როგორ ეხმაურებიან სტუდენტების პროტესტს და გუშინ განვითარებულ მოვლენებს- განსხვავებული შეფასებები
გუშინ ხმაური იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის კაბინეტში შეიჭრნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა, კაბინეტს არ დატოვებდნენ.
როგორც ირკვევა ისინი წარმოადგენენ ორგანიზაციას "ბრძოლა განათლებისთვის" და მოითხოვენ რექტორის გადაყენებას, რადგან, მათივე განცხადებით, უნივერსიტეტმა არ გაითვალისწინა სტუდენტების მოთხოვნა სემესტრის ბოლომდე სწავლის ჰიბრიდული რეჟიმი შენარჩუნებულიყო.
მათი თქმით, რექტორი გიორგი შერვაშიძე მათ უარს ეუბნება უნივერსიტეტში მიმდინარე სემესტრის ბოლომდე სწავლების ჰიბრიდული რეჟიმის შემოღებაზე, რის გამოც, რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს თბილისში ბინების დაქირავებისა და აუდიტორიებში ლექციებზე დასწრების პრობლემა ექმნებათ.
საკამოდ მძიმე საყურებელია ის ვიდეოები, რაც გავრცელდა. სტუდენტები არ ერიდებიან უნივერსიტეტის თანამშრომლების სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.
მომხდარს განსხვავებული გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში. ნაწილი სტუდენტებს მწვავედ აკრიტიკებს და ამბობენ, რომ ძალადობა დაუშვებელია. ზოგიერთი კი მიიჩნევს, რომ სტუდენტებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ არ მოუსმინა, რამაც შესაბამისი შედეგი გამოიღო:
ოთო აბესაძე:
ის რაც თსუ - ში ხდება არის ძალიან ცუდი. არანაირი გამართლება არ აქვს ძალადობას დადგა საჭიროება ჰიბრიდული სწავლების? ყველაფერს ვაკეთებთ პროფესორები ამისთვის ხელებით, ფეხებით, 2 ლეპტოპით მიმყავს ლექცია/სემინარები რომ ამომწურავად მიიღოს ყველამ ცოდნა ვინმე დაინტერესებულა როგორი რთულოა პროფესორითვის სრულყოფილად გადასცეს ცოდნა სტუდენტებს თან აუდიტორიაში და თან ორ ლეპტოპში ისე, რომ თანაბრად მიიღოს ყველამ ხარისხიანი ინფორმაცია?
ვინმეს გიფიქრიათ იმაზე, რომ თან აუდიტორიაში უნდა ახსნა დაფაზე, პარალელურად zoom - ით აკეთო ექსელში ამოცანები და თან აუხსნა ორივე განზომილებას ხარისხიანად (online/offline) ვერ ახერხებენ სტუდენტები ჩამოსვლას გამოცდებისთვის თბილისში? კიბატონო ყველა დიდ ქალაქში მოეწყო საგამოცდო ცენტრი. ეხლაც აი ამ წამსაც ელექტრონულ გამოცდებს ვაკეთებდი. აი ეს ვაგხანალია რაც მოხდა თსუ ში არის თითოეულ პროფესორზე “სილის გაწვნა”. პროტესტი არის სხვა რამ და ძალადობა არის მარაზმი. არ იმსახურებს თსუ ამას და არ ვიმსახურებთ ჩვენ პროფესორები ამას. დღეს დეკანსა და დაცვის თანამშრომლებთან ერთად მეც მომხვდა თქვენს მიერ მოქნეული ხელი. მომხვდა იმიტომ, რომ ყველაფერს ვაკეთებ ჩემი სტუდენტების კომფორტისთვის და სანაცვლოდ თსუსთან ერთად ეს დარტყმა მივიღე მეც.
მერაბ მეტრეველი:
ყველა კერძო უმაღლესი სასწვლებელი უნდა გავიტანოთ თბილისიდან.თბილისში უნდა დარჩეს ისინი, რომელბიც კომუნისტების დროსაც იყვნენ: თსუ, სამედიცონო, თეატრალური და ა.შ.დანარჩრნებს ანუ კერძოებს და მათ შორის ყველაზე პრესტიჟულებს მთავრობამ უნდა შესთავაზოს შეღავათები (ვთქვათ ყველა გადასახადისგან გათავისუფლება 10 წლით) იმის სანაცვლოდ, რომ გადავიდნენ თუნდაც თბილსთან ახლოს მდებარე რეგიონულ ცენტრებში, როგორებიცაა: თელავი, გორი, რუსთავი...ახლო ქალსქებს იმიტომ ვასახელებ, რომ პროფესურა ძირითადად თბილისში ცხოვრობს და სიარული რომ არ გაუჭირდეთ. ღუმცა თუ ვინმე მოახერხებს და მოინდომებს ლიხს იქითაც გადასვლას: ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში და ა.შ. კიდევ უფრო მეტად უნდა წაახალისონ.ამ ცვლილებით რამდნეიმე კურდღელს დავიჭერთ:
1) განიტვირთევბა თბილისი, სადაც ისედაც ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი
2) დაიტვირთება და გამოცოცხლდება პატარა ქალაქები.
3) სტუდენტებს ბინა და ზოგადად ცხოვრება დაუჯდებათ იმის ნახევარი ფასი,.რაც თბილისში.
4) ხოლო პატარა ქალაქის მცხობრებლებს მიცემათ ბინების გაქირავების საშუალება.
5) ამ ქალქებში დამატებით გაჩნდება კაფეები კლუბები და ა.შ.
ზუეა სიხარულიძე:
ყველანაირი ძალდობა დაუშვებელია მითუმეთეს უნივერსიტეტში!!! მაგრამ რა არის ამის მიზეზი -ზუსტად პოსტპანადემიური პერიოდი. ჩვენ დავკარგეთ და აი ამ სტუდენტებმაც იმ ორი წლის მანძილზე პირდპაირი კომუნიკაციის უნარი ერთანეთშიც და მათთანაც. იმათ ჩამოუყალიბდათ ასეთი ტიპის ქცევითი მოდელი ეს არც მათი ბრალია არც არავისი ეს სიტუაციურად ხდება ამიტომ ჰაოტურად არ უნდა მომხდარიყო სწავლის გაგრძლება უნდა მომზადებულიყო რაღაც გარდამავალი პერიოდი და ადაპტირება უნდა მომხდარიყო მათ ცნობიერებაში რომ უნივერსიტეტის კედლებს და ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდნენ. ძაან მძიმე კრიზისია ეხლა უმაღლესი განთლების სისტემაში. ბევრი ქვეყანა დარჩა ჰიბრიდულ მოდელზე და ნელ ნელა გადავლენ ან დარჩებიან ამ მოდელზე.ამიტო სულ ვიძახდი რომ პისტკოვიდური პერიდი იქნება მძიმე ბევრი რამ იქნებოდა შეცვლილი და ამისთვის უნდა მოვზადებულიყავით. არავის არ გაუვა ულტიმატუმის ენით საუბარი და ყველა წაგებული დარჩება.