მიზეზები, რომელთა გამოც შაქრის გამოყენებაზე უარის თქმა აუცილებელია
ბოლო დროს ქვეყანაში აქტუალურად განიხილება შაქრის დეფიციტის საკითხი. თეთრი შაქრის გამოყენება იმდენად იქცა ხალხის ყოველდღიურობად, დიასახლისებს მის გარეშე მომზადება ვერც კი წარმოუდგენიათ, მაგრამ ეს ასე არ არის და პირიქით, სახლში შაქრის არქონას უამრავი დადებითი მხარეც აქვს.
წარსულში ხილის წვენისგან დამზადებული სიროფი იყო ერთადერთი და ყველაზე გავრცელებული დამატკბობელი. დღეს რაფინირებულმა შაქარმა მთლიანად ჩაანაცვლა ის. შაქარი მზადდება შაქრის ლერწმის ან შაქრის ჭარხლისგან.
არსებობს შაქრის რამდენიმე განსხვავებული ტიპი, რომლებიც კულინარიას ტექსტურების, ელფერების და არომატების მთელ რიგს ამატებენ. ძირითადად, შაქარი ორ კატეგორიად იყოფა: ყავისფერი და თეთრი შაქარი.
თეთრი შაქარი - ეს არის რაფინირებული ყავისფერი შაქარი. მისი გემო უფრო ტკბილია, ვიდრე ყავისფერი შაქრისა. რაფინირებული შაქარი ორგანიზმისთვის საკმაოდ საზიანოა. მან შეიძლება გაზარდოს სიმსუქნის ტიპი, გამოიწვიოს დიაბეტი ან მოახდინოს გულის დაავადებების პროვოცირება. შაქარი ასევე უკავშირდება დეპრესიას, ღვიძლის დაავადებას და სხვა უამრავ დაავადებასაც.
თეთრ და ყავისფერ შაქარს შორის არჩევანი მხოლოდ პირად შეხედულებებს ემყარება. ისინი ერთმანეთის მსგავსია და ჯანმრთელობაზეც თითქმის ერთნაირად მოქმედებს.
რა დადებითი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს შაქარს თქვენს ჯანმრთელობაზე?
შაქარს მოაქვს ენერგიის მაღალი დონე, გეხმარებათ უკეთესად ძილში და აუმჯობესებს ნაწლავების მდგომარეობას.თუმცა, საბოლოო ჯამში მაინც მივდივართ იქამდე, რომ შაქრის გამოყენება მხოლოდ გემოვნების საკითხია და ორგანიზმისთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს. თუნდაც ადამიანმა შაქარი მთელი ცხოვრების განმავლობაში არ მიიღოს, მას პრობლემები მაინც არ შეექმნება.