გზა კრემლის პროპაგანდისტობამდე - როგორია პუტინის მეხოტბის, მარგარიტა სიმონიანის ცხოვრება
მწერალი, სცენარისტი და ჟურნალისტი, ასე მოიხსენიებს რუსული მედია პუტინის მეხოტბეს, კრემლის მხარდამჭერსა და ერთ-ერთ მთავარ პროპაგანდისტს, სახელმწიფო მაუწყებლის RT-ის მთავარ რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანს.
მისი პერსონა აქტუალური განსაკუთრებულად უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ გახდა, რადგან სიმონიანის განცხადებები შეურაცხმყოფელია უამრავი ადამიანისთვის.
რუსები მისი ცხოვრების გზას "სამაგალითოს" უწოდებენ. რიტა, როგორც მას ეძახიან, კრასნოდარში დაიბადა. მის ოჯახს იმდენად უჭირდა, რომ სახლში, სადაც ის ცხოვრობდა, არ იყო გაზი, წყალი და ოთახებში ვირთხები დარბოდნენ.
სახლი, სადაც სიმონიანი ცხოვრობდა
ჯერ კიდევ მაშინ გადაწყვიტა, რომ სიღარიბეს გაქცეოდა და მომავალში მაინც სიმდიდრეში ეცხოვრა, რაც საბოლოოდ რუსი ფიურერის, პუტინის ერთგულებითა და მხარდაჭერით შეძლო...
"პუტინს იმხელა მუხტი აქვს, მისი სიტყვით გამოსვლისას, სრულიად უცხო ხალხი ერთმანეთის კოცნას იწყებს", - ამბობს მარგარიტა სიმონიანი
სკოლაში სწავლის პერიოდში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ამერიკაში წავიდა. ახალი ცხოვრების ნახვის შემდეგ გადაწყვიტა საცხოვრებლად შტატებში დარჩენილიყო, მაგრამ საბოლოოდ ისევ რუსეთში დაბრუნდა.