ვინ არის ბათუმელი მოდელი 2 მილიონამდე გამომწერით, რომლის მდიდრული ცხოვრება კრიტიკის საგანი გახდა
ბათუმელ მარიამ შუკაკიძეს სოციალურ ქსელში კარგად იცნობენ. გასაკვირიც არ არის, რადგან ის ერთადერთი ქართველია, რომელსაც ყველაზე მეტი მიმდევარი ჰყავს "ინსტაგრამზე". მარიამს 1.8 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. შუკაკიძე დაოჯახებულია, ჰყავს მეზღვაური მეუღლე და ორი პატარა გოგონა.
მარიამ შუკაკიძის ფუფუნებაში ცხოვრება ბევრისთვის კრიტიკის საგანი ხდება. მასზე ხშირად წერენ, რომ უამრავი პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული, ფოტოებში სპეციალური პროგრამით ფეხებს იგრძელებს და უამრავი სხვა ბრალდება, რომელსაც ხშირად ცნობილ სახეებს უყენებენ...
გამომწერების რაოდენობის მიუხედავად, ის არ გახლავთ ინფლუენსერი და არცერთი კომპანიის პროდუქციას არ არეკლამებს, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი შეთავაზებები აქვს. სოციალურ ქსელში კი მხოლოდ ოჯახურ ან პირად ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ცხოვრება მშვენიერია...
მედიასთან ურთიერთობას ერიდება, თუმცა როგორც ჩანს, მასზე გავრცელებულმა ჭორებმა დაღალა და გადაწყვიტა, ერთი ვრცელი პოსტით გაეცა ყველა კითხვაზე პასუხი...
მარიამ შუკაკიძე:
- არც კი ვიცი საიდან დავიწყო... ძალიან დიდი ხანია, ამ ყველაფერს შორიდან ვუყურებ. ბევრჯერ მიფიქრია გამეცა თუ არა პასუხი იმ ბოროტებისთვის, რასაც ყოველდღე ვხვდები. მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ. უსასრულო განხილვა, ლანძღვა და ბოღმის ნთხევა ჩემს ფოტოებზე.
პირველ რიგში, მე ძალიან ამაყი ვარ ჩემი ოჯახით, ჩემი შვილებით, მეუღლით. ჩემი მშობლებითა და და-ძმით. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ყველაფერი გვაქვს უფლის წყალობით. მშვიდი ცხოვრება და უამრავი კარგი ადამიანი ირგვლივ.
ახლა კი პასუხები, მათ ვინც მთელი ცხოვრება "კომენტარებით" მებრძვის.
მარიამ შუკაკიძე მეუღლესთან ერთად
თავის მოვლა და გამოსასვლელი კაბებით სეირნობა, სირცხვილი ნამდვილად არ არის. აი, თქვენი საქციელი კი ბოროტებაა. რასაც წერთ და იგლეჯთ გულებს, სრულიად ამაზრზენია ჩემთვის და ყველა ჩამოყალიბებული, თანამედროვე ადამიანისთვის.
განიხილავთ იმას, რაც ნამდვილად არავის საქმე არ არის.
თურმე რადგან ცხვირის ოპერაცია გამიკეთებია ოდესღაც, ჯვარს უნდა მაცვან და პლუს თავიანთი ფანტაზიით მიამატონ ის, რომ ყველანაირი პლასტიკა გაკეთებული მაქვს და ამის მტკიცებაში კარგავენ მთელ ცხოვრებას. ან ეს რა სალაპარაკოა, საერთოდ ვინ ეკითხებათ, რა მდაბიო საქციელია, ხვდებით?
მთელი ჰოლივუდი გადაკეთებულ- გადმოკეთებულია, ასევე მსოფლიოში წამყვანი მოდელებიც. ნუ, ეს ჩემზე უკეთ იცით. არ გამოგრჩებოდათ არცერთი და ამ ყველაფრის ფონზე მე რატომ შემჭამეთ? ერთი პლასტიკური რომელიც, ტრავმის გამო გავიკეთე, გახდა ამდენი წლის სალაპარაკო. კარგით რაა.