმაღლე არ მიწყობდა ხელს“ - ვიქტორ სანიკიძე ოჯახზე, სპორტსა და პოლიტიკაში მოსვლაზე

სულ ცოტა ხნის წინ, რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სი, ისე მოგ­ვევ­ლი­ნა - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ პარ­ტი­უ­ლი სიით პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტი გახ­და. თუმ­ცა მა­ნამ­დე, რო­გორც სპორ­ტსმენ­მა, სა­ინ­ტე­რე­სო გზა გა­მო­ი­ა­რა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კა­ლათ­ბურ­თის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ღირ­სე­ბას იცავ­და და ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან 15 - წლი­ან პე­რი­ოდს ოქ­როს წლე­ბად მო­იხ­სე­ნი­ებს.

"მოხ­და ისე, რომ სპორ­ტის­თვის იძუ­ლე­ბით მო­მი­წია თა­ვის და­ნე­ბე­ბა, ტრავ­მა მი­ვი­ღე და ჩა­მოვ­შორ­დი საყ­ვა­რელ საქ­მი­ა­ნო­ბას, რაც მტკივ­ნე­უ­ლი მო­მენ­ტია ჩემ­თვის. კა­ლათ­ბურ­თი ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რია, უამ­რა­ვი რამ მომ­ცა, ჩემი ოჯა­ხის შექ­მნაც კი მას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ახ­ლა­ხან კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტად ამირ­ჩი­ეს და ისევ კა­ლათ­ბურ­თით ვი­ცხოვ­რებ, მე მისი უზო­მოდ მად­ლი­ე­რი ვარ - ამ­ბობს ცნო­ბი­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი და პარ­ლა­მენ­ტა­რი ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე და მისი ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­მენ­ტებ­ზე გვიყ­ვე­ბა:

"კა­ლათ­ბურთზე ცოტა დაგ­ვი­ა­ნე­ბით შე­ვე­დი, სი­მაღ­ლე არ მი­წყობ­და ხელს“

viqtor-49675-1640320238.jpg

1984 წლის 1 -ლ აპ­რილს და­ვი­ბა­დე. ამ დღეს ყვე­ლა ხუმ­რობს და კარგ ხა­სი­ათ­ზეა, თან ად­ვი­ლად და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი თა­რი­ღია. ბავ­შვო­ბის­დრო­ინ­დე­ლი დე­ტა­ლე­ბი და სკო­ლამ­დე­ლი წლე­ბი ბუნ­დოვ­ნად მახ­სოვს, ამი­ტომ ამ პე­რი­ოდ­ზე ბევ­რს ვერ ვი­ლა­პა­რა­კებ.

ორი წლით უფ­რო­სი ძმა მყავს, რო­მელ­საც, ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბით, 2 წლის ასა­კი­დან ახ­სოვს ყვე­ლა­ფე­რი. ჩემი მშობ­ლე­ბიც სპორ­ტსმე­ნე­ბი არი­ან - მამა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი იყო, დე­დაც უნი­ვერ­სი­ტე­ტის გუნდში თა­მა­შობ­და, მათ კა­ლათ­ბურ­თის მეშ­ვე­ო­ბით გა­იც­ნეს ერ­თმა­ნე­თი. ასე რომ, სპორ­ტულ-სა­კა­ლათ­ბურ­თო ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე.

263587002-607220377273885-6118653918989168685-n-48784-1640320279.jpg

სხვა­თა შო­რის, ჩემს კლას­ში ყვე­ლა­ზე მაღ­ლად არ ვით­ვლე­ბო­დი, მერე ავი­ყა­რე ტანი. ერთ დღე­საც, როცა სა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბი­დან დავ­ბრუნ­დი, აღ­მოჩ­ნდა, რომ კლას­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ვი­ყა­ვი. კა­ლათ­ბურთზე ცოტა დაგ­ვი­ა­ნე­ბით შე­ვე­დი, რად­გან სი­მაღ­ლე არ მი­წყობ­და ხელს. მშობ­ლებ­მა ჯერ ჩემი ძმა - ზურა შე­იყ­ვა­ნეს კა­ლათ­ბურთზე, მეც რა გა­მა­ჩე­რებ­და შინ მარ­ტოს და, ასე ვთქვათ, ძა­ლით "შე­ვეკ­ვე­ტე“ ამ სპორ­ტში. მა­შინ 12-13 წლის ვი­ყა­ვი, მაგ­რამ "სჯობს გვი­ან, ვიდ­რე - არას­დროს", ხომ გა­გი­გო­ნი­ათ...

ამე­რი­კი­დან და­წყე­ბუ­ლი და საფ­რან­გეთ­ში გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი სპორ­ტუ­ლი კა­რი­ერა

14753694-557911964401629-3867318280761058023-o-49607-1640320349.jpg

სკო­ლა­ში კარ­გად ვსწავ­ლობ­დი, ოთხი­ა­ნი ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი ნი­შა­ნი იყო. დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბის წყა­ლო­ბით, სკო­ლა წარ­ჩი­ნე­ბით და­ვამ­თავ­რე. 16 წლამ­დე ასა­კის ნაკ­რებ­ში მო­მი­წია თა­მა­ში, მახ­სოვს, ახალ­გაზ­რდუ­ლი ოლიმ­პი­ა­და იყო მოს­კოვ­ში, რის შემ­დე­გაც შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ვი­ღე, სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა ამე­რი­კა­ში გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა და პა­რა­ლე­ლუ­რად, კო­ლე­ჯში მეს­წავ­ლა. ნიუ იორ­კი­დან მქონ­და მოწ­ვე­ვა, მეტი რა უნ­დო­და პა­ტა­რა ბიჭს და დავ­თან­ხმდი, აქე­დან და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი.

264024084-1061104377986368-9202192802820462641-n-48809-1640320384.jpg

სხვა მო­ლო­დი­ნე­ბი მქონ­და და არც თუ ისე კარგ კო­ლე­ჯში მოვ­ხვდი, იქ სხვა რე­ა­ლო­ბა დამ­ხვდა - ვერც სპორ­ტუ­ლი და ვერც გა­ნათ­ლე­ბის მხრივ, გან­ვი­თა­რე­ბას ვერ ვხე­დავ­დი, შე­სა­ბა­მი­სად, იქ 4 წელი აღარ დავ­რჩი და ერთი წლის მერე, იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი. მა­ლე­ვე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ვი­ღე საფ­რან­გე­თი­დან, რაც ჩემ­თვის დიდი წარ­მა­ტე­ბა იყო - ხელი მო­ვა­წე­რე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ კონ­ტრაქტს საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ დი­ჟონ­ში,1 წელი იქ გა­ვა­ტა­რე და მერე NBA-ში მოვ­ხვდი. ამ ასაკ­ში ეს ოც­ნე­ბა­ზე მეტი იყო. სკო­ლა რო­დე­საც და­ვამ­თავ­რე, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რე, იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე, მერე და­უს­წრე­ბელ­ზე გა­და­ვე­დი და ზა­ფხუ­ლო­ბით მი­წევ­და ჩა­მოს­ვლა გა­მოც­დე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად.

განაგრძეთ კითხვა