
ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც საუბრობს, რომ ურეკის მაგნიტური ქვიშები - რეალურად საუკუნის აფიორაა საქართველოში. რაც შეეხება მაგნიტური ქვიშებით მკურნალობის რეკომენდაციას ექიმის მხრიდან, როგორც მარშანია ამბობს, ეს ჩვეულებრივი მავნებლობაა.
არჩილ მარშანია ვიდეოში ამბობს: "არანაირი სამკურნალო ეფექტი მაგნიტურ ქვიშას არ აქვს და ჯერ ეს დადასტურებული არ არის. შესაბამისად, ნებისმიერი რეკომენდაცია, განსაკუთრებით, ექიმებისგან მაგნიტური ქვიშების შესახებ, შესაძლოა, შეფასდეს ორ ნაწილად:
1. ეს არის ტყუილი.
2. ეს არის მავნებლობა.
მოდით, ფაქტებს მივყვეთ ქრონოლოგიურად, რა ხდება ამ ვაქხანალიის გარშემო.
როდესაც ექიმი ამბობს, რომ სამკურნალოა, ამის მტკიცებულებები უნდა ჰქონდეს. პირველი ფაქტი, რომ ეს ტყუილია, არის ის, რომ არ არსებობს იმის არანაირი სამეცნიერო მტკიცებულება, რომ მაგნიტური ქვიშა რამენაირად შეიძლება იყოს სამკურნალო თვისებების მქონე.
აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთ კურორტზე წასვლა ცუდი არაა და ჰაერის გამოცვლაც ცუდი როგორ უნდა იყოს. ამ ვიდეოში ლაპარაკია იმაზე, რომ ზედმეტი მოლოდინები არ უნდა გვქონდეს, რაც მერე შეიძლება დამაზიანებელი იყოს ჩვენთვის.
საიდან მოდის ეს ყველაფერი?
ეს არის საბჭოთა დანატოვარი. საბჭოთა კავშირიდან ძალიან ცუდი მემკვიდრეობა გვერგო და მათ შორის არის საბჭოთა სამეცნიერო ამბებში სასწაული იდეები, რომელიც მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში მუშაობს და მსოფლიოში ამას არავინ აღიარებს.
კურორტოლოგია შარლატანობაა და არ შეიძლება კურორტი იყოს სამკურნალო ეფექტის მქონე. რა თქმა უნდა, მკურნალობასთან ერთად კარგია, თუ პარალელურად სუფთა ჰაერზე იქნებით, მაგრამ აქ წამყვანია მედიკამენტოზური მკურნალობა, რასაც გადიხართ და არა ის, სად იქნებით ტერიტორიულად.
მკურნალობის გარეშე ტუბერკულოზი აბასთუმანშიც დამძიმდება და ზემო ხოდაშენშიც. ბახმაროში 21 დღე წახვალთ თუ 22, ერთნაირად სასაგებლო იქნება და არა სამკურნალო. ფიჭვის ყვავილობა არანაირი ეფექტის მომცემი არ არის, პიქირით, შეიძლება მავნებელიც კი იყოს ალერგიული ადამიანებისთვის".
არჩილ მარშანია ასევე პასუხს სცემს ექიმების მოყვანილ არგუმენტებს, რომლებიც პაციენეტებს სხვადასხვა მიზეზით ურჩევენ სამკურნალოდ მაგნიტურ ქვიშებზე წასვლას."არგუმენტი პირველი, ექიმები ამბობენ, რომ იქ მაგნიტური ველია, და რა მერე? - მაგნიტური ველი ყველგან არის ჩვენს გარშემო. მაგნიტური ველი ყველაზე დიდი რაოდენობით ემ-ერ-ტე-ს აპარატშია და რა ვქნათ, ბავშვები შევსვათ და ვუმკურნალოთ?" - ამბობს ექიმი.
მისივე თქმით, ექიმები ასევე ამბობენ, რომ მილიონობით ბავშვზე დაკვირვების შედეგად, ძალიან კარგი შედეგები აქვთ. არჩილ მარშანიას აზრით კი, ექიმმა კვირაში ხუთი დღე რომ იმუშაოს და ნახევარი საათი მაინც დაუთმოს თითოეულ ბავშვს, მილიონი პაციენტის გასინჯვას 226 წელიწადი სჭირდება. განაგრძეთ კითხვა