საქართველოს ყავის იმპორტი 27%-ით გაუძვირდა - შემცირებული მოსავლის ფონზე, მსოფლიო ფასების ზრდის მოლოდინშია
2022 წლის 7 თვეში საქართველოში ყავის იმპორტი გაიზარდა, ამასთან, წელს ქვეყანას ყავა უკვე 27%-ით გაუძვირდა. თუ გავითვალისწინებთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს - შემცირებულ მოსავალს მწარმოებელ ქვეყანაში, დიდი ალბათობით, საქართველოს ყავის იმპორტი კიდევ გაუძვირდება. ცნობისათვის, ბრაზილიაში ყავის წარმოება მცირდება.
რაც შეეხება ზოგად მაჩვენებლებს, საქართველომ 2022 წლის 7 თვეში 4,422 ტონა ყავა იყიდა, რაშიც 15,510 მლნ დოლარი გადაიხადა. შესაბამისად, გამოდის, რომ საშუალოდ ერთი ტონა 3 507 დოლარი დაჯდა. 2021 წლის იანვარ-ივლისში კი საშუალო ფასი ტონაზე 2 760 დოლარს შეადგენდა, კერძოდ, შარშან 9,317 მლნ დოლარის ღირებულების 3,375 ტონა ყავის იმპორტი განხორციელდა.
ქვეყნები, სადაც საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით ყავას ყიდულობს:
- ინდონეზია - 2 388 ტონა (5,903 მლნ დოლარი)
- ვიეტნამი - 595,1 ტონა (1 448 მლნ დოლარი)
- რუსეთი - 349,4 ტონა (1 724 მლნ დოლარი)
- გერმანია - 227,6 ტონა (1,532 მლნ დოლარი)
- იტალია - 148,9 ტონა (1,653 მლნ დოლარი)