საშიშია თუ არა პლასტიკური ჭურჭელი ჯანმრთელობისთვის?
ზაფხულის დადგომასთან ერთად ხშირად მივაშურებთ აგარაკებს, ვაწყობთ პიკნიკებს და საერთოდ, მეტ დროს ვატარებთ ბუნებაში.
ამ პერიოდში ბევრი დიასახლისი იყენებს პლასტიკურ, ერთჯერად ჭურჭელს. პლასტიკური ჭურჭელი ძალზე მოსახერხებელია, არ ტყდება, არც რეცხვა სჭირდება, მისი ყიდვა ყველგან შეიძლება, არც ფერების არჩევანია შეზღუდული.
საინტერესოა, არის თუ არა მავნებელი ამგვარი ჭურჭელი. პოლიმერები, რომლითაც ერთჯერადი მოხმარების ჭურჭელი მზადდება, არატოქსიკურია და ის საჭმელს არ ერევა, მაგრამ შუალედური ნივთიერება, ტექნოლოგიური მინარევები, ფერის მიმცემი საშუალებები შესაძლოა შეერიოს ამგვარ ჭურჭელში მოთავსებულ საკვებს და ადამიანის ტოქსიკური მოწამვლა მოხდეს.
რა შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს მავნებელი ამგვარი სახის ჭურჭელი? ტოქსიკური მოწამვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი საკვებს ამ ტიპის ჭურჭელში არა მხოლოდ ცივად, არამედ გამთბარსაც ინახავს. პოლიმერულ ნივთიერებებს ახასიათებს დაძველების პროცესი, რომლის შედეგადაც მათში არსებული მინარევები ნაწილებად იშლება და ამგვარი საგნები სხვადასხვა პირობებში მომწამვლელი ხდება – არ შეიძლება მათი გაცხელება, გარეცხვა და ა. შ.
სხვადასხვა სასმლისა და გაზიანი წყლისათვის ბოთლებს პოლივინიქლორიდისგან ამზადებენ, ამ ნივთიერების გამოყენებით მზადდება კოსმეტიკური კოლოფებიც. პოლივინიქლორიდი გამოყოფს მავნე ნივთიერება ვინიქლორიდს. ბუნებრივია, რომ ბოთლიდან ის ხვდება სასმელში, თეფშიდან – საკვებში და შემდეგ უკვე ადამიანის ორგანიზმში. ვინიქლორიდი ითვლება კანცეროგენულ ნივთიერებად, რომელიც ჩამოსხმულ სასმელში ერთი კვირის შემდეგ გამოიყოფა, ერთი თვის შემდეგ კი ასეთი ტიპის ბოთლში უკვე რამდენიმე მილიგრამი ვინიქლორიდია დაგროვებული. ექიმი ონკოლოგების განმარტებით კი, ეს ბევრია.
ხშირად პლასტიკურ ბოთლებს ხელმეორედ იყენებენ სხვადასხვა სასმლის ჩასასხმელად, მათ შორის ალკოჰოლური სასმლისთვისაც. ბაზარში შეხვდებით რძით და ზეთით სავსე პლასტიკურ ბოთლებს. ხუთლიტრიანმა პლასტიკურმა ჭურჭელმა აგარაკებზე სანთლები შეცვალა და ხშირად ამ ტიპის ჭურჭელში თვეებისა და წლის განმავლობაში ინახავენ ნაკურთხ წყალსაც. მხოლოდ ცოტამ თუ იცის, რომ ამ ტიპის ჭურჭელში წყლის გარდა, არანაირი სასმლის ჩასხმა არ შეიძლება და ისიც – გარკვეული დროით. განაგრძეთ კითხვა