
ტურიზმის სფეროს ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი სასტუმროების ბიზნესია.
ხშირად მაღალი ფასების გამო საქართველოში ჩამოსული ტურისტები უპირატესობას დაბალფასიან სასტუმროებსა და ჰოსტელებს ანიჭებენ.
"საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება, თუმცა, ქვეყანაში მათი განთავსების ფასები მაღალია", - ამბობს Allnews.ge-სთან საუბრისას ექსპერტი ტურიზმის საკითხებში ვატო ასატაშვილი.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მისი თქმით, საქართველოში ტურიზმის სერვისის ფასები საკმაოდ მაღალია. როგორც ის ამბობს, სერვისი და ფასი ერთმანეთთან თანხვედრაში არ არის, "ანუ ხარისხი ბევრად ჩამორჩება იმ ფასს, რაც გვაქვს".
"ამის გამოსასწორებლად რამდენიმე გზა არსებობს, ერთ-ერთი ვიზიტორების რაოდენობის ზრდაა.
ამ პროცესს მოჰყვება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, რასაც ასევე მოჰყვება არა მხოლოდ ძვირადღირებული ქსელური სასტუმროების განვითარება, არამედ იაფფასიანი სასტუმროებისა და ჰოსტელების გამრავლება. როცა ვამბობთ, რომ ფასი მაღალია ვიდრე სერვისი, ეს მართალია და ამას სჭირდება დინამიური განვითარება".
ექსპერტის თქმით, საქართველოში ტურიზმის ყველანაირი სერვისის განვითარებაა შესაძლებელი, მათ შორის All inclusive სერვისის, რომელიც, როგორც ასატაშვილი ამბობს, ხშირად ტურისტებისთვის უფრო საინტერესო და მისაღებია.
"იქიდან გამომდინარე, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურის მხრივ განუვითარებელი ქვეყანა ვართ, ტურიზმის თითქმის ყველა მიმართულებით გვაქვს პოტენციალი. პრემიუმ კლასის სერვისის განვითარება უფრო სწრაფ შედეგს აძლევს ინვესტორს და ამიტომ უფრო მეტი მოთხოვნაა ამ მიმართულებით ინვესტიციებზე, თუმცა All inclusive სერვისის განვითარებისთვის აუცილებელია უფრო დიდი ინვესტიციები, ვგულისხმობ დიდ საკურორტო კომპლექსებს, რომლებიც იმუშავებენ არა სეზონურად, არამედ მთელი წლის განმავლობაში.
მომდევნო 5 წლის პერსპექტივაში ძალიან მეეჭვება ქართველმა ან უცხოელმა ინვესტორმა ამ მიმართულებით დიდი ინვესტიცია ჩადოს, ვინაიდან ჩვენ მაინც სეზონური ტურიზმი გვაქვს, ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს სეზონის დაგრძელება", - ამბობს ვატო ასატაშვილი.
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის თავმჯდომარის, შალვა ალავერდაშვილის თქმით კი, სასტუმროების ფასები მისაღებია, რადგან ტურისტების რაოდენობა იზრდება და მათ უკმაყოფილება არ აქვთ ფასებთან დაკავშირებთ.
"ფასებს მოთხოვნიდან გამომდინარე განვსაზღვრავთ. მოთხოვნა რომ არ გვქონდეს, მაღალ ფასს ვერ დავადებდით, ეს საბაზრო ეკონომიკის პირობებში არსებული ფასია.
რატომ უნდა დავკარგო ფული, როცა ვყიდი და შემიძლია ძვირად გავყიდო.
რადგან ტურისტების რაოდენობა ქვეყანაში იზრდება, ე.ი სასტუმროები კარგად მუშაობს და ფასები მისაღებია. მე რომ მოთხოვნა არ მქონდეს, მექნებოდა დაბალი ფასი, მაგრამ არის მოთხოვნა და არის მაღალი ფასებიც".
"საქართველოში ჩამოსული ტურისტების 90% ძალიან კმაყოფილია. იმ შედეგიდან გამომდინარე, რაც გვაქვს, ვფიქრობთ ცუდად არ ვმუშაობთ. ცუდად რომ ვმუშაობდეთ, ქვეყანაში ტურისტების რაოდენობაც არ გაიზრდებოდა", - ამბობს შალვა ალავერდაშვილი.
ტურისტები ყაზახეთიდან: საქართველოში maroon5 -ის კონცერტისთვის ჩამოვედით, თუმცა სხვა ქალაქებშიც ვიყავით. აქ არსებული ფასები ასე თუ ისე მისაღებია, არც ძალიან ძვირია და არც იაფი. მაგალითად სასტუმროში 50$-ს ვიხდი, რაც არც ისე იაფია.
ანა, ტურისტი რუსეთიდან: ტურით ვარ საქართველოში ჩამოსული, სხვადასხვა სასტუმროებში ვჩერდებით, რამდენიმე ქალაქში ვიყავი, ყველაფერი მომეწონა, ფასებითაც კმაყოფილი ვარ, ჩემთვის მისაღებია.
უწყობს თუ არა ხელს All inclusive სერვისის განვითარებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ხომ არ აქვთ ამისათვის წამახალისებელი პროექტები, კითხვებით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მივმართეთ, სადაც გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე აღნიშნული სერვისის განვითარებისთვის რაიმე სახის პროექტები ჯერ არ აქვთ.
თეა ბეჟიტაშვილი
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თბილისის მერიის ინფორმაციით, საბურთალოსა და ისნის რაიონების კონკრეტულ მისამართებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება პირველი ივლისიდან ამოქმედდება.
მათივე ცნობით, საბურთალოს ტერიტორიაზე ზონალურ-საათობრივი პარკირება კოსტავასა და ჟიული შარტავას ქუჩების ნაწილზე, გიორგი სააკაძის დაღმართსა და სხვა მიმდებარე ქუჩების ნაწილზე დაწესდება, სადაც ასევე, შშმ პირთა სპეციალური და ელექტრომობილების დასამუხტი ადგილები იქნება გათვალისწინებული.
„იმისთვის, რომ მოსახლეობამ შესაბამის მისამართებზე რეგისტრაციის გავლა შეძლოს, პირველი ივნისიდან პარკირების ჯიხურები საბურთალოს ტერიტორიაზე განთავსებული იქნება შემდეგ მისამართებზე: მერაბ კოსტავას ქუჩა (სპორტის სასახლის მიმდებარედ), ანა კალანდაძის ქუჩა N3, ვახტანგ ჭაბუკიანის ქუჩა N2, სიმონ კანდელაკის ქუჩა N7, გურამ ფანჯიკიძის ქუჩა N22ა, სერგო ზაქარიაძის ქუჩა N8, ვაჟა-ფშაველას გამზირი N71ბ, მიხეილ შავიშვილის ქუჩა (ვაჟა-ფშაველას გამზირი, მე-4 კვარტალი, კორპ. N5), ელიზბარ მინდელის ქუჩა (ვაჟა-ფშაველას გამზირი, მე-5 კვარტალი, კორპ. N4).
ისნის რაიონში, მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, მეველეს ქუჩაზე, ასევე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება. აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლები დარეგისტრირებას მეველის ქუჩა N7/9-ში განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურში შეძლებენ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მკითხველის კომენტარები
(1)
ეკლესია მოკვდა პირველ საუკუნეში და აღდგება ბოლო ჟამს ქრისტეს მოსვლის წინ. ეს იქნება დიდი ნიშანი რომელზეც დაწერილია გამცხადებაში (გამოცხადება 12:1)