დიღმის მასივში, საცხოვრებელი კორპუსში აფეთქება მოხდა- რა ვიცით შემთხვევის შესახებ?
დიღმის მასივში, საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულზე აფეთქება მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, დაშავებულია ერთი ადამიანი.
მათივე ინფორმაციით, აფეთქება, სავარაუდოდ, დაგროვილმა აირმა გამოიწვია.
ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია, თუმცა სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ადგილზე ჯერ კიდევ რჩებიან.