ვინ არის დემნა გვასალიას მუზა, ფინელი მოდელი სიარულის არასტანდარტული მანერით?
"მე ვერ ვიტან ჩარჩოებს", - ეს Balenciaga-ს კრეატიული დირექტორის, დემნა გვასალიას სიტყვებია. მისი ნამუშევრების, შოუების შეფასებისას რაც შეიძლება პირველ რიგში თქვათ, ესაა "ჩარჩოებიდან გაქცევა." დემნამ მოდის სამყარო შეცვალა და მბრწყინავ, გლამურულ მაღალ მოდას სულ სხვაგვარი ესთეტიკა შესთავაზა, ესთეტიკა, რომელიც სათავეს დაბალი სოციალური ფენის ადამიანების ცხოვრებიდან იღებს.
მან მაღალ საზოგადოებაში ისეთი სტილი შეიტანა და რაც მთავარია, ტრენდად დაამკვიდრა, რომელსაც ადრე ყურადღებას არავინ მიაქცევდა - ჩვენ რომ "ლილოს ჩანთებს" ვეძახით, ის რაც სიღარიბეასთან, მძიმე ცხოვრებასთან ასოცირდება, მან მაღალ მოდად აქცია, დემნამ აჩვენა მაღალ საზოგადოებას, რომ მათ გვერდით სხვა ადამიანებიც არსებობენ, რომლებსაც ისინი ვერ, ან არ ხედავენ.
გარდა ნამუშევრებისა და შოუებისა, Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი აქცენტს აკეთებს არასტანდარტული ვიზუალის მქონე მოდელებზე, საბოლოო ჯამში კი იქმნება მთლიანობა, Balenciaga-სთვის დამახასიათებელი განსაკუთრებულობა, რაც მოსწონთ და რაზეც შოუს შემდეგ, კვირების განმავლობაში საუბრობენ.
Balenciaga-ს მოდელებიდან ერთ-ერთი, რომელიც პოდიუმზე ყოველი გამოჩენისას იპყრობს ყურადღებას, ფინელი ვინტუ მესალაა. მესალა "ბალენსიაგას" "ტალახის შოუზეც" გამოირჩეოდა და მისი გამოსვლის ვიდეო სოციალური ქსელების მომხმარებელთა ფავორიტი გახდა.
"ფინელებმა ვესალას ტალახში სიარულთან საერთო იპოვეს: ასე დადის ყველა ფინელი ზამთარში სამსახურისკენ მიმავალ გზაზე", - წერს ფინური გამოცემა Helsing Sanomat მინტუს სიარულის მანერის შეფასებისას.
არასტანდარტული ვიზუალის მქონე მოდელი, რომელსაც დამახასიათებელი სიარულის მანერა აქვს, Balenciaga-ს ყოველი ჩვენების შემდეგ ყურადღების ცენტრში ექცევა. მინტუ ვესალა პროფესიით სტილისტია, თუმცა მას შემდეგ, რაც ის ბრენდმა აღმოაჩინა, დემნა გვასალიას მუზა გახდა. როგორც ჩანს. პატივისცემა მოდელსა და დიზაინერს შორის ორმხრივია. მინტუ ყოველთვის დიდი სიყვარულით საუბრობს დემნაზე და მის გუნდზე.
ფინელი სტილისტი, როგორც თვითონ ყვება, 2020 წელს Balenciaga-ს ქასთინგის ხელმძღვანელმა "ინსტაგრამის" საშუალებით იპოვა.