როდის უნდა დავშალოთ ნაძვის ხე - ნათლისღებამდე თუ მის შემდეგ?
ნაძვის ხე ახალი წლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ატრიბუტია. სანამ კონკრეტულად ნაძვს დაეკისრებოდა მაგიური ფუნქცია, მანამდე ხალხი ნებისმიერ ხეს რთავდა, რადგან სჯეროდათ, რომ ყოველ ხეში სული ცხოვრობდა, რომლის კეთილგანწყობის მოპოვებაც ადამიანებს სიხარულსა და წარმატებას უქადდათ.
ნაძვის ხის აწყობის თარიღი არავის განუსაზღვრავს. ზოგი დეკემბრის ბოლომდე არ რთავს, ზოგი კი ნოემბრამდეც კი ძლივს ითმენს. ხოლო, როცა ნაძვის ხის დაშლის შესახებ ჩნდება კითხვები, საზოგადოების აზრი ორად იყოფა ხოლმე.
ერთი მხრივ, ჩვენში არის გავრცელებური ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ნაძვის ხე ნათლისღებას არ უნდა შეხვდეს, შესაბამისად, 19 იანვრამდე უნდა დაიშალოს. უფრო მეტიც, შესაბამისი გამოთქმაც კი არსებობს:
„ნაძვის ხემ თქვა: ბარბარობას დამასწარით და ნათლისღებას გამასწარითო“. ამის გამო ბევრს სჯერა, რომ ნაძვის ხეს ნათლისღებამდე თუ არ აიღებენ, უბედურება მოხდება.
დეკანოზ ზაქარია ძინძიბაძესთან ინტერვიუში დეკანოზი შეკითხვას: ნათლისღებამდე აუცილებლად უნდა დაიშალოს თუ არა ნაძვის ხე, ასე პასუხობს:
„რადგან მას არანაირი ეკლესიური და რელიგიური დატვირთვა არ გააჩნია, შესაბამისად, არც ნათლისღება არაფერ შუაშია მის დადგმასა და აღებასთან.“
თუკი ჩინურ კალენდარს გავითვალისწინებთ, ახალი წელი 1 თებერვალს დგება, ამიტომ ფენშუის მიმდევრები გვირჩევენ, რომ ნაძვის ხე თებერვლის პირველ კვირამდე მაინც არ დავშალოთ.